Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.274

სულ: მატერიალური სამყარო ილუზორულია


რა არის "მშობელი"? რა არის "შვილი"? პასუხი: არაფერი.

ის რასაც ჩვენ "ოჯახს" და "დედა-შვილობას" ვუწოდებთ, სინამდვილეში ილუზიაა. ესაა აბსოლუტის ილუზორული თამაშები. ამას გოიმები ვერ ხვდებიან. გოიმები არიან უმეცრები. ფიზიკური სხეული შობს ფიზიკურ სხეულს. მატერია ქმნის მატერიას. მაგრამ რა ვარ მე? ადამიანს აქვს სამი ელემენტი: 1) სულიერი (უპიროვნო ატმანი) 2) გონება (პიროვნული მე) და 3) სხეული (ხორცი). სულიერი მე ანუ უპიროვნო ატმანი უსასრულოა და უსაწყისოა, ატმანი ერთია და სუფევს ყველა არსებაში და ყველა საგანში. არსებობს მხოლოდ ერთი უნივერსალური ატმანი. ესაა ჩვენი ჭეშმარიტი მე. ატმანი მარადიული სიცარიელეა. შუნია ანუ სიცარიელე უქმნელია, ესაა აბსოლუტური ცნობიერება და ენერგია. გონება და ეგო იბადება ატმანიდან, მაგრამ იბადება ემანაციის გზით და პრინციპში ისიც უსაწყისოა. გონება არ შობს გონებას. ეგო არ შობს ეგოს. მაშ, რა ვარ? სხეული სპერმით და კვერცხუჯრედით ქმნის ახალ ფიზიკურ მანქანას. ე.ი. სხეული ვარ? არა, არ ვარ. თუ ჩემი სული (ატმანი) და გონება (მანასი) უსაწყისოა და უქმნელი და თუ ჩემი რეალური არსება ესაა ატმანი, მაშინ როგორღა ვარ მე დედაჩემის და მამაჩემის შვილი? მე არ ვარ სხეული! მე არც გონება ვარ! მე ვარ უპიროვნო ატმანი (შუნია), სიცარიელე და ნეტარება. წინა ცხოვრებაში სხვისი "შვილი" ვიყავი და შემდგომ ინკარნაციაშიც სხვისი "შვილი" ვიქნები. წინა ინკარნაციაში თუ ვიყავი ირემი, ახლა ვარ "ქართველი" ადამიანი და შემდეგ ცხოვრებაში ვიქნები ნახევარ-ღმერთი ანუ უპა-დევა, მაშინ რაღა ვარ და რა აზრი აქვს ამ მატერიალისტურ სოციალურ თამაშებს? ბევრი გიჟად ჩამთვლის, მაგრამ გიჟი ისაა ვისაც ადვაიტა ვედანტა არ ესმის. სიგიჟე ესაა მატერიალიზმი. მატერიალიზმი უმეცრების წყვდიადია. მოკლედ: მე არავისი შვილი ან შვილიშვილი არ ვარ და არც არავისი მამა არ ვიქნები არასოდეს. კარმული მშობელი არაა მშობელი, რადგანაც ჩემი ჭეშმარიტი ატმანი უქმნელია. ატმანს მშობლები არ ჰყავს. შეიგნეთ ეს. ნუ ხართ მიჯაჭვულები ილუზიაზე.

ტანტრა პირდაპირ გვეუბნება, რომ ფიზიკური სამყარო არის ილუზია. ჩვენ არასწორად ვუყურებთ სამყაროს. სამყარო ესაა შაკტი (ენერგია). ის რაც ჩვენ გვგონია ფიზიკური ობიექტების ერთობლიობა, სინამდვილეში ესაა ენერგიების ინტეგრალი. ტანტრა გვეუბნება რომ არ არსებობენ მშობლები და შვილები. მას ბევრი ვერ ხვდება მიჯაჭვულობის გამო. ილუზიაზე არიან მიჯაჭვულნი. ადამიანის ვიჯნანა (ცნობიერება) განიცდის რეინკარნაციას (სანსარა) და გადადის ერთი სხეულიდან მეორეში, უსაწყისოდ და უსასრულოდ. ასე, რომ "ტრადიციული ოჯახის" მატერიალისტური კონცეფცია სრული აბსურდია. რა აზრი აქვს კარმულ მიჯაჭვულობას, თუ მოკვდები და შემდეგ ცხოვრებაში საკუთარი შვილის შვილი ან ცოლი გახდები? ან საერთოდაც შეიძლება ძაღლად ან მცენარედ მოევლინო ქვეყნიერებას. რაღა აზრია უმეცრებაში? გამიგია ასეთი რეპლიკა: "ჩემ ქალიშვილს არ გაეკარო!", რას ნიშნავს "ჩემს"? უმეცარი ფიქრობს მხოლოდ ასე. ჩვენი შვილები არ არიან შვილები და მშობლები არ არიან მშობლები. ეს ყველაფერი მხოლოდ კარმაა და სხვა არაფერი. ჩვენ ყველანი შივას და შაკტის შვილები ვართ. ყველა არსება შივას და შაკტის ემანაცია და მანიფესტაციაა. კარმული მშობლები არაფერი არაა. რეალური მამა ესაა შივა, ხოლო დედა - შაკტი. ასე რომ აწიეთ თავი მაღლა, დადექით ორ ფეხზე და დაინახეთ ზეციური მამა და ზეციური დედა. შეიგნეთ რომ მატერია ილუზორულია, ხოლო სული რეალური. შეიგნეთ, თქვენ არ ხართ ადამიანები! თქვენ ენერგიები ხართ! შივას ენერგიები!... სანსარას დოგმა საფუძველშივე ამსხვრევს "ტრადიციული ოჯახის" მატერიალისტურ იდეას. ეს ასეცაა საჭირო. და საერთოდ, ყველა და ყველაფერი არის შუნია-ატმანი - სიცარიელე სულიერი, უპიროვნო. უნდა გაიგოთ, რომ პიროვნული ეგო მირაჟია. ჩვენი ჭეშმარიტი სული უ პ ი რ ო ვ ნ ო ა!...

 

 

კოდი: მატერიალური სამყარო ილუზორულია

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...