ლ ი ც ი Posted July 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 “ალასანია “ცეერუ”-ს წარმომადგენელია 100 პროცენტით. მაგის პარტიის იდეოლოგია არის საქართველოს დაქცევა” “ალასანია “ცეერუ”-ს წარმომადგენელია 100 პროცენტით. მაგის პარტიის იდეოლოგია არის საქართველოს დაქცევა” “რაც ამ კანონშია წარმოდგენილი, ის აუტანელია. ქართველი კაცი მაგას არასდროს შეეგუება. სააკაშვილს, მერაბიშვილსა და პარლამენტს ჰგონიათ, რომ ეგენი გაიმარჯვებენ, მაგრამ ძალიან ცდებიან, რადგან ხალხს ავტომატი ხელში არ ეკავება, მაგრამ ხალხი ქვასა და კეტს მონახავს და ქვა და კეტიც გააკეთებს თავის საქმეს. მე სხვა ტკივილი მაქვს, სხვა ტკივილი, ტკივილი დიდი და მოუნელებელი. მთელი უბედურება ის გახლავთ, რომ მთელ ამ ე.წ. “9 აპრილის კომიტეტში” ყოფილა უამრავი ხალხი, რომლებიც არიან საქართველოს მტრები და გამყიდველები. გუშინ საღამოს, როცა მე ამხანაგ ალასანიას ვუსმენდი, თვალნათლივ დავინახე, თუ როგორ არის ეს კაცი შეკრული სააკაშვილთანაც, მერაბიშვილთანაც, პარლამენტთანაც, თორთლაძესთანაც, ალასანია შეკრულია პალიკოსთან...”, - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, საოპერო მომღერალი ლელიკო ჯაფარიძე გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გასაიდუმლოებული სკანდალი ოპოზიციაში / “ლელიკო ჯაფარიძე: “მე ახლა შენ გეტყვი ერთ ძალიან საინტერესო რაღაცას და ეს ამბავი ჭერიდან კი მაქვს ჩამოტანილი, იქ ვიყავი, სადაც ეს ლაპარაკი მიდიოდა...”“ალასანია “ცეერუ”-ს წარმომადგენელია 100 პროცენტით, “ცეერუ”-ს ჭკუით და “ცეერუ”-ს მითითებით ივლის ეს კაცი. “ცეერუ”-ს სჭირდება საქართველოს ტერიტორია და ეს ყველაფერი “ცეერუ”-ს სჭირდება მანამ, სანამ არსებობს ერაყის, ავღანეთისა და ირანის პრობლემები. მერე როგორც კი ამ პრობლემებს გადაწყვეტენ, დაგვაბიჯებენ ფეხს და გადაგვივლიან. მოხდა უარესი, რასაც არ ველოდი, ალასანიამ პირი გააღო, ანუ შექმნა თავისი პოლიტიკური პარტია. აქამდე ხომ ალასანია პარტიის წევრი არ ყოფილა, როგორც რუსები იტყვიან, აქამდე ის იყო “ვოლნი იგროკი”. მაგის პარტიის იდეოლოგია არის საქართველოს დაქცევა. გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, როცა მან განაცხადა, რომ ყველა არჩევნებზე მივა, ყველას დაელაპაკება, ყველას შეხვდება, ყველაფერი გარკვეულია.... აი, გაჩეჩილაძის ამბავი მეც ძალიან მაინტერესებს და ცოტა დამაცადე, მე ვიცი ის, რაც არ იცი შენ. იქ ვიყავი, სადაც ეს ლაპარაკი მიდიოდა. მანამ, სანამ ლევან გაჩეჩილაძის საზოგადოებრივი ორგანიზაცია შეიქმნებოდა, ოპოზიციის “9 აპრილის” შტაბში” დიდი გაწევ-გამოწევა იყო. ითქვა - ოპოზიციას ორი ლიდერი უნდა ჰყავდესო, რომ იკითხეს, ვინ უნდა იყოს ეს ორი ლიდერიო - ლევან გაჩეჩილაძე და ირაკლი ალასანიაო! - იყო პასუხი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლელიკო ჯაფარიძე.“ამის თქმა იყო და კივილ-წივილით წამოვარდა ერთი ქალბატონი და განაცხადა, რისი გაჩეჩილაძე, რა ალასანია, ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი მე უნდა ვიყოო.... ამდენი ფული მაქვს დახარჯული და თქვენ ალაოდ ხომ არ ხართ, რა გრეჩიხა, რისი ალასანია, ლიდერი მე უნდა ვიყოო! - არ ჩერდებოდა ის ქალი. ფული რამდენი მაქვს დახარჯულიო კი თქვა, მაგრამ არ შემიძლია, ვერ გეტყვი... იქ ალასანია, მგონი, არ იყო, მაგრამ იყო “გრეჩიხა”. მაშინ მაგენმა დათქვეს, რომ კარგი, გადავდოთ ლიდერის საკითხი და მოვილაპარაკოთო. ისინი რაზე მიაწვნენ იცი? შენ რაფერ უნდა იყო ლიდერი არაფერი “პალაჟენია” არ გაქვსო. ისე, რომ იცოდეთ, მე ვთვლი, რომ ეს ქალი - ნინო ბურჯანაძე მართალია რაღაცაში... “კონსერვატორები” - ძალიან მიყვარს ეს ბიჭები, მაგრამ - რატომღაც გაყუჩდნენ. აი, ამ გაწევ-გამოწევას მოჰყვა ნაუცბათევად “დაიცავი საქართველოს” შექმნა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.“საკნებმა თავისი მისია ამოწურა. ამას წინათ მე გავაფრთხილე ეკა ბესელია: “სვოდკა” მომივიდა, რომ საკნებს აუცილებლად დაეცემიან და თქვენ თვითონ აიღეთ მეთქი. ეს კანონი ამ გათახსირებულებმა იმიტომ მიიღეს, რომ საკნების აქციის დარბევა გაამართლონ, როგორც კი ეს კანონი ძალაში შევა, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, მაგ საკნებთან დედა შვილს ვერ აიყვანს, ისეთი ამბები დატრიალდება... სექტემბერში ველოდები ოქრუაშვილს. ჩამოვა აუცილებლად და ჩამოვა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იმიტომ, რომ ხალხი მას გაჰყვება. ხალხი მას გაჰყვება ისევე, როგორც გაჰყვება გუბაზს. მაგრამ სისხლი დაიღვრება! ეს ვერ დარჩება, გამორიცხულია, ამას დედას ვუტირებთ. უბრალოდ, მე იმაზე მტკიცა გული, რომ აქ აუცილებლად სისხლი დაიღვრება, აი, ამაშია საქმე! არ შეიძლება ასე, ძმაო, ჩაგარტყამენ ქვას, ჩარტყი ორი ქვა! არ შეიძლება ასე, ხალხს უნდა მოუწოდო. ხალხი ბოინზე წასაყვანი ცხვარივით რომ დადის თავჩაღუნული, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება”, - აცხადებს ლელიკო ჯაფარიძეhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/104095.html ლიცემერი: ვაი ვაი ვაი ვაიიიიი, :ena: მართლა უბედურო საქართველო... ღირსობას ეროვნული სახე აქვსო ! ჩვენი პოლიტიკოსების პოლიტიკის მიხედვით, როგორც ჩანს- უღირსობასაც უზერებო, რას იტყვით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 ცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, საოპერო მომღერალი ლელიკო ჯაფარიძეო სოლო მიოოოოოოოოოოოოოოოო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 სექტემბერში ველოდები ოქრუაშვილს. ჩამოვა აუცილებლად და ჩამოვა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იმიტომ, რომ ხალხი მას გაჰყვება. ხალხი მას გაჰყვება ისევე, როგორც გაჰყვება გუბაზს. მაგრამ სისხლი დაიღვრებააი მაგი თუ ჩამოვა გადარჩენილა საქართველო და ეგააო სოლო მიოოოოოოოოოოოოოოოო : : : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 ძუკუ სექტემბერში ველოდები ოქრუაშვილს. ჩამოვა აუცილებლად და ჩამოვა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იმიტომ, რომ ხალხი მას გაჰყვება. ხალხი მას გაჰყვება ისევე, როგორც გაჰყვება გუბაზს. მაგრამ სისხლი დაიღვრებაარ წაყვება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 ო სოლო მიოოოოოოოოოოოოოოოო მეც მაგ ხასიათზე დავდექი, ჩემო lasha_alo, მაგრამ, ვფიქრობ "თავო ჩემო" ვიმღერო თუ " სოლე მიო?" : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted July 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 ცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, საოპერო მომღერალი ლელიკო ჯაფარიძე :baro: :baro: :baro: :baro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 რამდენი გიჟი დადის ამ ქვეყანაზე!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 ლელიკო ჯაფარიძეაი, რა მაგრა მირცხვენს გვარს, რა ჯერ ხო კაცია და ქალის სახელი ქვია და მერე ტვინში ხვეულების მაგივრად ზეიკიძის კალბასები უდევს.რეებს უბერავს? ან ეგ ვინ მიასუნა ოპოზიციის ლიდერების თათბირებზე, ან რა 100% "სვოდკები" აქვს ან საერთოდ რამეზე აქვს წარმოდგენა იმის გარდა, რომ რუსეთი უყვარს???ოეეეეე! :bb: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted July 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 analgin არაფერზე არანაირი 100 % ინფო არ აქ.. პროსტა ატრაკებს რა. ეგრე იძახდა 9 აპრილს ჩემი ირაკლი ჩამოვა და აქ დადგებაო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 analgin ჩემი ირაკლი ჩამოვა და აქ დადგებაო ვერ დავამუღამე...SHARI, ამ ნაძირალას მხარდამჭერი როგორ უნდა იყოს გონიერი ადამიანი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest Manny Calavera Posted July 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტიდაუძახებს მერე ვინმე აგენტს და ეცემიან, ყველგან აგენტები გელანდებათო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 დაუძახებს მერე ვინმე აგენტს და ეცემიან, ყველგან აგენტები გელანდებათო :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შხარა Posted July 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 ალასანია შეკრულია პალიკოსთან : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 :boli::ჰეი, ჩემი სიტყვები არაა...შხარა :boli:: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შხარა Posted July 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2009 licemer ჰეი, ჩემი სიტყვები არაა...შხარააფსუს...კლასიკაში ჩაგეთვლებოდა. :boli:: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.