Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.274

[*]ძველი სემიტების (ქანაანურ, ფინიკიურ, აქადურ და შუმერულ) მითოლოგიაში არსებობდნენ ბნელი ღვთაებები, სექსის და მაგიის ალისფერი ღვთაებები, რომლებსაც უყვარდათ ადამიანის სისხლი, ორგაზმი და ერქვათ - "ლილუ" იგივე "ლილიმ". აქედან მოდის დემონესა ლილიტის სახელიც. "ლილ" ნიშნავს ჰაერს, ხოლო "ლაილ" იგივე "ლეილ" ნიშნავს - ღამეს ან ღამის დეიმონს. ბევრს დღემდე ეგონა, რომ მხოლოდ ქალი "ლილუ" არსებობდნენ, მაგრამ ბოლო ხანებში გაირკვა, რომ ძველ სემიტურ თქმულებებში არსებობდნენ მამაკაცი "ლილუებიც". "ლილუ" შეიძლება იყოს მამრობითიც. ეს "ლილუ" ძლიერ ჰგვანან ინდუისტურ ბნელ ღმერთებს, რომლებიც კალის ლეგიონში (ბჰუტა-განა) შედიან და ეწოდებათ - "დაკა" (მამრობითის სქესის) და "დაკინი" (მდედრობითი). დაკა და დაკინი არიან ვნებიანი სულები და სვამენ ცხოველთა და ადამიანთა სისხლს. მათ ოდნავ ჰგვანან სუკუბები და ინკუბები, მაგრამ ეს მაინც არაა ერთი და იგივე. "ლილუ" იგივე "დაკა" და "დაკინი" პრაქტიკულად არიან ვამპირები ანუ "მათუშაილები". ასეთია ფაქტები. არის დევა-განა - ღმერთების ლეგიონი და არის ბჰუტა-განა - ბნელი დაიმონების და ელემენტალების ლეგიონი. "განა" სანსკრიტულად ნიშნავს ლეგიონს ან ჯგუფს. ერთი რამ ცხადია; ვამპირები (დაკინი) და სუკუბები ნათესავები არიან. ბევრ შიზოტერიკს ეს არ ესმის.

[*]ტანტრა პირდაპირ გვეუბნება, რომ ფიზიკური სამყარო არის ილუზია. ჩვენ არასწორად ვუყურებთ სამყაროს. სამყარო ესაა შაკტი (ენერგია). ის რაც ჩვენ გვგონია ფიზიკური ობიექტების ერთობლიობა, სინამდვილეში ესაა ენერგიების ინტეგრალი. ტანტრა გვეუბნება რომ არ არსებობენ მშობლები და შვილები. მას ბევრი ვერ ხვდება მიჯაჭვულობის გამო. ილუზიაზე არიან მიჯაჭვულნი. ადამიანის ვიჯნანა (ცნობიერება) განიცდის რეინკარნაციას (სანსარა) და გადადის ერთი სხეულიდან მეორეში, უსაწყისოდ და უსასრულოდ. ასე, რომ "ტრადიციული ოჯახის" მატერიალისტური კონცეფცია სრული აბსურდია. რა აზრი აქვს კარმულ მიჯაჭვულობას, თუ მოკვდები და შემდეგ ცხოვრებაში საკუთარი შვილის შვილი ან ცოლი გახდები? ან საერთოდაც შეიძლება ძაღლად ან მცენარედ მოევლინო ქვეყნიერებას. რაღა აზრია უმეცრებაში? გამიგია ასეთი რეპლიკა: "ჩემ ქალიშვილს არ გაეკარო!", რას ნიშნავს "ჩემს"? უმეცარი ფიქრობს მხოლოდ ასე. ჩვენი შვილები არ არიან შვილები და მშობლები არ არიან მშობლები. ეს ყველაფერი მხოლოდ კარმაა და სხვა არაფერი. ჩვენ ყველანი შივას და შაკტის შვილები ვართ. ყველა არსება შივას და შაკტის ემანაცია და მანიფესტაციაა. კარმული მშობლები არაფერი არაა. რეალური მამა ესაა შივა, ხოლო დედა - შაკტი. ასე რომ აწიეთ თავი მაღლა, დადექით ორ ფეხზე და დაინახეთ ზეციური მამა და ზეციური დედა. შეიგნეთ რომ მატერია ილუზორულია, ხოლო სული რეალური. შეიგნეთ, თქვენ არ ხართ ადამიანები! თქვენ ენერგიები ხართ! შივას ენერგიები!... სანსარას დოგმა საფუძველშივე ამსხვრევს "ტრადიციული ოჯახის" მატერიალისტურ იდეას. ეს ასეცაა საჭირო. და საერთოდ, ყველა და ყველაფერი არის შუნია-ატმანი - სიცარიელე სულიერი, უპიროვნო. უნდა გაიგოთ, რომ პიროვნული ეგო მირაჟია. ჩვენი ჭეშმარიტი სული უ პ ი რ ო ვ ნ ო ა!...

[*]ატიშა - ინდოელი ტანტრიკი ბუდისტი იოგინი. ცხოვრობდა ახ.წ. 982-1054 წლებში. დაიბადა ბენგალიაში. ტიბეტში დაარსა ფილოსოფიური სკოლა "კადამ". ატიშა ასწავლიდა, რომ არსებობენ სამი ტიპის ადამიანები: 1) უმაღლესი ადამიანები - რომლებიც მიილტვიან გასხივოსნებისკენ, რათა დაეხმარონ სხვა ცოცხალ არსებებს, 2) საშუალო ადამიანები - რომლებიც მიილტვიან ეგოისტური ნირვანასკენ ანუ სურთ გასხივოსნება მხოლოდ საკუთარი თავისთვის და სხვებზე არ ფიქრობენ... და 3) უმდაბლესი ადამიანები - რომლებიც ჰგვანან ცხოველებს, არიან მატერიის მონები და მიჯაჭვულნი არიან სანსარაზე. ეძებენ ბედნიერებას სანსარაში და უარყოფენ დჰარმას. ატიშას ამ მოძღვრებას ეწოდება - "ლამრიმ".

[*]აბრაამული რელიგიების მიმდევრებს და სხვა დუალისტებს საფუძველშივე არასწორად ესმით კოსმოგონიური პროცესების რაობა. ჯერ ერთი აბრაამული თეიზმი დაფუძნებულია პროტო-სემიტურ პოლითეიზმზე, კერძოდ კი სემიტური ღვთაება შალიმუს იგივე იამმუს კულტზე. შალიმუ იგივე იამმუ ესაა ძველი სემიტების უზენაესი დემიურგის, ქაოსიდან შობილი - ელ-იონის უმცროსი ძე. "შემოქმედების" აბრაამული და მაზდეანური დოგმატები აბსოლუტურად მცდარია, რადგანაც დაფუძნებულია დვაიტაზე (დუალიზმზე). ადვაიტას რელიგიურ ფილოსოფიაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ნეოპლატონიზმი, ქაშმირული შივაიზმი და გნოსტიციზმი ეფუძნებიან ადვაიტას და მათში "შემოქმედება" ანუ "კრეაცია" ჩანაცვლებულია "ემანაციის" და "რადიაციის" დოქტრინებით. ადვაიტაში ასევე არის პარინამა-ვადა (გარდასახვის დოქტრინა) და მაია-ვადა (ილუზიის დოქტრინა). დუალისტური მონოთეიზმის პრობლემა ისაა, რომ მასში მატერიალური ბუნება განიხილება როგორც რეალურად არსებული, ისევე როგორც პერსონალური "ღმერთი" (იშვარა). ნეოპლატონიზმი ამბობს ამას: თავდაპირველი ერთიანი სულიდან ემანაციურად (გამოდინებით) და რადიაციურად (გამოსხივებით) იშვა მსოფლიო გონი (ნუსი), მსოფლიო გონიდან იშვა ოდნავ უფრო არასუფთა და დამძიმებული - მსოფლიო საფშვინველი (ანიმა მუნდი), მსოფლიო საფშვინველიდან იშვა მატერიალური კოსმოსი. გნოსტიციზმი ამბობს ასე: თავდაპირველმა სულმა წარმოშვა ეონები, სულიერმა ეონებმა შეადგინეს სულიერი სისავსის სამყარო (პლერომა) სადაც არის ნათელი (ლუმენ). ნათლიდან იშვა კერასმოსი - ნათლისა და ბნელის ნარევი, სადაც გამეფდა ეონი ახამოტი, პლერომას 33-ე ეონის პისტის-სოფიას ასული (ემანაცია). ახამოტმა შვა ქაოსი და სკოტოსი და ანტი-ეონი იალდაბაოთი, მან კი 6 ბოროტი ეონი. მათ შვეს ფიზიკური კოსმოსი და ბნელეთი (კენომა და კალიგო ექსტერნა). ესაა უკვე მესამე სამყარო. ქაშმირულ შივაიზმში არის ასე: პარამაშივამ (უზენაესმა ცნობიერებამ) და პარამაშაკტიმ (უმაღლესმა ენერგიამ) ემანაციურად და რადიაციურად შვეს შივა-ტატვა და შაკტი-ტატვა, შემდეგ იშვა სადაშივა-ტატვა, სადაშივადან იშვარა-ტატვა, იშვარადან შუდჰა-ვიდია-ტატვა (სუფთა ცოდნა სულიერი). ესენია სულიერი რეალობა (შუდჰა-ტატვები). შუდჰა-ვიდიამ შვა მაია-ტატვა (შუდჰა-აშუდჰა-ტატვებიდან პირველი), მაიადან იშვა კაალა, კაალადან იშვა ნიიატი-ტატვა, ნიიატიდან იშვა კალაა-ტატვა, კალაამ შვა ვიდია-ტატვა, ვიდიამ შვა რაგა-ტატვა, რაგამ შვა პურუშა-ტატვა (პიროვნული მსოფლიო საფშვინველი). ესენია დაბალი კაუზალური სამყარო და ასტრალური რეალობა (შუდჰა-აშუდჰა-ტატვები). პურუშამ შვა პრაკრიტი-ტატვა (ქაოსის პირველმატერია), პრაკრიტიმ შვა ბუდჰი (ინტელექტი), ბუდჰიმ - ახამკარა (პიროვნული ეგო), ახამკარამ გამოასხივა მანასი (გონება), მანასმა გამოასხივა ჯანენდრიები (შემეცნების ორგანოები), შემდეგ გაცნდნენ კარმენდრიები (მოქმედების ორგანოები), შემდეგ გაჩნდა 5 ტანმატრა ანუ პირველსტიქიები, რომლებმაც წარმოშვეს ხუთი ფიზიკური ელემენტი: 1) აკაშა - სივრცე, 2) ჰაერი 3) ცეცხლი 4) წყალი და ბოლოს იშვა 5) მიწა (პრიტჰვი).

ყველა და ყველაფერი წარმოიშვა ემანაციურად (გამოდინებით) და რადიაციურად (გამოსხივებით) და არა ისე როგორც მონოთეისტებს ჰგონიათ. დემიურგის აბრაამული და ზოროასტრიული იდეა აბსურდია.

[*]ინდუისტურ ადვაიტა ვედანტასა და ბუდისტურ სკოლებს შორის დავა საუკუნეებია გრძელდება, მაგრამ მოდით ჯერ გავიაზროთ: ინდუიზმიც, ჯაინიზმიც და ბუდიზმიც ამტკიცებენ, რომ მათი რელიგია უსაწყისოა და მუდამ არსებობდა, დაახლოებით იგივეს ამტკიცებენ აბრაამული რელიგიებიც და ჩინური რელიგიებიც. თუმცა აბრაამიზმს და ჯაინიზმს, ასევე ჩინურ ტრადიციას მე არ შევეხები, რადგან უინტერესოა. ყურადღება გავამახვილოთ ინდუიზმზე და ბუდიზმზე: ისტორიული გაგებით ვედური ტრადიცია უფრო ძველია, ვიდრე ბუდიზმი. ამასთან, ბუდისტებმა დაიწყეს ინდუისტური ლეგენდების დამახინჯება. ინდუიზმში არის სამი ფუნდამენტური დოქტრინა: 1. ტრიმურტი [ბრაჰმა-ვიშნუ-შივა] - რომელიც განასახიერებს ყოფიერების სამ მოდუსს: 1. ემანაციას, 2. არსებობას და 3. სიკვდილს, ასევე 2. ტრიდევი - ტრიმურტის ქალური ვერსია და 3. ატმან-ბრაჰმანი - მარადიული უპიროვნო ზესული, უპიროვნო ღმერთი, აბსოლუტური ცნობიერება-ენერგია, უმაღლესი მე.

ბუდისტებმა დაამახინჯეს ინდუისტური დოგმატები. თჰერავადას ანუ ჰინაიანას ბუდიზმში ეს სამი დოქტრინა საერთოდ უარყოფილია. მაჰაიანას ორ სკოლაში: 1. შუნიავადაში და 2. ვიჯნანავადაში, ნაწილობრივ აღიარებულია ატმან-ბრაჰმანი, მაგრამ დამახინჯებულად. მაჰაიანელებს ჯიუტად არ სურთ იმის აღიარება, რომ მათი შუნია [ტონგპანი] და ალაია-ვიჯნანა [კიუნ ჯი] არის იგივე რაც ატმან-ბრაჰმანი. ვაჯრაიანას ბუდიზმი ესაა შივაიტური და შაკტისტური ტანტრიზმის დამახინჯებული ფორმა. ვაჯრაიანა უფრო ახლოსაა ადვაიტა ვედანტასთან და კლასიკურ ტანტრასთან, მაგრამ ტრიმურტის და ტრიდევის მაინც არ აღიარებს. აქ უკვე არის სვამბჰავიკა-კაი - ადი-ბუდას თვითმყოფი ანუ თვითარსი სხეული და დჰარმა-დჰატუ - აბსოლუტური სუბსტანცია, ბუდას ჭეშმარიტი ბუნება, ესაა უნივერსუმის ჭეშმარიტი არსი და უსასრულო დჰარმების ინტეგრალი. ძოგჩენში აბსოლუტს ეწოდება - რიგპა, რაც სანსკრიტზე ითქმის როგორც - ვიდია ანუ ცოდნა. ესაა სუფთა ცოდნა, სუფთა არსი, სუფთა ბუნება და სუფთა ენერგია. მიუხედავად ამისა ბუდისტებს მაინც არ სურთ ტრიმურტის და ტრიდევის აღიარება და აღიარება იმისა, რომ ინდუისტური ატმან-ბრაჰმანი და ბუდისტური შუნია იგივე რიგპა, ერთი და იგივეა. სიცარიელე ანუ შუნია არის ინდუიზმში, მაგალითად ტეჯაბინდუ უპანიშადაში და დევიკალოტარა აგამაში. ბუდისტურ მაჰაპარინირვანა-სუტრაში ცალყბად აღიარებულია ატმან-ბრაჰმანი. ბუდისტურ ტანტრაში ყველა ბუდა, ბოდჰისატვა, არჰატი, იიდამი, დაკინი, დჰარმაპალა და დევა ითვლება ადი-ბუდას ემანაციად. არის სამი ადი-ბუდა: 1. სამანტაბჰადრა 2. ვაჯრადჰარა და 3. დჰარმატა. არის ასევე 5 დჰიანა-ბუდა, რომელთაგან ცენტრალურია - მაჰავაიროჩანა. სხვა ოთხი დჰიანა-ბუდაა: აკშობჰია, რატნასამბჰავა, ამიტაბჰა და ამოგჰასიდჰი. აღსანიშნავია, რომ მაჰაიანა გაჩნდა ახ.წ. 300-იან წლებში ანუ მეოთხე საუკუნეში, ვაჯრაიანა და ძოგჩენი კი უფრო გვიან. არადა ბუდისტები ამტკიცებენ, რომ ეს ოთხი სკოლა არსებობდა თავიდანვე. საბოლოო ჯამში შექმნილია რთული ვითარება, გაუგებრობა. ბუდიზმი ამტკიცებს რომ ყველა არსებაში არის ე.წ. "ტატჰაგატა-გარბჰა" ანუ ბუდას ბუნება, მაგრამ განა ეს იმპერსონალური ატმანი არაა?

ცხადია ერთი რამ: თვით ბუდა შაკიამუნი არის დამნაშავე რთული ვითარების შექმნაში, ისევე როგორც მის შემდეგ მცხოვრები ბერები, რომლებმაც კიდევ უფრო დაამახინჯეს ბუდა შაკიამუნის ისედაც დამახინჯებული დჰარმა. ბუდამ იქადაგა ჰინაიანა, მაჰაიანა და ვაჯრაიანა, მაგრამ ისე იქადაგა, რომ ყველა დააბნია. შაკიამუნიმ დააბნია ხალხი იმიტომ, რომ ან საერთოდ არ იძლეოდა პასუხს ზოგიერთ კითხვებზე ან იძლეოდა დამაბნეველ და რთულ პასუხებს. ცხადია ერთი: შაკიამუნი მალავდა უფრო მეტს, ვიდრე ამხელდა. უნდა გავიხსენოთ ასევე ისიც, რომ ინდუისტური ტანტრას მიხედვით, თვით ვიშნუც და შივაც კი მიმართავენ ხანდახან ეშმაკობას და ხრიკებს, რათა ზოგიერთი ადამიანები ჭეშმარიტ ტანტრა-დჰარმას დააშორონ. ეს იმიტომ ხდება, რომ პაშუები არ გაეკარონ კაულა დჰარმას. სასაცილოა ისიც, რომ ბუდიზმში ტრიმურტის ღმერთები ითვლებიან ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარას ავატარებად, ხოლო ავალოკიტეშვარა ძლიერ წააგავს ვიშნუ-ნარაიანას.

[*]ჯაინიზმის მიხედვით სამყარო უსაწყისოა და უსასრულო. ყოფიერება იყოფა ციკლებად და ნახევარციკლებად. ამჟამინდელ ნახევარციკლში უკვე იყო 24 ტირტჰანკარა ანუ გასხივოსნებული ნეტარი სული, რომელთაგან ბოლო იყო ვარდჰამანა მაჰავირა მცხოვრები ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში. ამ ნეტარი სულების სახელებია: 1) რიშაბჰადევა 2) აჯიტანატჰა 3) სამბჰავანატჰა 4) აბჰინანდანა 5) სუმატინატჰა 6) პადმაპრაბჰა 7) სუპარშვანატჰა 8) ჩანდრაპრაბჰუ 9) პუშპადანტა 10) შიტალანატჰა 11) შრეიამსანატჰა 12) ვასუპუჯია 13) ვილამნატჰა 14) ანანტნატჰა 15) დჰარმანატჰა 16) შანტინატჰა 17) კუნტჰუნატჰა 18) არანატჰა 19) მალინატჰა 20) მუნისუვრატა 21) ნამინატჰა 22) ნემინატჰა 23) პარშვა და 24) მაჰავირა. შვეტამბარების მიხედვით მალინატჰა იყო ქალი, ხოლო დიგამბარები ამტკიცებენ რომ მალინატჰა იყო კაცი, რადგან მათი აზრით მხოლოდ კაცს შეუძლია გახდეს ჯინა და ტირტჰანკარა. ჯაინიზმის გახლეჩა დიგამბარებად და შვეტამბარებად მოხდა ახ.წ. 80 წელს.

[*]ძვ.წ. 550 წელს ზოროასტრმა შექმნა მონოთეისტური რელიგია - ზოროასტრიზმი ე.ი. მაზდეანობა. მაზდეანობა არის ინდუიზმის და ბუდიზმის საპირისპირო იდეოლოგია. მაზდეანობა აბსოლუტურად უპირისპირდება და ეწინააღმდეგება ინდურ დჰარმულ რელიგიებს და მასში არაა პარაბრაჰმანის ადვაიტური კონცეფცია. მაზდეანობაში ნირგუნა ბრაჰმანი - უპიროვნო ღვთაება ატრიბუტების გარეშე, არ არსებობს. ინდუისტური დევები გამოცხადდნენ ბოროტ სულებად, ხოლო მათი მტრები - "ასურები" ე.ი. "აჰურები", გამოცხადდნენ კეთილ სულებად, რომელთა ლიდერიცაა - ასურა-მაზდა. ძვ.წ. 550 წლამდე ირანში დომინირებდა ინდუისტური სიდჰანტა ანუ მოგვების რელიგია, რომლის ქურუმებიც ეთაყვანებოდნენ დევებს, რომელთაგან მთავარი იყო - არიმანი. ანხრა-მაი-ნი ანუ აჰრიმანი ითვლებოდა ღვთაებად, ხოლო მისი ძმა - ასურა-მაზდა, მიჩნეული იყო ბოროტ სულად, ისევე როგორც მისი მსახურები. ზარატუსტრას რეფორმის შემდეგ ყველაფერი უკუღმა გადაბრუნდა და აიკრძალა მაგია. ყველაფერი უკუღმა დადგა და აჰრიმანი გამოცხადდა ბოროტ სულად. მაზდეანმა ქურუმებმა სათავე დაუდეს იუდაიზმს, ხოლო იუდაისტებმა გადააკეთეს ქანაანური, შუმერულ-აქადური და ფინიკიური რელიგიები და შექმნეს აბრაამული მონოთეიზმი. ეს გააკეთეს ეზდრამ და ნეემიამ. სხვათაშორის, აბრაამის რეალურობა მეცნიერულად არ დასტურდება. ერთადერთი წყარო, რომელიც გვამცნობს "ბიბლიურ პატრიარქებზე" ესაა ბიბლია, ხოლო ბიბლია სანდო არაა, რადგან ის დაფუძნებულია იუდაისტურ დოგმატებზე, რომელთა შემოქმედებმა დაამახინჯეს სემიტური პოლითეიზმი და სალიმის იგივე იამმუს გარდა ყველა სხვა ელოჰიმი უარჰყვეს. ეს იყო მაზდეანური ზეგავლენა. უეჭველად ეზდრა და ნეემია კავშირში იყვნენ ზარატუსტრასთან. ხუმრობა ხომ არაა? ზოროასტრმა ასურა ანუ ბოროტი სული შერაცხა "ერთადერთ ჭეშმარიტ შემოქმედ ღმერთად" და უარჰყო მაგიზმი და ადვაიტა-სიდჰანტა!

[*]"ნაგები" ანუ გველეშაპი ღმერთები არიან ზე-ინტელექტუალური არსებები. ნაგები არიან ბრძენი და განსწავლული არსებები. ნაგებთან ჰქონდათ კონტაქტი ბუდა შაკიამუნის და მაჰასიდჰ ნაგარჯუნას, რომლებსაც გველებთან ერთად გამოსახავენ. ლამიები ელინიზმში იგივეა რაც ნაგები ინდუიზმში და ბუდიზმში. ნაგები ცხოვრობენ სამყაროში, რომელსაც ეწოდება ნაგა-ლოკა. ნაგებმა იციან ფიზიკა, მაგია და ალქიმია. ისინი შესანიშნავად ფლობენ ყველა მეცნიერებას და ფილოსოფიას. ბუდისტურ სუტრებში აღწერილია ნაგების და ბუდების საუბრები. ინდუისტურ ტექსტებში საუბარია ნაგებისა და დევების ურთიერთობებზე. გველი ესაა შივას სიმბოლო. ოფიტების გნოსტიკურ ქრისტიანობაში გველი ესაა ღვთაება ახამოტი ან თავად სულიწმინდა. ბარბელიოტებში გველი იყო უზენაესი ქალღმერთი ბარბელოსის სიმბოლო. ნაგებს გააჩნიათ სიდჰები ანუ მაგიური ძალები, რასაც არაბულად ჰქვია "სიჰრომ", ხოლო გერმანულ მითოლოგიაში "სეიდ". ნაგების ინტელექტის დონე ათასჯერ აღემატება ადამიანისას. ნაგებს შეუძლიათ ადამიანებზე გავლენის მოხდენა. ასე გვეუბნება დჰარმა.

[*]ასმოდეუსი (იგივე აშმა-დევა) არაა "ბოროტი სული". ასმოდეუსის დემონიზაცია მოხდა ჯერ კიდევ ძველ ირანში, როცა ძვ.წ. 550 წელს დაემხო მიდიელთა დინასტია და ზარატუსტრას მიერ მოისპო მოგვების რელიგია - სიდჰანტა, რომლის მიმდევრებიც ეთაყვანებოდნენ ინდუისტურ დევებს ანუ დეივებს. აშმა-დევა იგივე ეშმა-დეივა იყო ღვთაება მოგვების რელიგიაში, ხოლო ზოროასტრიზმში გახდა ბოროტი სული ("დემონი"). ზოროასტრიზმიდან იუდაიზმში ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში გადავიდა დემონიზებული აშმა-დევა. იუდეველებიც ბოროტ სულად თვლიდნენ ასმოდეუსს ანუ ეშმა-დეივას. ზოგიერთი ეზოთერიკები ვარაუდობენ რომ არსებობს ქალი ასმოდეუსი და არის კაცი ასმოდეუსი. ზოგები ვარაუდობენ რომ ასმოდეუსს შეუძლია სქესის ცვლა. ზოგიერთნი თვლიან რომ ასმოდეუსი ესაა დემონური კლანის სახელი და რომ არიან ასმოდეუსებად წოდებული პრინცესები. "დეუს" ლათინურში და "ზეუს" ბერძნულში ნიშნავს ღმერთს. ეს კავშირშია სიტყვა ზევსთან. დეუსიდან მოდის სიტყვა "დიოს", რაც ნიშნავს "ღვთაებრივ უფალს". ირანული სიტყვა "ეშმა" ქართულში გადმოვიდა, როგორც ბოროტი და უწმინდური სულის ეპითეტი. "ეშმა-კი" ქართულში ესაა ბნელი სული. რეალურად ეშმა იყო ირანული ღვთაების სახელი. ხოლო სიტყვა "დემონი" ესაა იგივე "დაიმონი", რაც ელინიზმში ნიშნავს ღვთაებას. საუბარია ზევსსა და ადამიანებს შორის მდგარ შუალედურ არსებაზე.

ასე რომ არც სიტყვა "დაიმონი", არც "ეშმა" და არც "დეივა" არ ნიშნავს "ბოროტ სულს". უბრალოდ ეზდრამ, ნეემიამ და ზარატუსტრამ ძვ.წ. მეექვსე და და მეხუთე საუკუნეებში, დეივები და დაიმონები გამოაცხადეს "ცრუ ღმერთებად" და "ბოროტ ძალებად". სულ ესაა. შუასაუკუნეების "დემონოლოგიაში" აბრაამულმა მარაზმმა თავის აბსურდულ აპოთეოზს მიაღწია. დღეისათვის აბრაამულ რელიგიებში ასმოდეუსის და სხვა "დემონების" ჭეშმარიტი არსი საერთოდ დაკარგულია. სხვათაშორის, დეივებს შორის არსებობს რთული იერარქია.

[*]დემონესა ლილიტი იუდეური რელიგიური ტრადიციიდან, ესაა ადამაჰის ანუ პირველი მამაკაცის პირველი ცოლი. ლეგენდის მიხედვით არის ორი ლილიტი; უფროსი და უმცროსი. უფროსი იყო ადამაჰის ცოლი, მაგრამ ვეღარ გაუძლო მის სექსიზმს და გაექცა, რის შემდეგაც გახდა სამაელის ანუ სატანის ცოლი. საქმე იმაშია რომ სიტყვა ლილიტი მოდის სიტყვიდან "ლილ" რაც ნიშნავს ჰაერს და სიტყვიდან "ლაილ" რაც ნიშნავს ღამეს. ლილიტის ებრაული კონცეპტი თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია ძველ ქანაანურ და შუმერულ მითოლოგიაზე. ლილიტი ესაა შუმერული ლილუს, ლილიტუს და არდატ ლილის კომბინაცია. ეს სამი არსება არიან ძველი შუმერული ვამპირესები. ახლა მთავარი: სამივე აბრაამული რელიგია დაფუძნებულია ძველ სემიტურ პოლითეიზმზე. ბიბლიური "უფალი" ესაა ქანაანური უზენაესი ღმერთი ელის და დედაღმერთი აშერას შვილი. სამაელი ანუ სატანა ესაა მისი უფროსი ძმა - შაჰარი, რომელსაც ჰყავს ძე - ჰეილეილ ანუ მანათობელი (ლუციფეროსი). ელი და აშერა იგივეა რაც შუმერული აპსუ და ტიამატი. აპსუმ და ტიამატმა შვეს ლაჰმუ და ლაჰამუ, ანშარი და ქიშარი და ანუ და ანტუ. ანუმ და ანტუმ შვეს ენ-ლილი და ნინ-ლილი. ხვდებით? აქაც ნაწილაკი "ლილ"! ძველ ქალდეურ ოკულტიზმში არსებობენ მისტიკური არსებების (დემონესების) კლასი - "ლილიმ". "ლილიმ" ესენია მდედრი ვამპირები, რომელთაგანაც წარმოიშვა კიდეც ლილიტის სატანისტური კულტი და ებრაული ლეგენდები "ღამის დემონზე", რასაც აბრაამული ქრისტიანობა უარყოფს. ქრისტიანული მონოთეიზმი დაფუძნებულია იუდეიზმში და წარმოადგენს მის ადაპტირებულ ფორმას. თავისმხრივ იუდეიზმი წარმოადგენს ქანაანური და შუმერული რელიგიების ადაპტირებულ ვერსიას. მოკლედ: "ლილიმ" ესენია ბნელი ქალღმერთების მთელი კლასი სემიტური პოლითეიზმიდან.

ლილ-იმ, მალაჰ-იმ, ელოჰ-იმ, ქერუბ-იმ, სერაფ-იმ, ოფან-იმ, ხაშმალ-იმ, არელ-იმ, ბენ-ელოჰ-იმ და იშ-იმ, ესენია ძველი სემიტური ღმერთები. კარგად დააკვირდით გრამატიკულ სუფიქსს. სუფიქსი აღნიშნავს მრავლობით რიცხვს.

"lilim" ანუ "ლილიმ" ძველ სემიტურ მითოლოგიაში ერქვათ ბნელ ქალღმერთებს. აი საიდან მოდის ლილიტის კულტი. ქრისტიანული დემონოლოგია სრული სისულელეა, რადგანაც დაფუძნებულია იუდაიზმზე, რომელიც წარმოადგენს ფინიკიური, ქანაანური და აქადური პოლითეისტური რელიგიების გამრუდებას. იუდაიზმი ესაა სემიტური პოლითეიზმის ადაპტირებული გადაკეთებული ფორმა. ასე, რომ ლილიტის შესახებ ცნობები აბრაამულ რელიგიებში დამახინჯებულია. ლილიტი და სხვა ლილიმები, არიან ელის და აშერას ქალიშვილები. "ლილიმ" არაა "დემონი", ესაა ბნელი დაიმონი ანუ ნახევარღმერთი, ესაა ბნელი ღვთაება. არსებობენ ნათელი და ბნელი ღმერთები. "დაიმონ" ელინიზმში ნიშნავს ღვთაებას. დაიმონები ელინიზმში არიან შუამავალი ნახევარ-ღმერთები, რომლებიც დგანან უზენაეს სულებსა და ადამიანებს შორის. ლილიტი ესაა სემიტური პოლითეისტური ღვთაება. ცხადია მას მერე რაც იუდაისტებმა დაადგინეს მკაცრი მონოთეიზმი ანუ იაჰვეს კულტი, ყველა სხვა სემიტური ღვთაება გამოაცხადეს "დემონად" ანუ "შაიტანად", მათ შორის "ლილიმებიც". ლილიმები ისევე როგორც ელის და აშერას სხვა შვილები, ბაალი, შაჰარი, ჰეილეილი, დაგონი, აშტორეტი და ა.შ. მათ შორის თავად ელიც და აშერაც გამოაცხადეს "ბოროტ სულებად". ყველაზე აბსურდულია შუასაუკუნეების "დემონოლოგია". თუ გინდათ ჭეშმარიტება, შეისწავლეთ საწყისები... აბრაამული მონოთეიზმის ძველი სემიტური პოლითეისტური საწყისები. იაჰვე-ენლილ-ალლაჰი არის ღვთაებებიდან (ელოჰიმებიდან) ერთ-ერთი და არა ერთადერთი და "ჭეშმარიტი". მეცნიერული ანალიზი ბრმა რწმენაზე მაღლა დგას.

[*]ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით, კერძოდ კი ქალაქ ჰერმოპოლისის კოსმოგონიური მითის მიხედვით, თავდაპირველად იყო მხოლოდ ღმერთი ნუნი და ქალღმერთი ნაუნეტი (პირველყოფილი ოკეანე), მათგან იშვნენ ხუხი და ხაუხეტი (უსასრულო სივრცე), შემდეგ კუკი და კაუკეტი (უსასრულო ბნელეთი) და ბოლოს ამონი და ამონეტი (უსასრულო ცა და ჰაერი). მათ შვეს მზის უფალი რა და შემდეგ რამ შვა ყველაფერი სხვა. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თავიდან იყო ქაოსი და სკოტოსი, შემდეგ იშვნენ გეა და ნიუკტა, შემდეგ ტარტაროსი და ერებუსი, ბოლოს ეროსი და ურანი. მათ შვეს ურანიდები, ურანიდებმა კრონიდები, ხოლო კრონიდებმა ოლიმპოელი ღმერთები. ელინური ზევსი ვედური ინდრას ანალოგიურია. ორივე ელვის უფალია და ორივე მთის წვერზე მდებარე ღმერთების სამეფოს მეფეა. ბერძნულ მითოსში მისტიკურ მთას ეწოდება ოლიმპო, ხოლო ვედურში მერუ. ურანოსი არის ცის უფალი. შუმერულ და აქადურ მითოლოგიაში მსგავსი სურათია: თავდაპირველად იყო აპსუ და მისი ცოლი ტიამატი, რომლებიც განასახიარებენ პირველყოფილი ქაოსის ოკეანეს, შემდეგ იშვნენ ლაჰმუ და ლაჰამუ, შემდეგ ანშარი და ქიშარი და ბოლოს ანუ და ანტუ - ცის უფალი და ცის დედოფალი. ანუმ და ანტუმ შვეს ენ-ლილი და ნინ-ლილი და ა.შ.შუმერულ-ბაბილონური მარდუქი წააგავს ინდრას და ზევსს. ახლა ყველაზე მთავარი: გნოსტიკური გაგებით ეს "ღმერთები" ბოროტი ეონები არიან ე.ი. ცრუღმერთები, შობილნი კენომაში (უმდაბლეს სამყაროში). ქაშმირული შივაიზმის გაგებით პირველყოფილი ქაოსის წ####ბი ესაა აშუდჰა-ტატვებიდან (არასუფთა ელემენტებიდან) ყველაზე პირველი. პირველი აშუდჰა-ტატვა ესაა პრაკრიტი ანუ ქაოსი. მისგან იშვა უმდაბლესი სამყარო. არის უფრო მაღალი რეალობები; შუდჰა-აშუდჰა-ტატვა (კერასმოსი) და შუდჰა-ტატვა (პლერომა). ბუდიზმში ამას შეესაბამება კამა-ლოკა. კამა-ლოკას უზენაესი "ღმერთია" მარა დევარაჯა - პარანიმიტრა-ვაშავარტინის ე.ი. მეექვსე ცის მეფე. ანუ მსურს ვთქვა, რომ პოლითეისტური რელიგიები და აბრაამული მონოთეიზმი, ეთაყვანებიან კამა-ლოკას უმდაბლეს სულებს (დევებს). მათთვის უცნობია სულიერი რეალობა.

[*]ჰინდუქუშელთა პოლითეისტურ რელიგიებში სამყარო იყოფა სამ ნაწილად: 1) ურდეში - 7 ცისგან შემდგარი ზედა სამყარო 2) მიჩდეში - შუასამყარო (ადამიანთა) და 3) იურდეში - ქვედა სამყარო ე.ი. მიცვალებულთა სამყარო. ეს სამი სამყარო პირდაპირ ემთხვევა ბუდისტურ კამა-ლოკას ე.ი. ვნებების სამყაროს, რომელიც ასევე სამი ნაწილისგან შედგება და დასახლებულია უმდაბლესი ღვთაებებით. ნურისტანელი კაფირების უზენაესი "ღმერთი" იყო მარა იგივე იამრა. ის ითვლებოდა უზენაეს შემოქმედად. მან შექმნა ღმერთები და სამყარო. ბუდიზმში მარა ესაა კამა-ლოკას მეექვსე ცის - პარანიმიტრა-ვაშავარტინის მეფე და ბუდიზმის მტერი. მარა არის ხარბი და ბრიყვი. მარა და გნოსტიკური იალდაბაოთი ერთი და იგივეა. ის შეესაბამება ფინიკიურ ელს და შუმერულ აპსუს. ეზოთერულად ასეა. ტენგრიზმის მიხედვით ზედა სამყარო შედგება 13 ცისგან. ულგენი სახლობს მეცამეტე ცაზე.

[*]ესაა ლალა იოგეშვარი [იოგეშვარი ლალეშვარი]. ცხოვრობდა 1320-1392 წლებში. იყო ერთდროულად შივაიტი ტანტრიკი და სუფისტი. ხშირად მოიხსენიებენ სუფისტურ და შივაიტურ ტექსტებში. იძულებით გაათხოვეს 12 წლის ასაკში. ქმარი საშინლად ექცეოდა. ქმრის ნათესავები სიძულვილით უყურებდნენ და აშიმშილებდნენ, ზოგჯერ ცემდნენ კიდეც. 24 წლის ასაკში დატოვა ოჯახი და გახდა ჰიმნოსოფისტი განდეგილი ასკეტი. დადიოდა შიშველი და ქადაგებდა შივას კულტს. იყო პოეტესა. თავის ლექსებში ადიდებდა შივას. დაიბადა შრინაგარასთან ახლოს.

[*]არადუალიზმი ანუ პანთეისტური მონიზმი არის ყველა რელიგიაში. აბსოლუტური სულის იდეა არის ყველა რელიგიაში. ასე ამტკიცებენ თეოსოფები. მე მათ ვეთანხმები. აბსოლუტურ სულს აქვს ბევრი სახელი. აბსოლუტის იდეა ყველაზე განვითარებული არის კაბალაში, გნოსტიციზმში, ინდუიზმში, დაოსიზმში და ბუდიზმში. გნოსტიციზმში აბსოლუტურ სულს ეწოდება პროტო-პატორი ანუ "პირველმამა", ინდუისტურ ადვაიტა ვედანტაში და ადვაიტა ტანტრაში აბსოლუტს ეწოდება - პარა-ბრაჰმანი ან პარამა-შივა, დაოსიზმში აბსოლუტურ სულს ეწოდება - დაო, მაჰაიანას ბუდიზმში ითვლება რომ არსებობს სიცარიელის ე.ი. "შუნიას" 16 ფორმა. კაბალაში აბსოლუტი იყოფა ექვს ფორმად, ესენია: 1. ეინი - უსასრულობა 2. ეინ სოფი - უსასრულო არაფერი [უსასრულო არარაობა] და . ეინ სოფ აური - უსასრულო არაფრის სინათლე [უსასრულო სიცარიელის ნათელი], ესაა ნათელი საწყისები, ასევე არის სამი ბნელი ფორმა: 1. ტოჰუ - სიღრმე 2. ბოჰუ - ქაოსი და 3. ჰოშეჰ [ჰოშეკ] - აბსოლუტური წყვდიადი [აბსოლუტური უსასრულო ბნელეთი]. მაჰაიანას, ვაჯრაიანას და ძოგჩენის ბუდიზმში არის აბსოლუტის სამი კონცეფცია: 1. შუნია იგივე ტონგპანი - სიცარიელე 2. ალაია-ვიჯნანა იგივე კიუნ ჯი - თავდაპირველი აბსოლუტური ცნობიერება [ცნობიერება როგორც ყველაფრის საფუძველი], გამოუვლენელი არსი. 3. რიგპა იგივე ვიდია - სუფთა ცოდნა. რიგპას გააჩნია სამი თავდაპირველი სიბრძნე: 1. არსი 2. ბუნება [სვაბჰავატი] და 3. ენერგია [შაკტი]. ელინი ფილოსოფოსი ანაქსიმანდრე იონიელი აბსოლუტს უწოდებდა - აპეირონს. ახლა მთავარი: შუნია, ალაია-ვიჯნანა, ეინ სოფ აური, ჰოშეჰი, რიგპა, პარამა-შივა, დაო, აპეირონი და პარა-ბრაჰმანი, არის ერთი და იგივე. აბსოლუტი ესაა უსასრულო სიცარიელე, უსასრულო ენერგია და უსასრულო ცნობიერება. აბსოლუტი უპიროვნოა. აბსოლუტს არ გააჩნია პიროვნული მე. შუნია იგივე ბრაჰმანი ესაა უპიროვნო არსი. ეს უპიროვნო არსი სხვა არაფერია თუ არა უსასრულო არარაობა და აბსოლუტური ს ი ც ა რ ი ე ლ ე. ასე რომ კონფლიქტი ინდუისტ პანთეისტებსა და ბუდისტ პანთეისტებს შორის აბსურდულია. ძოგჩენი ესაა ანუტარა-იოგა-ტანტრას უმაღლესი ფორმა და ქადაგებს იგივეს, რასაც შივაიტური და შაკტისტური ადვაიტა-ტანტრა. არავითარი სხვაობა არაა ინდუისტურ პარაბრაჰმანსა და ბუდისტურ შუნიას შორის, რადგანაც ორივე არის უ პ ი რ ო ვ ნ ო ს ი ც ა რ ი ე ლ ე. ამასთან უნდა ითქვას, რომ შუნიას იდეა არის ინდუიზმშიც. გავიხსენოთ დევიკალოტარა აგამა და ტეჯაბინდუ უპანიშადა. ბრაჰმანი იგივე რიგპა ესაა აბსოლუტური ნეტარება [მაჰა-ბოდჰი-ნირვანა].

[*]ტაიიტირია უპანიშადას მიხედვით არსებობს მრავალი ტატვა ანუ ყოფიერების ელემენტი და ცნობიერების მრავალი დონე. არსებობენ სხვადასხვა არსებები, რომლებიც განვითარებით სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან.

ეს საფეხურებია:

1. ჯაგად-ანანდა [ტურიატიტა] - პარამაშივა-ტატვა - პარამაშივა

2. ჩიდ-ანანდა - შივა-შაკტი-ტატვა - ა-კალები

3. მაჰანანდა - სადაშივა-ტატვა - მანტრამაჰეშვარები

4. ბრაჰმანანდა - იშვარა-ტატვა - მანტრეშვარები

5. პარანანდა - სადვიდია-ტატვა - მანტრეშვარები და ვიდეშვარები

6. ნირანანდა - სადვიდიას და მაიას შორის - ვიჯნანაკალები

7. ნიჯანანდა - კალაა-ტატვა [დედამიწა] - პრალაიაკალები და სა-კალები.

სხვა დონეებია:

1. სუშუპტი - მაია-პრაკრიტი - პრალაიაკალები

2. სვაპნა - კალაა და ქვემოთ - სა-კალები

3. ჯაგრატ - კალაა და ქვემოთ - სა-კალები

[*]ინდუისტური ტანტრას უმთავრესი დოქტრინაა - "საპტა-აჩარა". ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო რელიგია იყოფა 7 საფეხურად 5 ბჰავად (პაშუ, პაშუ-ვირა, ვირა, ვირა-დივია და დივია). ვედაჩარა, ვაიშნავაჩარა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...