lasha_alo Posted July 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2009 აქ დავუსვათ კითხვა ჩვენ თანაპლანეტელ იურისტებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted July 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2009 გისმენთ ............................. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 moder-ombudsmanეს რა ჩინ მენდლები მიგიღია, ყარსის ციხე აიღე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაციხვიტია Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 Saturn :sicili: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 Saturn ეს რა ჩინ მენდლები მიგიღია, ყარსის ციხე აიღე?არა, ფორუმელი მიშისტების ინტენსიური რბევისათვის დავიმსახურე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Torola Posted August 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 choxa რა მაინტერესებს დანოტარიუსმა საბუთი თუ გააყალბა სისხლის სამართლით დასჯადია?და ამაის გამო ზარალის ანაზღაურება თუ ეხება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted August 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 Torola ნოტარიუსმა საბუთი თუ გააყალბა სისხლის სამართლით დასჯადია?საბუთის გაყალბება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, განურჩევლად მისი ჩამდენის სტატუსისა. და ამაის გამო ზარალის ანაზღაურება თუ ეხება.ეხება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Torola Posted August 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 choxa საბუთის გაყალბება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, განურჩევლად მისი ჩამდენის სტატუსისა.გაიხარე მადლობა,რა ვიცი, ნოტარიუსები თავს ყოველტვის იძვრენენო და მხოლოდ პროფესიული ეთიკის დარღვევა ეხებათო, მაგიტომ ვიკითხე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 choxa ერთი თხოვნა მაქვს და მიპასუხე... ადვოკატის აყვანას ისედაც ვაპირებ,მაგრამ მანამდე იქნებ შენ მირჩიო რამე... დიდი ტექსტია,მაგრამ გთხოვ წაიკითხო,მაქვს სერიოზული პრობლემა. 2008 წლის თებერვალში დავიდგი ინტერნეტი,2 წლის ვადით. ვცხოვრობდი სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. იმავე წლის დეკემბერში მომიწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა,რადგან ის შენობა უნდა გაეყიდათ. ახალ სახლში ინტერნეტი არის უფასო,რის გამოც გადავწყვიტე ''გამეუქმებინა'' ხელშეკრულება ინტერნეტ-ფირმასთან. მივედი ფირმის ოფისში,სადაც მითხრეს,უნდა დამეწერა წერილი+მქონოდა საბუთი ბინის შეცვლის შესახებ ''რატუშადან''( ქალაქის თვითმმართველობის შენობა) და პრობლემა არ იქნებოდა ხელშეკრულების გაუქმებისა. ეს საბუთები გავაგზავნე კიდეც... ამის შემდეგ ვიღებდი ისევ ანგარიშებს(აუ,სულ გერმანული ტერმინები მომდის თავში),ანუ მთხოვდა ფირმა თანხის ყოველთვიურად გადარიცხვას. რამდენჯერმე მივედი ფირმის ოფისში და მითხრეს,ამჯერად სჭირდებოდათ საბუთი,სადაც ეწერებოდა რომ ინტერნეტის გამოყენება ჩემს ახალ სახლში უფასო იყო... ეს საბუთი,დანარჩენბთან ერთად გავაგზავნე ისევ... მიუხედავად ამისა არ წყდებოდა საბანკო ანგარიშების მიღება,ისევ და ისევ ითხოვდა ინტერნეტ-ფირმა ფულის გადარიცხვას. ისევ მივედი ოფისში,მეუბნებოდნენ არანაირი პრობლემა არ იყო,უბრალოდ დრო სჭირდებოდა ხელშეკრულების გაუქმებას... უკვე სახეზე მცნობდნენ,იმდენჯერ ვიყავი მისული... მერე ისევ ახალი საბუთი მომთხოვეს,უნდა მიმეტანა საბუთი,სადაც იქნებოდა ნაჩვენები,რომ იმ სახლმა,სადაც ეხლა ვცხოვრობ, ბოლო 3 თვის ინტერნეტის ფული გადახდილი ჰქონდა... საერთო საცხოვრებლის მდივანმა ეს საბუთიც გამიკეთა. ისევ გავაგზავნე ყველა საბუთი ერთად,რამდენიმე დღის შემდეგ ვიღებ წერილს,უნდა გადავიხადო 300€,მე დეკემბერში გავაკეთე განცხადება ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით და ფირმა ითხოვს დეკემბრიდან მოყოლებული,დღემდე ყველა თვის ფულის გადახდას. 1. მე ყველაფერი გავაკეთე,რაც მითხრეს. გავაგზავნე ყველა საბუთი,რაც მომთხოვეს. 2. არავის გავუფრთხილებივარ ოფისში რომ რაღაცა პრობლემა მექნებოდა. 3. მითხრეს შემეძლო ხელშეკრულების გაუქმება. ------------------------------------------------------------ ეხლა ვაპირებ ადვოკატის აყვანას,პრობლემა ფინანსებია,რადგან არ ვიცი,რაც მომთხოვს,მაგრამ იქნებ მითხრა,რა შანსები მაქვს,რადგან თუ პროცესი დაიწყო,მე იმ ფირმისგან მინდა მოვითხოვო იმ თანხების ანაზღაურება,რაც საბუთების გაკეთებასა და გაგზავნას მოვუნდი+ნერვები და დრო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted August 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 Sakartwelo როგორც ვხვდები შენ უცხოეთში ხარ და ეს პრობლემაც მანდ შეგექმნა.სამწუხაროდ ვერ გაგცემ კვალიფიციურ პასუხს, რადგან არ მაქვს კონკრეტული კონტრაქტი ნანახი და არც მაგ ქვეყნის შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ვიცნობ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 Sakartwelo როგორც ვხვდები შენ უცხოეთში ხარ და ეს პრობლემაც მანდ შეგექმნა.სამწუხაროდ ვერ გაგცემ კვალიფიციურ პასუხს, რადგან არ მაქვს კონკრეტული კონტრაქტი ნანახი და არც მაგ ქვეყნის შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ვიცნობ კარგი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 კითხვა მაქვს: შეუძლია თუ არა დამქირავებლმა დაქირავებულთან გააფორმოს შრომითი ხელ-ბა ,სადაც სამუშაო საათების ოდენობა აღემატება 41 საათს კვირაში? და თუ ესეთი მაინც გააფორმა, იქნება თუ არა ეს კანონდარღვევა და შეუძლია თუ არა დაქირავებულს მოითხოვოს კომპენსაცია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted September 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2009 prologic მუხლი 14. სამუშაო დროის ხანგრძლივობა1. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაოდროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს.სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო. ახალი შრომის კოდექსის მიხედვით ეს შესაძლებელია, თუ მხარეები თანახმანი არიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted September 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 25, 2009 choxa არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს. ეგ მუხლი კი ვიცი,მარაა.... მაშინ ამ 41 საათის მოხსენიებას რა აზრი აქვს? რა გამოდის ,თუ ვინმე იდიოტი ვიპოვე და თანახმაა 50 ლარად 60 საათი იმუშაოს, ვუფორმებ კონტრაკტს?აბა საზღვარგარეთ რა ტრეფიკინგს ვებრძვით?, მეტს რას უშვებიან იქ ხალხს? (ეს ისე რიტორიკულად) :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted September 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 25, 2009 prologic რა გამოდის ,თუ ვინმე იდიოტი ვიპოვე და თანახმაა 50 ლარად 60 საათი იმუშაოს, ვუფორმებ კონტრაკტს?აბა საზღვარგარეთ რა ტრეფიკინგს ვებრძვით?, მეტს რას უშვებიან იქ ხალხს? (ეს ისე რიტორიკულად) ეგრე კი არ გამოდის, ეგრეა აბა როგორ გინდათ, ინვესტორებს ხელსაყრელ გარემოს ვის ხრჯზე უქმნიან შენი აზრით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.