Jump to content
Planeta.Ge

რა არის ე.წ. “ღორის გრიპი” და სიმპტომების შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ პაციენტებმა


Recommended Posts

საქართველოში სულ 30 შემთხვევა დაფიქსირდა... პრეპარატი "ტამიფლუ" ეფექტურია პროფილაქტიკისთვის და არა მკურნალობისთვის! სხვათაშორის რამდენიმე ადამიანმა გავიკითხეთ აფთიაქებში და არასად არ ქონდათ. არც ავერს-ში არც ჯიპისი-ში და არც პსპ-ში!

იცით რა მიკვირს მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ვაქცინაცია და ჩვენთან რატო არ აკეთებენ.

უკრაინაში საერთოდ საგიჟეთია 2დღეში 54 ადამიანი გარდაიცვალა...

Edited by NuKi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 69
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

პოლიტიკური თამაშია ეგეც

 

 

ხალხი იხოცება და ღმერთმა დაგიფაროს მაგ ვირუსისაგან, თორემ აღარ გაგეცინება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

თორემ აღარ გაგეცინება.

ეხლა მომცინარი მნახე???

 

ხალხი ისედაც ყოველ დღე იხოცება, დღეში 50 კი არა ასობით კვდებიან, ტამიfuckinფლუს გასაღება უნდათ და ვითომ ღორის გრიპი მძვინვარებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალექსანდრე კვიტაშვილი - საქართველოში H1N1 ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს

 

საქართველოში H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა დღეს გააკეთა.

მისი თქმით, ჯანდაცვის კომისია შეიკრიბება პარასკევს და გააკეთებს ინფორმაციას, თუ რა ვითარებაა საქართველოში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ივნისიდან მოყოლებული ვირუსით დაავადების31 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

"ქვეყანაში ყველანაირი მარაგია და პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს",-აღნიშნა კვიტაშვილმა, რომლის თქმითაც, საქართველომ უკრაიანას დახმარება გაუწია, როგორც მედიკამენტებით, ისე სხვა სამედიცინო საშუალებებით

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ელაპარაკე ეხლა ამას.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი, ბილბაოში ნაცნობებს შეხვდათ ეგ გრიპი და ჩვეულებრივი გრიპივით გადაიტანეს, უმეტესობამ სახლში. ერთს ასთტმა ჰქონდა უბრალოდ და გაურთულდა...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველგან კვდებიან და ჩვენთან არაფერიო არა?

 

 

05.11.2009 03:05 : В Белоруссии официально подтверждена смерть семи человек от вируса гриппа А/H1N1.

В Белоруссии официально подтверждена смерть семи человек от вируса гриппа А/H1N1. Как сообщила сегодня главный санитарный врач страны Валентина Качан, всего наличие "свиного" гриппа подтверждено у 85 жителей, 47 из них уже выздоровели. На Украине же, где объявлено об эпидемии гриппа, по последним данным, скончались 86 человек, передает РБК. В Москве объявлено о превышении почти в 2 раза эпидемического порога заболеваемости гриппом и ОРВИ. Из других регионов России наиболее серьезно положение на Дальнем Востоке. В Бурятии в связи с эпидемией гриппа введен режим чрезвычайной ситуации.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არის ე.წ. “ღორის გრიპი” და სიმპტომების შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ პაციენტებმა

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პაციენტებს ურჩევს, სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან ერთად თუ აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება, პირველ რიგში ექიმს მიმართონ. სპეციალისტი კი გადაწყვეტს, არის თუ არა საჭირო ვირუსზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება. ექიმის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში პაციენტი გაიგზავნება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, რომელიც თბილისში, მ. ასათიანის ქუჩა #9-ში მდებარეობს.

 

რა არის გრიპი A(H1N1)?

 

A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსია, რომელიც იწვევს ადამიანთა დაავადებას გრიპით. ახალი ვირუსი პირველად დაფიქსირდა აშშ-ში, 2009 წლის აპრილში. ადამიანური შემთხვევები ამჟამად დარეგისტრირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე, სავარაუდოდ, ისევე ხდება, როგორც სეზონური გრიპის ვირუსისა.

 

რატომ უწოდებენ A(H1N1)-ს ზოგჯერ ღორის გრიპს?

 

ახლად გამოვლენილ გრიპის ვირუსს თავიდან უწოდებდნენ ე.წ. ,,ღორის გრიპს”, რადგან ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური შემადგენლობის მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილო ამერიკაში ღორებში ცირკულირებს. შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილო ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ მოცირკულირე ვირუსისგან. ახალი ვირუსის 2 გენი არის გრიპის ვირუსებიდან, რომელიც ცირკულირებს ღორებში ევროპასა და აზიაში, ხოლო დანარჩენი ფრინველებსა და ადამიანში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია. მეცნიერები ამ ვირუსს ,,ოთხმაგი რეასორტაციის” ვირუსს უწოდებენ.

 

არიან თუ არა ღორები ამ ვირუსის მტარებელნი და შეიძლება თუ არა მათგან გადაგვედოს ეს დაავადება?

 

არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამჟამად ღორები არიან ინფიცირებულნი ამ ვირუსით, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ ეს არის გრიპის ის ვირუსი, რომელსაც ჩვეულებრივ შეუძლია გრიპის გამოწვევა ღორებში. ჩვეულებრივ პირობებში ამ ვირუსით ადამიანთა დაინფიცირება არ ხდება, თუმცა გრიპის ვირუსი შეიძლება გადაედოს როგორც ღორიდან ადამიანს, ასევე ადამიანიდან ღორს.

 

არის თუ არა გრიპის ახალი A(H1N1) ვირუსი გადამდები?

 

დღეისათვის არსებული მონაცემებით, გრიპის ახალი A(H1N1) ვირუსი გადამდებია და ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. თუმცა ამჟამად უცნობია რამდენად იოლად ვრცელდება ვირუსი ადამიანებს შორის.

 

A(H1N1)-ის სიმპტომები ადამიანებში

 

A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსის სიმპტომები მსგავსია ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის სიმპტომებისა და მოიცავს შემდეგს: ცხელება, ხველა, ყელის, კუნთებისა და სახსრების, თავის ტკივილი, შემცივნება, საერთო სისუსტე, ზოგჯერ დიარეა და პირღებინება. ისევე, როგორც სეზონური გრიპისას, დაავადებას ხანდახან ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და გარდაცვალება.

 

რამდენად მძიმედ მიმდინარეობს A(H1N1)-ით გამოწვეული დაავადება?

 

ამჟამად არაა ცნობილი, რამდენად მძიმე მიმდინარეობა ექნება დაავადებას მოსახლეობაში. წარმოებს დაავადებულ ადამიანთა ისტორიების შესწავლა, რათა დადგინდეს, როდის არიან ისინი დაინფიცირების, მძიმე მიმდინარეობის ან ჰოსპიტალიზაციის განსაკუთრებული რისკის ქვეშ. სეზონური გრიპის დროს ცნობილია ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ. ესენია: მცირე ასაკის ბავშვები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონენი, 65 წლის ასაკის ზევით მყოფი მოსახლეობა. დღეისთვის უცნობია რომელი ჯგუფები იქნება ყველაზე მოწყვლადი ამ ახალი ვირუსისადმი. წარმოებს ლაბორატორიული კვლევები, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მოსახლეობის რომელიმე ჯგუფს ბუნებრივი იმუნიტეტი ამ ვირუსისადმი.

 

როგორ ვრცელდება გრიპი A(H1N1)?

 

A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსი ვრცელდება ისევე, როგორც სეზონური გრიპის ვირუსი. ამჟამინდელი აფეთქება გამოწვეულია გრიპის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით. დაავადებული ადამიანის ხველის ან ცემინების დროს დაინფიცირებული წვეთები ხვდება მათ ხელებზე, აგრეთვე სხვადასხვა ზედაპირებზე ან დისპერსირდება ჰაერში 1 მეტრის მანძილზე. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს კონტამინირებული ჰაერიდან ან დაინფიცირებულ ხელებთან, ზედაპირებთან შეხებისას, თუ იმავე დაუბანელი ხელით შეეხება საკუთარ თვალებს ან ცხვირ-პირს.

 

შეიძლება თუ არა ადამიანი დაინფიცირდეს ღორის ხორცის დამუშავების ან საკვებად გამოყენების დროს?

 

არა. ვირუსის გადაცემა ამ გზით არ ხდება. თქვენ ვერ დაინფიცირდებით ამ გზით. სათანადოდ დამუშავებული ღორის ხორცი და მისი პროდუქტები აბსოლუტურად უსაფრთხოა.

 

არის თუ არა საშიში სასმელი წყალი?

 

ონკანის წყალი, რომელიც სათანადო დამუშავებას გადის, არ განიხილება, როგორც ამ დაავადების გადამტანი. ადამიანის დაავადება დაბინძურებული წყლის გამოყენების გამო არაა ცნობილი.

 

შეიძლება თუ არა დაავადების გავრცელება სარეკრეაციო წ####ბით, აკვა პარკებით, შადრევნებით, საცურაო აუზებით და სხვ.

 

არა. წყალი, რომელიც გადის სათანადო დამუშავებას, არ განიხილება როგორც დაავადების გავრცელების რისკის შემცველი.

 

როგორ დავიცვათ გრიპისგან თავი?

 

დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გატარდეს გრიპის პრევენციის ზოგადი ღონისძიებები: მოერიდეთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ, აღენიშნებათ ცხელება და ხველა; ეცადეთ არ შეეხოთ იმ ზედაპირებს, რომლებიც შეიძლება იყოს დაბინძურებული გრიპის ვირუსით. მოერიდეთ დაავადებულებთან კონტაქტს; ხშირად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით; ეცადეთ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ეცადეთ იყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში. კარგად გამოიძინეთ, იყავით ფიზიკურად აქტიურნი. თავი აარიდეთ სტრესებს, მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე და სასარგებლო საკვები.

 

არსებობს თუ არა ახალი ვირუსით გამოწვეული ინფექციის სამკურნალო საშუალებები?

 

მძიმე შემთხვევებში რეკომენდებულია მკურნალობისთვის გამოყენებული იქნას ოსელტამივირი ან ზანამივირი. ეს პრეპარატები ამცირებენ ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას. თუ ავად ხართ, ანტივირუსულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ დაავადების სიმპტომების გამოხატულება ან დააჩქარონ გამოჯანმრთელება. ასევე შეიძლება თავიდან აგაცილოთ დაავადების შემდგომი სერიოზული გართულებები. ამჟამინდელი აფეთქების შემთხვევაში ანტივურუსული პრეპარატების გამოყენების პრიორიტეტია მძიმედ მიმდინარე შემთხვევების მკურნალობა.

 

რამდენი ხანია დაავადებული ადამიანი გადამდები?

 

დღეისათვის არსებული ინფორმაციით, იმდენივე ხანს, როგორც სეზონური გრიპის დროს. სეზონური გრიპის დროს ადამიანი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე 1 და გამოვლენის შემდეგ 7 დღე. პატარა ბავშვები გადამდები არიან უფრო ხანგრძლივად.

 

რომელი ზედაპირები განიხილება როგორც დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები?

 

გამომწვევი შეიძლება გავრცელდეს, თუ ადამიანი ხელით შეეხება გამომწვევებით დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ იმავე, დაუბანელი ხელით საკუთარი თვალის, ცხვირისა და პირის მიდამოს. დაავადებულის ხველისა და ცემინებისას გამოტყორცნილი წვეთებით ხდება გამომწვევის გავრცელება ჰაერში 1 მეტრის მანძილზე, რაც ჯანმრთელთა დაავადების მიზეზი ხდება.

 

როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან?

 

A(H1N1) ახალი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ამიტომ ჯანმრთელობის დაცვისათვის უნდა გამოიყენოთ თავდაცვის სხვა საშუალებები: ხველების და ცემინების დროს მიიფარეთ ცხვირსახოცი. გამოყენების შემდეგ ცხვირსახოცი გადააგდეთ; რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, განსაკუთრებით ხველისა და ცემინების შემდეგ. ეფექტურია ალკოჰოლის შემცველი ხელსაწმენდების გამოყენება; არ შეეხოთ ხელებით თვალებს, პირს, ცხვირს. გამომწვევი შეიძლება ასე გავრცელდეს; მოერიდეთ დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტს; დარჩით სახლში სიმპტომების გამოვლენიდან 7 დღის განმავლობაში ან სიმპტომების გაქრობიდან 24 საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში. ეს დაიცავს სხვა ადამიანებს დაავადებისგან და შეზღუდავს ვირუსის შემდგომ გავრცელებას.

 

სხვა მნიშნელოვანი ქმედებები, რომლებიც შეიძლება თქვენ განახორციელოთ:

 

მისდიეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანოთა რეკომენდაციებს შეზღუდვის ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორიცაა საზოგადოებრივი დისტანცირების ღონისძიებები და სხვა.

 

რამდენ ხანს ძლებს ახალი გრიპის A(H1N1) გამომწვევი ზედაპირებზე?

 

როგორც კვლევებით დადგინდა, ადამიანის დაავადების უნარს ზედაპირებზე მოხვედრილი გამომწვევი ინარჩუნებს 2-8 საათის განმავლობაში.

 

როგორ დავიბანოთ კარგად ხელები?

 

საჭიროა ხელების გასაპვნა და წყლით ჩამობანა; სასურველია ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცის ხმარება, ხოლო მისი არქონის შემთხვევაში _ ინდივიდუალური სუფთა ნაჭრების გამოყენება, ყოველი გამოყენების შემდეგ ნაჭრის ხელსახოცი თავსდება სპეციალურად გამოყოფილ კონტეინერში ან ერთჯერადი გამოყენების ცელოფნის პარკში, რომელიც ავსების შემდეგ ექვემდებარება განადგურებას; ხელების დასაბანად უმჯობესია თხევადი საპნის გამოყენება; სასურველია ხელის სპირტისშემცველი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება.

 

რა კლავს ახალი გრიპის A(H1N1) გამომწვევს?

 

ვირუსი ინაქტივირდება მაღალი ტემპერატურის - 70 გრადუსი C ზემოქმედებით; ქიმიური ნივთიერებებიდან ვირუსის გამანადგურებელი თვისებებით გამოირჩევა ქლორი, ჰიდროგენპეროქსიდი, დეტერგენტები ანუ ანტისეპტიური საპონი და სარეცხი საშუალებები, იოდიფორი, სპირტის შემცველი ანტისეპტიური საშუალებები.

 

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ავად ხართ?

 

თუ გაქვთ გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომები, ანუ მაღალი ტემპერატურა, ხველა, მტვრევის შეგრძნება სხეულში, ყელის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება ან დიარეა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს და აცნობეთ, რა სიმპტომები გაქვთ. აუხსენით, რატომ გგონიათ, რომ გაქვთ გრიპი A(H1N1) (მაგალითად, ახლახან იმოგზაურეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებში აღინიშნება ამ დაავადების შემთხვევები), გაითვალისწინეთ ის რჩევები, რომლებსაც მიიღებთ. თუ ვერ ახერხებთ დაკავშირებას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთან, საავადმყოფოში მისვლისთანავე აცნობეთ, რომ თქვენ ინფექციის შესახებ გაქვთ ეჭვი; მგზავრობის დროს პირზე და ცხვირზე აიფარეთ ნიღაბი.

 

ბავშვებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საგანგაშო სიმპტომებია:

 

გახშირებული ან გართულებული სუნთქვა; კანის სილურჯე; სითხის სმის შემცირება; მივარდნილობა, არაკონტაქტურობა; გაღიზიანებადობა; გრიპისმაგვარი სიმპტომების გაუმჯობესების მიუხედავად, მაღალი სიცხე და ხველა; ცხელება და გამონაყარი.

 

მოზარდებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საგანგაშო სიმპტომებია:

 

გახშირებული ან გართულებული სუნთქვა; ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის ან მუცლის არეში; უეცარი თავბრუსხვევა; მოუსვენრობა, შფოთვა; მძიმე ან შეუჩერებელი პირღებინება.

 

როგორ მოვუაროთ ავადმყოფს სახლის პირობებში?

 

ავადმყოფი უნდა იყოს განცალკევებით ოჯახის სხვა წევრებისგან, სულ მცირე 1 მეტრის მოშორებით; ავადმყოფის მოვლის დროს ცხვირზე და პირზე აიფარეთ ნიღაბი. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კომერციული, ასევე ის ნიღაბი, რომელსაც თავად გააკეთებთ ხელმისაწვდომი ქსოვილისგან, მაგ. ოთხფენოვანი დოლბანდისგან. გამოყენების შემდეგ ნიღბები უნდა გადაიყაროს ან სათანადოდ გასუფთავდეს (გაირეცხოს, გაუთოვდეს); ავადმყოფთან ყოველი კონტაქტის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით; ხშირად გაანიავეთ ის ოთახი, სადაც წევს ავადმყოფი; გამოიყენეთ საოჯახო დეზინფექტანტიანი გამწმენდი საშუალებები, რათა თქვენს ირგვლივ არსებული გარემო სუფთა იყოს.

 

A(H1N1) გრიპის შესახებ ინფორმაცია აღებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Открыт простой и дешевый способ борьбы с вирусом H1N1

Корейские ученые сделали новое открытие. Оказывается, обычная кислотная озоновая вода обладает способностью деактивировать вирус H1N1. По мнению специалистов, данная вода может стать эффективным и недорогим "лекарством" для тех, кому в силу тех или иных причин настоящая прививка недоступна.

 

Кислотная озоновая вода состоит из обычной чистой воды, которая смешана с небольшим количеством соляной кислоты и озонированного газа, получаемого в лабораторных условиях. Стоит отметить один интересный момент - после того как данные соединения "отключают" вирус, они распадаются, и в организме остается обычная вода, которая не оставляет следов кислотного воздействия.

 

Ученые отмечают, что наличие "корейского метода" не отменяет необходимости прививок, но факт есть факт - кислотная озоновая вода убивает вирус, а затраты на производство данного "лекарства" минимальны по сравнению со сложной структурой прививки, разработка которой стоит больших денег.

 

"Хотя сама кислотная вода может частично повысить активность H1N1, озонированные газы в концентрации более 10 мг на литр должны свести данный эффект к минимуму", - говорят ученые. В своем исследовании ученые взяли 430 000 индивидуальных вирусных тел, которые при воздействии на них кислотной водой погибли уже через пять минут

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://kavkazcenter.com/russ/content/2009/11/10/69045.shtml

 

ეს ტატია ნახეთ ღორის გრიპზე!!!

 

მაგრამ აქ რა უნდა ამ ტემას?! გადადის მედიცინაშI!

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პანდემია გამოცხადდა

Впереди у нас продолжительный гриппозный сезон, - сказала она. - То, что мы видим в 2009 году, является беспрецедентным».

http://www.vz.ru/news/2009/11/13/348194.html

 

Остановить распространение вируса гриппа A/H1N1 невозможно, заявил во вторник официальный представитель ВОЗ. Пандемия уже приняла необратимый характер. В то же время ученые обнародовали результаты новых исследований: во-первых, опасность заражения грозит только людям определенного возраста, во-вторых, выяснилось, чем грипп A/H1N1 отличается от обычного и какие заболевания провоцирует.

 

http://vz.ru/society/2009/7/14/307050.html

 

სხვალინკებზეც გადით მაქედან--უჯას რეები წერია არ დაიზარო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...