Jump to content
Planeta.Ge

თქვენი საყვარელი ლექსები


Recommended Posts

:love2: გიო ანდრონიკაშვილი

 

მე და შენ, - მოტივი ძველი და ნაცნობი.

სათქმელი რაც დარჩა, ვთქვათ, - წინ კვლავ გზებია.

პირველი აკორდი მოვპაროთ კლავიშებს, -

შენს გამო ჩემს სულში ძლიერი ძვრებია.

 

ძველი აივანი, ოდნავ მორყეული...

მერვე საფეხური ისევ თუ ჭრიალებს?

წავალ, შევაკეთებ, თუმცა არა, იყოს, -

მერე ხომ წარსულის დაკარგვას ვინანებ?!

 

 

ნაცნობი მოტივია, - ისევ უშენობა

და ბანალურობის ნიღაბს არ ავაკრავ

მარტის ამინდივით მინდა ხეტიალი,

მინდა ჩემს ცხოვრებას სახელი დავარქვა.

 

ვაბრუნებ აღებულ ვალებს და მივდივარ.

ათასერთი ღამე არ მეყო ზღაპრისთვის.

მე პოტენციური გიჟი ვარ და შენ კი,

ჩემს გვერდით რომ იყო, მზად არ ხარ ამისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან მიყვარს ეს ლექსი :)

 

წუხელის ბიჭი დაბადებულა,

გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,

ისეთი ბიჭი დაბადებულა,

დაურქმევიათ თურმე დავითი!

წუხელის ბიჭი დაბადებულა,

დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,

შენ – ორგულობავ, აბა გაბედე

და გული ჩვენი ისევე კორტნე.

წუხელის შოთაც დაბადებულა,

დაბადებულა თურმე დემეტრე,

განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის

რა სიხარული გამოიმეტე!

წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო

ყველა გმირმა და თავდადებულმა,

დაბადებულა თურმე ვახტანგი,

წუხელ დემეტრე დაბადებულა.

საქართველოს ცა, ისეც მაღალი,

უფრორე მეტად ამაღლებულა,

დაბადებულა მთვარე-გიორგი,

თურმე ილია დაბადებულა!

წუხელის მტერი –

ერთპირად ჩვენი

მოსპობის მდომი – დადარდებულა;

დაბადებულა თურმე სულხანი,

გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.

დაბადებულა ბიჭი პაატა.

გათენებულა წუხელის თეთრად:

დაბადებულა სამასი გმირი,

ვით დაიხოცნენ,

ისევე ერთად!

 

 

წუხელის გოგოც დაბადებულა,

ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,

ისეთი გოგო დაბადებულა,

დაურქმევიათ თურმე თამარი. http://i073.radikal.ru/0907/c3/4aec811ecefb.gif

დაბადებულა წუხელის ნინო

და ქეთევანი დაბადებულა.

ის ბნელი ღამე თურმე უეცრად

ღვთიურის ნათლით განათლებულა.

ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი

ახდენილა და გამართლებულა:

დაბადებულა თურმე ნესტანი

და თინათინი დაბადებულა.

და გიხაროდენ!

ქართველთა შორის

ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა

და ერთიანი, ნანატრი დროის,

ქართლი ხელახლა დაბადებულა!

 

ესეც იყოს

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტანო ტატანო, გულწამტანო,

უცხოდ მარებო!

ზილფო, კავებო, მომკლავებო,

ვერსაკარებო,

წარბ-წამწამ-თვალნო- , მისათვალნო,

შემაზარებო,

ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,

სულთწამარებო,

პირო მთვარეო, მომიგონე

მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი,

შეგშვენის მწველად,

ყელსა ბროლისა, უტოლებსა,

გველი გყვა მცველად,

გეხსნეს ხალები, მაკრძალები,

ამარტის ველად,

ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,

მიქმოდენ ხელად,

მიწვევენ შენად შესამკობლად,

დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი

მოსარხეველნი,

ზარიფსა წელსა დაეკვირნეს

ქვეყანად მვლელნი,

ოდეს გნახვიდი, შევიმატნი

ათასნი წელნი.

აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,

უცხო ვარებო.

ბაგემდუმრიად გიალერსებ,

ბაგეო ვარდო!

თვალთა სურიან ხილვა შენი,

კეკელა მარდო!

გულსა სწყურიან დამაშვრალსა

რას შეგაფარდო?

თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,

სად გავიზარდო?

უშენოდ ხილვა არვისი მსურს,

შევიზარებო.

შენმა გონებამ მიმამსგავსა

მილეულს მთავრეს,

სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი

სიკვდილსა მწარეს.

მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,

მოვლეთ ჩემს არეს,

მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,

დამფალთ სამარეს!

ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,

დანაცარებო!

 

ბესარიონ გაბაშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Mozambik_Tv (ზომბი) _ "შიში"

 

საით მიფრინავენ ეს თვითმფრინავები,

როდესაც მე და შენ ვწევართ ამ საწოლში, როგორც ნიჟარაში

და შენ ამბობ, რომ სექსი არის შიში..

იქნებ ისინი გადამფრენი ფრინველებივით

ფრენენ შიშს

და მიილტვიან თბილი სუიციდური ეკვატორისკენ..

 

საით მიდიან ეს ადამიანები,

როცა მე და შენ ეს ესა მოვედით

და ვთქვით, რომ ყოველ საზღვართან

დგას მესაზღვრე და შიშია მისი სახელი..

იქნებ ისინი აშლილი მექანიზმივით

დადიან შიშს

ხოლო სახლში რჩებათ

ჩართული წყალი

ჩართული გაზი

მოუტყნავი ცოლი

წაუკითხავი წიგნი

შესაცვლელი ნათურა

ჩართული ტელევიზორი

და ეს სახლი კი არა შიშია, რომელსაც უნდა გაექცე

ეს ჩართული ტელევიზორები გამუდმებით შიშინებენ შიშს.

 

ორი წლის წინ,

როცა თინეიჯერი და ნარკომანი ვიყავი

ვცხოვრობდი ზღვისპირა შიშისფერ გეტოში

და ვხვდებოდი ქალაქში ულამაზეს გოგოს

ის იმდენად ლამაზი იყო და იმდენად მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობდა,

რომ მე მივხვდი, რომ

სიყვარული არის შიში,

როცა მან გადაიჭრა ვენები,

მერე კი გადარჩა და ცოლად გაყვა ადგილობრივ პროკურორს.

 

საით მიფრინავენ ეს თვითმფრინავები

როდესაც მე და შენ ვწევართ ამ საწოლში, როგორც ნიჟარაში

და შენ ამბობ:

ყოველთვის იტირე, როცა ჩადის მზე

იმიტომ რომ ეს არის შიში..

ყოველთვის ჩამეხუტე, როცა ზრდი დოზას,

იმიტომ რომ ეს არის შიში..

ყოველთვის დახუჭე თვალები, როცა გრძნობ ორგაზმს,

იმიტომ რომ ერთზე მეტი ადამიანი ოთახში არის შიში.

იქნებ ეს თვითმფრინავები

მსოფლიო სავაჭრო ცენტრისკენ მიფრინავენ?

ან იქნებ ისინი პირდაპირ ჩვენს სახურავზე დაეშვებიან?

 

Anyway

სამყაროს სახურავზე,

ჩაეხუტე ანტენებს, აგრძნობინე მათ სითბო და სევდა.

სამყაროს სახურავზე,

დამონტაჟე ბომბი და ჩართე წამზომი.

სამყაროს სახურავზე შიში იქნება მხოლოდ დეკორაცია.

Edited by radiobashka
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტიციან ტაბიძე

 

რია-რია

 

მივალ, მივდივარ და მივიმღერი,

 

თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,

 

ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი

 

ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება.

 

 

ათასი გული ერთად რომ მქონდეს,

 

ათას გულს ერთად ამოვიჭრიდი,

 

ოღონდ, ლამაზო, არ დამიღონდე,

 

მახსენე კაცად, როცა დაგჭირდე.

 

 

ათას სალამურს გააქვს გუგუნი,

 

ერთად ამღერდნენ გურიის მთები,

 

თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ,

 

არც სიკვდილისთვის დაგემდურები.

 

 

ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი

 

სინდისით აღარ მოეთხოვება,

 

დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი,

 

მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას.

 

 

აგვისტო, 1927 წ.

 

ქობულეთი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტუჯისა _ "ზემო ქვეშ"

 

ზემო. ქვეშ

 

დედა იცი?

კედლები სადაც გულისამრევ პლაკატებს ვაკრავდი ოდესღაც სულაც არ ყოფილან კედლები, - არამედ ინდიელები,

რომლებიც შამანურად ცეკვავენ ჩემს გარშემო და ერთხმად დამღერიან:

“ მეგობარო შენ ყველაზე მაგრად ხარ ახლა”

მე კი ვიღიმი და თავი კოცონი მგონია.

 

დედა შენი ჩეხური ჭაღი სულაც არ ყოფილა ჭაღი, - არამედ მფრინავი თეფში,

რომელიც უცნაურად მასხივებს და მარსზე გატაცებას მიპირებს.

მე კი ვირიმი და თავი საცდელი ვირთხა მგონია.

 

დედა შენი აქოთებული წვნიანი სულაც არ ყოფილა წვნიანი, არამედ ოქროს თევზებით სავსე ოკეანე, რომელიც ოცნებების სარულებას მპირდება.

მე კი ვიღიმი და თავი მოხუცი მეთევზე მგონია.

 

დედა საწოლი რომელზე წამოგორებულიც პატარა პრინცის ძმაკაცობაზე ვოცნებობდი, სულაც არ ყოფილა საწოლი, - არამედ კუბო,

რომელიც მიწისქვეშეთში მეპატიჟება.

მე კი ისევ ვიღიმი და თავი გვამი მგონია.

 

დედა ჩემი გონება სულაც არ ყოფილა გონება, - არამედ ზღაპრების ილუსტრირებული წიგნი, რომელსაც მიკითხავდი უხსოვარ დროს.

ალესილმა ნემსმა დაუშვა შიგ შესასვლელი საშვი და მე შევიცანი თავი,

ბავშვი ვარ ისევ.

 

დედა საერთოდ მოიტყნა შენი ნარკამანი შვილი,

მაგრამ ნუ იდარდებ ჩემზე.

დავყურებ ამ დახვრეტილ მოდუნებულ მკლავებს და ვხვდები, რომ არავინ ყოფილა ჩემთან ასე გულახდილი.

არავინ გამსაუბრებია ისე მარტივად, როგორც ლუ რიდი,

როცა მიყვებოდა მისი ჰეროინარევი სისხლის ხეტიალის ამბავს ტვინის დაშიფრულ ლაბირინთებში და მე ვუქნევდი თავს.

 

ჰეი ლუ,

მეც იესოს შვილი ვარ ჩათლახი ვიყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან მიყვარს ეს ლექსი :user:

 

წუხელის ბიჭი დაბადებულა,

გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,

ისეთი ბიჭი დაბადებულა,

დაურქმევიათ თურმე დავითი!

წუხელის ბიჭი დაბადებულა,

დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,

შენ – ორგულობავ, აბა გაბედე

და გული ჩვენი ისევე კორტნე.

წუხელის შოთაც დაბადებულა,

დაბადებულა თურმე დემეტრე,

განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის

რა სიხარული გამოიმეტე!

წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო

ყველა გმირმა და თავდადებულმა,

დაბადებულა თურმე ვახტანგი,

წუხელ დემეტრე დაბადებულა.

საქართველოს ცა, ისეც მაღალი,

უფრორე მეტად ამაღლებულა,

დაბადებულა მთვარე-გიორგი,

თურმე ილია დაბადებულა!

წუხელის მტერი –

ერთპირად ჩვენი

მოსპობის მდომი – დადარდებულა;

დაბადებულა თურმე სულხანი,

გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.

დაბადებულა ბიჭი პაატა.

გათენებულა წუხელის თეთრად:

დაბადებულა სამასი გმირი,

ვით დაიხოცნენ,

ისევე ერთად!

 

 

წუხელის გოგოც დაბადებულა,

ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,

ისეთი გოგო დაბადებულა,

დაურქმევიათ თურმე თამარი. http://i073.radikal.ru/0907/c3/4aec811ecefb.gif

დაბადებულა წუხელის ნინო

და ქეთევანი დაბადებულა.

ის ბნელი ღამე თურმე უეცრად

ღვთიურის ნათლით განათლებულა.

ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი

ახდენილა და გამართლებულა:

დაბადებულა თურმე ნესტანი

და თინათინი დაბადებულა.

და გიხაროდენ!

ქართველთა შორის

ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა

და ერთიანი, ნანატრი დროის,

ქართლი ხელახლა დაბადებულა!

 

ესეც იყოს

 

 

ააააააა შოთა ნიშნიანიძე, ძალიან მაგარიააა!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:love2: გიო ანდრონიკაშვილი

 

მე და შენ, - მოტივი ძველი და ნაცნობი.

სათქმელი რაც დარჩა, ვთქვათ, - წინ კვლავ გზებია.

პირველი აკორდი მოვპაროთ კლავიშებს, -

შენს გამო ჩემს სულში ძლიერი ძვრებია.

 

ძველი აივანი, ოდნავ მორყეული...

მერვე საფეხური ისევ თუ ჭრიალებს?

წავალ, შევაკეთებ, თუმცა არა, იყოს, -

მერე ხომ წარსულის დაკარგვას ვინანებ?!

ნაცნობი მოტივია, - ისევ უშენობა

და ბანალურობის ნიღაბს არ ავაკრავ

მარტის ამინდივით მინდა ხეტიალი,

მინდა ჩემს ცხოვრებას სახელი დავარქვა.

 

ვაბრუნებ აღებულ ვალებს და მივდივარ.

ათასერთი ღამე არ მეყო ზღაპრისთვის.

მე პოტენციური გიჟი ვარ და შენ კი,

ჩემს გვერდით რომ იყო, მზად არ ხარ ამისთვის.

 

 

მიხარია აქ ჩემი ლექსი რომ ვიპოვე.თან პირველივე ოისტი

მარა ერთი განმარტება, -გიო ანდრონიკაშვილი ჩემი ფსევდონიმი იყო სინამდვილეში მარი მქია :hello:

 

დანარჩენი ჩემები შეგიძლიათ იხილოთ აქ

http://urakparaki.ge/?m=7&WUID=2010

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმოდენა ჩრდილები აქვს საქართველოს მთებს

მარტო ჩრდილით შეაშინებს საქართველოს მტრებს :DDD

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...