მალინა Posted July 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 ალბათ ყველა გაგიგიათ გიო არაბული ( 17 წლის ბიჭი რომელსაც გასაოცარი ნიჭი აქვს) წერს ძალიან ლამაზ და მაგარ ლექსებს. გარდა ამისა, უთბილესი ადამიანი. ვამაყობ რომ ჩემი მეგობარია და ჩემი მოგვარეა. დროებით გიოზე ბიოგრაფია არ მაქვს/ მაგრამ გპირდებიტ, რომ ავტობიოგრაფიას შემოგთავაზებთ (ყველანაირ ბიოგრაფიას ეს ჯობია) სადმე გამოვიჭერ გიოს და დავაწერინებ მანამდე კიდ მის ლექსებს დავდებ: (...`ზეცას შახენეო აპარეკავ,)”ზეცას შახენეო აპარეკავ,მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,””ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!””დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,ღამე გავიტანათ საუბარით.””ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.”ღამე უტეხია მათ საუბარს,დილა გათენებულ ნამიანი,რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,დილამ შუადღისკენ გაიწია,კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,მერე ეშმაკურად ჩაიცინა.ქალმა ლუკმა მისცა... თავ დახარა,”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა...”სასმელმ კაცის გონი გადაფარა,(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და...)”... რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და...” -შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,...ნელა გადავიდა დათვისჯვარს დაბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ. _______________ შენი მეზობელი შინაბერა ქალი დილით ჩანთიანი უყვება აღმართს,საღამოს სახლში...პურს უყრის ჩიტებს,საკუთარ ასაკს ყოველთვის მალავს,საუბარს ხშირად ხელფასზე იწყებს;-თურმე არ ყოფნის... ამაზე ნაღვლობს,ჭორაობს თავის მეზობლის ქმარზე,თურმე წლებისგან ბევრ რამეს სწავლობს,ფიქრობს მშობლებზე... რემონტზე, სახლზე.იგონებს სტუდენტობას ან სულაც ბავშვობას,აწმყოზე საუბარს გაურბის,თურმე გულისწორებს თავადვე დაშორდა,ძველი რომანები თემაა საუბრის.დალაგებულ სახლს ისევ ალაგებს,სურს, რომ კაცის სარეცხს აფენდეს,საღამოს ივარცხნის დალალებს,რომ დილით ბავშვობა გათენდეს მოგვიანებით მისი ლექსების აუდიო მასალასაც ავტვირტავ სადაც ტავად კიტხულობს ლექსებს (ხო მართლა გიო ლიტერატურული პალიტრის მე7 ნორმის ლაურეანტია) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.