Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.213

სულ: აბჰიჩარა - ტანტრიკული მაგიზმი


ირანში ძვ.წ. 550 წლამდე დომინირებდა მიდიელთა დინასტია და გავრცელებული იყო ინდუისტური ტანტრიკული მაგიზმი - "აბჰიჩარა". აბჰიჩარა ესაა იგივე ტანტრა-სიდჰანტა. როცა მიდიელთა დინასტია მეფობდა, ირანელები ეთაყვანებოდნენ დევებს (ინდურ ღმერთებს) და ადიდებდნენ შივა-ბჰაირავას და კალი-ბჰაირავის. ეს იყო მოგვების რელიგია (ტანტრიკული მაგიზმი). 550 წელს აქამენიდებმა დაამხეს მიდიელნი და ზარატუსტრამ იქადაგა ახალი რელიგია, ასურების რელიგია. ამ რელიგიას ერქვა მაზდეანობა. მაზდა ეს არის მაზდეანობის მთავარი ღმერთის - ასურა მაზდას სახელი და ნიშნავს ბრძენს. ზოროასტრმა დევები გამოაცხადა ბოროტ სულებად და ასურები (დემონები) კეთილ სულებად. ზარატუსტრამ დაადგინა ასურა მაზდას კულტი და დაანგრია დევების ტაძრები. ყველაზე აგრესიული ირანელი მეფე იყო მაზდეანი ქსერქსე პირველი. ქსერქსეს სურდა მაზდეანობის ძალადობრივად გავრცელება ელინურ სამეფოებში. ზარატუსტრას მოვლინებამდე ირანში იყვნენ აგჰორებიც და სხვა მრავალი სიდჰა-იოგები. ზარატუსტრამ და მისმა მიმდევრებმა ფიზიკურად მოსპეს სიდჰები (მოგვები) და ინდური ბნელი ღმერთების სახსენებელი. საერთოდ გააქრეს. ზარატუსტრამ შექმნა მსოფლიოში პირველი მონოთეისტური რელიგია. ზარატუსტრას რელიგიამ ძლიერი გავლენა მოახდინა იუდეველთა მონოთეიზმზე. ეზდრამ და ნეემიამ ირანელებისგან ბევრი რამ გადაიღეს. პრაქტიკულად: ირანული მაგიზმი ინდუისტური ტანტრიზმის ანალოგიური იყო, ხოლო ეზდრას და ნეემიას მონოთეიზმი ძლიერ წააგავდა და ახლაც ჰგავს ირანულ ზოროასტრულ მონოთეიზმს. ცეცხლის კულტი მოდის მოგვების რელიგიიდან, რომელშიც არსებობდა ცეცხლთან დაკავშირებული მაგიური რიტუალები და პრაქტიკები, მაგალითად; "აგნიჰოტრა-იაჯნა" ანუ ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვა. აბჰიჩარას ინდური მაგიური ხელოვნება აშკარად იყო ძველ წინარემაზდეანურ ირანში, რომელიც შემდგომ მთლიანად განიდევნა ზოროასტრის მიერ. მოგვების მაგიას იღებდნენ დევებისგან. ისინი ეთაყვანებოდნენ დაკას და დაკინის (ვამპირისეულ ღვთაებებს).

 

 

კოდი: აბჰიჩარა - ტანტრიკული მაგიზმი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...