Jump to content
Planeta.Ge

მოსამართლე პროკურორს


Recommended Posts

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გიორგი გოგიჩაშვილის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო.

 

მოსამართლე გოგიჩაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, არ დააკმაყოფილა კახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და ”ახალი მემარჯვენეების” მხარდამჭერს კოტე კაპანაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობის ნაცვლად, 20 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

 

იმავე სასამართლო პროცესზე, როცა კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა, მოსამართლე გოგიჩაშვილმა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორს ხვიჩა ბეგიაშვილს საჯაროდ მისცა შენიშვნა და გააფრთხილა, რომ ნუ არღვევდა დაკავებულის უდანაშაულობის პრეზუმფციას.

 

მოსამართლის ამ შენიშვნას პროკურორის გაღიზიანება დარბაზშივე მოჰყვა. მოგვიანებით, კახეთის საოლქო პროკურატურამ თელავის რაინული სასამართლოს ბრძანება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

 

სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე გოგიჩაშვილის ბრძანება ბათილად სცნო და კოტე კაპანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. კახეთის საოლქო პროკურატურა კაპანაძეს 2007 წელს, საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის დროს, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლე გოგიჩაშვილის დისციპლინურ დევნასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის უფროსმა ნანა ვასაძემ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და ამის შესახებ ვერაფერს გვეტყვის.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=8776

 

პ.ს.ვიზა მინდა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს.ვიზა მინდა
რიგი დაიკავე ძმაო

ბოლო ვინ არის? :)

 

არა პესიმიზმს, გაუმარჯოს კუბლაშვილებს! :): :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხანდახან მაწუხებს ილუზია, რომ ხელისუფლება ამ ყველაფრის შემდეგ გონს მოეგება, სადღაც, რაღაცას დათმობს.........არა, ოპოზიციასთან არა, დათმობს ხალხის, დემოკრატიის ან გნებავთ მის მიერვე დეკლარირებული იდეების წინაშე, ეცდება გახდეს ოდნავ უკეთესი...........

 

მაგრამ არა!!!

 

ჩვევში აქვთ უკვე გადასული ყველა, თუნდაც უმნიშვნელო და სამართლებრივად დასაბუთებული წინააღმდეგობა, რაც მათ ზვიად ამბიციას წინ აღუდგება უხეში ძალით ჩაახშონ.

 

არ მიიყვანს ეს ქვეყანას სიკეთემდე

 

და მავანთაც სულ ტყუილად აქვთ იმედი, რომ სადმე მოასწრებენ გაქცევას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

და მავანთაც სულ ტყუილად აქვთ იმედი, რომ სადმე მოასწრებენ გაქცევას

ნუ მიშა ყველა ვარიანტში ხელშეუხებელი იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მოსამართლე პროკურორს, არ დაემორჩილა და დევნიან

 

 

მაგ მოსამართლეს თავბედს აწყევლინებენ.ქვეყანაში სადაც კანონი არ მუშაობს,ის ქვეყანა ვერ აშენდება.

 

 

აბა მოწვევა ვის გსურთ? :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...