Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Michael Jackson

 

http://cache0.techcrunch.com/wp-content/uploads/2009/06/michael-jackson.jpg

 

http://ageofchaos.files.wordpress.com/2009/06/michael-jackson.jpg

 

http://fnewsmagazine.com/wp/wp-content/uploads/2009/06/michael-jackson-concert-2.jpg

 

 

ნამდვილი სახელი მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი

დაიბადა 29 აგვისტო, 1958

წარმოშობის ადგილი ინდიანა, აშშ

გარდაიცვალა 25 ივნისი, 2009

ჟანრი/ები პოპ მუსიკა

საქმიანობა/ები მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, არანჟირების ავტორი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მსახიობი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი

ინსტრუმენტი/ები ვოკალი, პერკუსია, სხვადასხვა ინსტრუმენტი

ლეიბლი/ები Motown, Epic, Sony

ვებგვერდი MichaelJackson.com

 

 

მაიკლ ჯოსეფ ჯექსონი (ინგლ. Michael Joseph Jackson, (დ. 29 აგვისტო, 1958 / გ. 25 ივნისი, 2009), ასევე ცნობილი როგორც MJ ან "პოპის მეფე" იყო ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი და პოპ კერპი. მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ნაწილი იყო.

ჯექსონმა მუსიკალური კარიერა 11 წლის ასაკში დაიწყო. იგი რამდენიმე გრემის მფლობელი იყო და ყველაზე კომერციულ მომღერლად ითვლებოდა,მაიკლ ჯექსონი საყოველთაოდ აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პოპულარულ მუსიკოსად ისტორიაში.

 

მაიკლ ჯექსონი დაიბადა ინდიანას შტატის ქალაქ გარიში 1958 წლის 29 აგვისტოს. იგი წერდა სიმღერებს იყო მომღერალი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მსახიობი და ა.შ.

მას სულ ქონდა 10 სოლო ალბომი გამოშვებული (ბოლო 2001 წელს გამოუშვა. 10 მილიონი მყოდველი)... მაიკლს 13 ივლისში ეწყებოდა საკონცერტო ტურნე რომელიც ლონდონიდან იწყებოდა და 2010 წლის 6 მარტს მთავრდებოდა.

 

მაიკლ ჯექსონი დაიბადა ჯოზეფ და კეტრინ ჯექსონების ოჯახში, ქალაქ გერიში (ინდიანას შტატი). იგი იყო მეშვიდე ცხრა შვილიდან. ჯოზეფმა შექმნა ოჯახური ჯგუფი Jackson 5, რომელიც თავდაპირველად გამოდიოდა მხოლოდ ადგილობრივ ბარებსა და კლუბებში. თუმცა, ამავე დროს, დამოუკიდებელ ლეიბლზე Steeltown Records ჩაწერილი იქნა ორი სინგლი, ხოლოდ 1969 წელს, ბობი ტეილორის დახმარებით მათ მოაწერეს ხელი კონტრაქტს მსხვილ ლეიბლთან Motown Records.

 

მალე ჯექსონების ოჯახი ცნობილი გახდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო 1970 წელს მათი პირველი ოთხი სინგლი სხვადასხვა დროს მოხვდა ამერიკული ჩარტების #1 ადგილზე. მაიკლი გამოირჩეოდა ყველასგან და უკვე ითვლებოდა წამყვან ძალად მთელ კოლექტივში, მით უმეტეს, რომ სწორედ მას ერგებოდა ხოლმე მთავარი ვოკალური სოლო-პარტიები. ის იქცევდა ყურადღებას ცეკვის საოცარი სტილით და სცენაზე მოძრაობის მანერით, რომელიც შეიმუშავა თავისი მუსიკალური კერპების, ჯეიმს ბრაუნისა და ჯეკი უილსონის გავლენით.

 

1973 წლიდან ხუთეულის პოპულარობამ იკლო და 1976 წლიდან კონტრაქტი გაფორმა სხვა კომპანიასთან, რასაც მოჰყვა ჯგუფის სახელის უბრალოდ The Jacksons-ით ჩანაცვლება. 1976-1984 წლებში მათ გამოსცეს კიდევ 6 ალბომი. ამასობაში მაიკლმა დაიწყო სოლო-კარიერა და გამოუშვა ოთხი წარმატებული სოლო-ალბომი.

 

1978 წელს მან დაიანა როსთან ერთად მონაწილეობა ფილმში The Wiz, რომელიც იყო ეკრანიზაცია ბროდვეის მიუზიკლისა ოზის საოცარი ჯადოქარი. გადაღებების დროს მან გაიცნო მუსიკალური რეჟისორი ქუინსი ჯონსი, რომელიც მისი ყველაზე ცნობილი ალბომების პროდიუსერად იქცა. აქედან პირველმა, Off the Wall (1979) წარადგინა მაიკლი, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი, ხოლო სასცენო პროგრამამ - როგორც შესანიშნავი მოცეკვავე. ჩარტების სათავეში მოექცა სინგლები Don’t Stop 'Til You Get Enough და Rock With You, თავად ალბომი კი გაიყიდა 20 მილიონი ასლის ოდენობით. ბევრი კრიტიკოსი დღემდე თვლის, რომ ეს დისკი იყო დისკოს ჟანრის უკანასკნელი მნიშვნელოვანი ჩანაწერი.

 

 

Downloads

 

 

 

 

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
  • 4 months later...
  • 2 years later...
  • 4 months later...
ვაფასებ როგორც პოპ ლეგენდას, თუმცა არ ვუსმენ და არ მიყვარს მისი შემოქმედება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაფასებ როგორც პოპ ლეგენდას, თუმცა არ ვუსმენ და არ მიყვარს მისი შემოქმედება

+

ბავშვობაში კი ვუსმენდი - (88-89 წწ.)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...