Jump to content
Planeta.Ge

კითხვები ფორუმელ იურისტებთან


Recommended Posts

  • Replies 38
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Saturn

ეს რა ჩინ მენდლები მიგიღია, ყარსის ციხე აიღე?

არა, ფორუმელი მიშისტების ინტენსიური რბევისათვის დავიმსახურე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

რა მაინტერესებს და

ნოტარიუსმა საბუთი თუ გააყალბა სისხლის სამართლით დასჯადია?

და ამაის გამო ზარალის ანაზღაურება თუ ეხება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Torola

ნოტარიუსმა საბუთი თუ გააყალბა სისხლის სამართლით დასჯადია?

საბუთის გაყალბება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, განურჩევლად მისი ჩამდენის სტატუსისა.

 

და ამაის გამო ზარალის ანაზღაურება თუ ეხება.

ეხება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

საბუთის გაყალბება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, განურჩევლად მისი ჩამდენის სტატუსისა.

გაიხარე მადლობა,

რა ვიცი, ნოტარიუსები თავს ყოველტვის იძვრენენო და მხოლოდ პროფესიული ეთიკის დარღვევა ეხებათო, მაგიტომ ვიკითხე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

 

ერთი თხოვნა მაქვს და მიპასუხე... :) ადვოკატის აყვანას ისედაც ვაპირებ,მაგრამ მანამდე იქნებ შენ მირჩიო რამე... დიდი ტექსტია,მაგრამ გთხოვ წაიკითხო,მაქვს სერიოზული პრობლემა.

 

 

2008 წლის თებერვალში დავიდგი ინტერნეტი,2 წლის ვადით. ვცხოვრობდი სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში.

 

იმავე წლის დეკემბერში მომიწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა,რადგან ის შენობა უნდა გაეყიდათ.

 

ახალ სახლში ინტერნეტი არის უფასო,რის გამოც გადავწყვიტე ''გამეუქმებინა'' ხელშეკრულება ინტერნეტ-ფირმასთან.

 

მივედი ფირმის ოფისში,სადაც მითხრეს,უნდა დამეწერა წერილი+მქონოდა საბუთი ბინის შეცვლის შესახებ ''რატუშადან''( ქალაქის თვითმმართველობის შენობა) და პრობლემა არ იქნებოდა ხელშეკრულების გაუქმებისა.

 

ეს საბუთები გავაგზავნე კიდეც...

 

 

ამის შემდეგ ვიღებდი ისევ ანგარიშებს(აუ,სულ გერმანული ტერმინები მომდის თავში),ანუ მთხოვდა ფირმა თანხის ყოველთვიურად გადარიცხვას.

 

რამდენჯერმე მივედი ფირმის ოფისში და მითხრეს,ამჯერად სჭირდებოდათ საბუთი,სადაც ეწერებოდა რომ ინტერნეტის გამოყენება ჩემს ახალ სახლში უფასო იყო...

 

ეს საბუთი,დანარჩენბთან ერთად გავაგზავნე ისევ...

 

მიუხედავად ამისა არ წყდებოდა საბანკო ანგარიშების მიღება,ისევ და ისევ ითხოვდა ინტერნეტ-ფირმა ფულის გადარიცხვას.

 

 

ისევ მივედი ოფისში,მეუბნებოდნენ არანაირი პრობლემა არ იყო,უბრალოდ დრო სჭირდებოდა ხელშეკრულების გაუქმებას... უკვე სახეზე მცნობდნენ,იმდენჯერ ვიყავი მისული...

 

მერე ისევ ახალი საბუთი მომთხოვეს,უნდა მიმეტანა საბუთი,სადაც იქნებოდა ნაჩვენები,რომ იმ სახლმა,სადაც ეხლა ვცხოვრობ, ბოლო 3 თვის ინტერნეტის ფული გადახდილი ჰქონდა... საერთო საცხოვრებლის მდივანმა ეს საბუთიც გამიკეთა.

 

 

ისევ გავაგზავნე ყველა საბუთი ერთად,რამდენიმე დღის შემდეგ ვიღებ წერილს,უნდა გადავიხადო 300€,მე დეკემბერში გავაკეთე განცხადება ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით და ფირმა ითხოვს დეკემბრიდან მოყოლებული,დღემდე ყველა თვის ფულის გადახდას.

 

 

1. მე ყველაფერი გავაკეთე,რაც მითხრეს. გავაგზავნე ყველა საბუთი,რაც მომთხოვეს.

 

2. არავის გავუფრთხილებივარ ოფისში რომ რაღაცა პრობლემა მექნებოდა.

 

3. მითხრეს შემეძლო ხელშეკრულების გაუქმება.

 

------------------------------------------------------------

 

ეხლა ვაპირებ ადვოკატის აყვანას,პრობლემა ფინანსებია,რადგან არ ვიცი,რაც მომთხოვს,მაგრამ იქნებ მითხრა,რა შანსები მაქვს,რადგან თუ პროცესი დაიწყო,მე იმ ფირმისგან მინდა მოვითხოვო იმ თანხების ანაზღაურება,რაც საბუთების გაკეთებასა და გაგზავნას მოვუნდი+ნერვები და დრო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

როგორც ვხვდები შენ უცხოეთში ხარ და ეს პრობლემაც მანდ შეგექმნა.

სამწუხაროდ ვერ გაგცემ კვალიფიციურ პასუხს, რადგან არ მაქვს კონკრეტული კონტრაქტი ნანახი და არც მაგ ქვეყნის შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ვიცნობ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

როგორც ვხვდები შენ უცხოეთში ხარ და ეს პრობლემაც მანდ შეგექმნა.

სამწუხაროდ ვერ გაგცემ კვალიფიციურ პასუხს, რადგან არ მაქვს კონკრეტული კონტრაქტი ნანახი და არც მაგ ქვეყნის შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ვიცნობ :(

 

 

კარგი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

კითხვა მაქვს: შეუძლია თუ არა დამქირავებლმა დაქირავებულთან გააფორმოს შრომითი ხელ-ბა ,სადაც სამუშაო საათების ოდენობა აღემატება 41 საათს კვირაში?

 

და თუ ესეთი მაინც გააფორმა, იქნება თუ არა ეს კანონდარღვევა და შეუძლია თუ არა დაქირავებულს მოითხოვოს კომპენსაცია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

 

მუხლი 14. სამუშაო დროის ხანგრძლივობა

1. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო

დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს.

სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო.

 

ახალი შრომის კოდექსის მიხედვით ეს შესაძლებელია, თუ მხარეები თანახმანი არიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს.

 

 

ეგ მუხლი კი ვიცი,მარაა....

 

მაშინ ამ 41 საათის მოხსენიებას რა აზრი აქვს?

რა გამოდის ,თუ ვინმე იდიოტი ვიპოვე და თანახმაა 50 ლარად 60 საათი იმუშაოს, ვუფორმებ კონტრაკტს?

აბა საზღვარგარეთ რა ტრეფიკინგს ვებრძვით?, მეტს რას უშვებიან იქ ხალხს? (ეს ისე რიტორიკულად) :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

რა გამოდის ,თუ ვინმე იდიოტი ვიპოვე და თანახმაა 50 ლარად 60 საათი იმუშაოს, ვუფორმებ კონტრაკტს?

აბა საზღვარგარეთ რა ტრეფიკინგს ვებრძვით?, მეტს რას უშვებიან იქ ხალხს? (ეს ისე რიტორიკულად)

 

ეგრე კი არ გამოდის, ეგრეა :)

 

აბა როგორ გინდათ, ინვესტორებს ხელსაყრელ გარემოს ვის ხრჯზე უქმნიან შენი აზრით? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...