Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ეს თემა მეტი ყურადღების ღირსია ალბთ ..

 

იქნებ შეგვიძლია რამენაირად გავაერთიანოთ ძალისხმევა დამოუკიდებელმა ადამიანებმა და საზოგადოებას რეალური ალტერნატივა შევთავაზოთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებია, რაც არ უნდა გაცვეთილად გეჩვენოთ ეს სიტყვა. ამისთვის კი ჯერ ნორმალური საარჩევნო გარემო უნდა შეიქმნას და ამაზე უნდა მიიმართოს მთელი ძალისხმევა. მესმის რომ ეს ძალიან ძნელია( თითქმის შეუძლებელი) ნაცების ხელში, მაგრამ აუცილებელი. სამთვიანმა საკნების და პერმანენტულმა აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო.

ეს ჩემი აზრით ერთადერთია რაშიც დასავლეთი მხარს დაგვიჭერს, ხოლო ეს აუცილებელი მაგრამ არასაკმარისი პირობაა. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებია, რაც არ უნდა გაცვეთილად გეჩვენოთ ეს სიტყვა. ამისთვის კი ჯერ ნორმალური საარჩევნო გარემო უნდა შეიქმნას და ამაზე უნდა მიიმართოს მთელი ძალისხმევა. მესმის რომ ეს ძალიან ძნელია( თითქმის შეუძლებელი) ნაცების ხელში, მაგრამ აუცილებელი. სამთვიანმა საკნების და პერმანენტულმა აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო.

ეს ჩემი აზრით ერთადერთია რაშიც დასავლეთი მხარს დაგვიჭერს, ხოლო ეს აუცილებელი მაგრამ არასაკმარისი პირობაა. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული.

დაუშვათ და იდეალურთან მიახლოებული საარჩევნო კანონმდებლობა და სისტემა შეიქმნა მაგრამ ექნება კი მას ეფექტი როცა სააკაშვილის რეჟიმს ადმინისტრაციული რესურსი აქვს რომლის მეშვეობითაც იმ რაოდენობა ხალხის მიყვანა შეუძლია არჩევნებზე რა რაოდენობაც ჭირდება, კარუსელებს იმდენჯერ დაატრიალებს რამდენჯერაც ჭირდება, რთულ რეგიონებში იმდენ ხმას აიღებს რამდენიც ჭირდება, სამხედრო ნაწილებს იმდენჯერ წაიყვანს წამოიყვანს და იქ მიაცემინებს ხმას რამდენჯერაც და სადაც დაჭირდება, ბოლო ბოლო იმ ციფრებს დახატავენ რა ციფრებიც ჭირდებათ ...

 

სააკაშვიი თუ არ გადადგა მგონი არჩევნებით ვერ მოუგებ მაგათ და ეგეც არ იყოს საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს იქნება კონსტიტუციის თანახმად და თუ მიშმაკა დარჩა ხელუსუფლებაში 2013 წლამდე საქართველომ შეიძლება ვერ მიაღწიოს როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ უბრალოდ ... ესეც გასათვალისწინებელია ...

 

რავიცი მე ვფიქრობ რაღაც პოლიტიკური ძალა უნდა შეიქმნას რომლიც არ მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ თამაშებში, არ გავა არანაირ ალიანსებში და არ გაითხვრება და მხოლოდ რეჟიმის შეცვლაზე და საერთო სახალხო დაუმორჩილებლობაზე იმუშავებს. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ უნდა შეიქმნას რადიკლალური ჯგუფი რომელიც ფორმალურად დამოუკიდებელი სუბიექტი იქნება და რომელიც ძალით უპასუხებს რეჯიმის მხრიდან გადადგმულ ნებისმიერ ძალისმიერ აქციას ... შიში თუ ექნებათ სამართლიანი შურისძიების მაშინ ის ძალოვნერბიც მეტი ჭკუით იმოქმედებენ მამენტ მაგრამ სანამ დაუსჯელობის სინდრომით არიან გაბრუებული სააკაშვილის ნებისმიერ ბინძურ დავალებას შეასრულებენ ...

 

იტოგში ძნელი საქმეა მაგრამ აუცილებელი რადგან ვინ მომცემს გარანტიას რომ შემოდგომაზე სპონტანურად არ დაიწყება დაუმორჩილებლობა და შეიარაღებული დაპირისპირება? ხალხს უკვე უჭირს პურის ყიდვა და ოქტომბერ ნოემბერში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა შესაძლოა იმდენად დამძიმდეს რომ ხალხმა სხვა მეთოდებს მიმართოს თავის გადასარჩენად და ეგ უკვე უმართავი პროცესი და სამოქალაქო ომია ...

 

რეჟიმი კი დარწმუნებული ჩანს რომ სიტუაციას აკონტროლებს მაგრამ რავიცი შეიძლება ვერც ვერაფერი ვერ გააკონტროლონ ისეთი დაიძაბოს ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაუშვათ და იდეალურთან მიახლოებული საარჩევნო კანონმდებლობა და სისტემა შეიქმნა მაგრამ ექნება კი მას ეფექტი როცა სააკაშვილის რეჟიმს ადმინისტრაციული რესურსი აქვს რომლის მეშვეობითაც იმ რაოდენობა ხალხის მიყვანა შეუძლია არჩევნებზე რა რაოდენობაც ჭირდება, კარუსელებს იმდენჯერ დაატრიალებს რამდენჯერაც ჭირდება, რთულ რეგიონებში იმდენ ხმას აიღებს რამდენიც ჭირდება, სამხედრო ნაწილებს იმდენჯერ წაიყვანს წამოიყვანს და იქ მიაცემინებს ხმას რამდენჯერაც და სადაც დაჭირდება, ბოლო ბოლო იმ ციფრებს დახატავენ რა ციფრებიც ჭირდებათ ...

საარჩევნო გარემოში ყველაფერი იგულისხმება. კარუსელების მოსპობა ელექრონული სისტემების შემორებიტ არის შესაძლებელი. რაც სეეხება მოსყიდვას და დაშინებას, ამის მოსპობა ძალიან რთულია. ადმინისტარაციული რესურსი კი უბრალოდ არ ეყოფა.

მაგრამ ყველაფერი ამის მიღწევაა ძალიან რთული. მაგრამ მე სხვა გზას ვერ ვხედავ. ეს თქვენი პოსტის დანარცენ ნაწილს ეხება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

როგორი ობიექტური არჩევნებიც არ უნდა ჩავატაროთ ამ ეტაბზე ის ხალხი არ ჩანს ვინც ქვეყანას უშველის. მთავრობა და ოპოზიცია ერთმანეთს ეჯიბრება ვინ უფრო უბედურია ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამოსავალი სწორ პოლიტიკაშია.

 

პარტია უნდა დაემსგავსოს პარტიას, მისი პროგრამიტ და სხვა ატრიბუტებით. "დოვნანა" პროგრამა ისტორიას უნდა ჩაბარდეს.

ამათ ყველას ეჩქარება, და თან ისე რომ ყოველთის აგვიანებენ.

 

შევთავაზე რამოდენიმე პატრიას რომ დავეხმარები პროგრამის დამუშავებაში და საარჩევნო კომპანიის, ან კიდევ ოპოზიციური ბრძოლის ალტერნატიული მეთოდების დამუშავებაში, მაგრამ .......

 

მე პირადათ არავითარი ამბიციები არ მაწხებს, უბრალოდ მინდა ის რომ საქართველოში "დოვნანა" პოლიტიკიდან გადავიდნენ ცივილიზირებულ და რაც მთავარია ეფექტიურ პოლიტიკაზე. აქ კი პროგრამასთან ერთად უნდა დამშავდეს რეკლამა, მარკეტინგი და პოლიტიკოსის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმაც.

 

სანამ ეს ამბე არ გადწყდება არაფერი არ შეიცვლება მარტო მიშას შეცვლა საქმეს არ უშველის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტო მიშას შეცვლა საქმეს არ უშველის.

უნდა ანახოს ოპოზიციამ,რომ ის უკეთესია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორი ობიექტური არჩევნებიც არ უნდა ჩავატაროთ ამ ეტაბზე ის ხალხი არ ჩანს ვინც ქვეყანას უშველის. მთავრობა და ოპოზიცია ერთმანეთს ეჯიბრება ვინ უფრო უბედურია

სწორედ ამას გულისხმობს ცნობილი გამოთქმა; ყველა ერი იმსახურებს იმ მთავრობას, რომელსაც ის ირჩევს( ოღონდ მართლა უნდა აირჩიოს). რასაც ვხედავთ ეგ არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. რაღაც ახალის და განსაკუთრებულის გამოჩენა არ გვეჭყანება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

წორედ ამას გულისხმობს ცნობილი გამოთქმა; ყველა ერი იმსახურებს იმ მთავრობას, რომელსაც ის ირჩევს( ოღონდ მართლა უნდა აირჩიოს). რასაც ვხედავთ ეგ არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. რაღაც ახალის და განსაკუთრებულის გამოჩენა არ გვეჭყანება.

ალბათ იმიტომ რომ საზოგადოება ვართ პასიური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ იმიტომ რომ საზოგადოება ვართ პასიური

 

მართალი ხარ. საქმეზე ლაპარაკი მარტო სუფრაზე გვიყვარს.

მაგრამ გამოსავალი არსებობს ალბათ.

 

ისეთი მთავრობა უნდა მოვიდეს რომელიც ხალხს მართლა საქმეს გააკეთებინებს. უსაქმური კაცი არ უნდა არსებობდეს. სამუშაო ადგილებს არ ვგულისხმობ. ყველამ რაღაც უნდა გააკეთოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეგიონალიზმი ეფექტური თვითმმართველობის სისტემით.

დღესდღეობით ეს არის ბალანსის და კონტროლის ეფექტური ბერკეტი იმისათვის, რომ მიშას და მისი მთავრობის კატეგორიის ემბეცილებმა ვერ შეძლონ ძალაუფლების უზურპაცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ოპო ამათ ვერ/არ შეარყევს, იმიტომ,რომ მათი ნაწილია,მაგათნაირად აზროვნებენ,იგივე ფასეულობები აქვთ.

პატარა იმედი ალასანიასი მაქვს, შეიძლება ვცდები,მაგრამ იქიდან გამომდინარე რაც ინფორმაცია მაქვს, ჯერ-ჯერობით იმედი მაქვს.

 

მაგრამ სანამ შსს არჩევნებს ატარებს არაფერი არ შეიცვლება, რევოლუცია(გადატრიალება) კი ნამდვილად არ მინდა,ამიტომ

გამოსავალი ახალი ოპო ძალის შექმნაა, ევროპული ტიპის,მაგრამ ცოტა "ჯიგრებით" გაზავებული, ასეთია ამ ქვეყნის რეალობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...