Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.213

სულ: ჰიპოთეზები და მითები მთვარესთან დაკავშირებით


blog-0394778001529918122.jpg

საუკუნეების მანძილზე ადამიანებს სჯეროდათ, რომ მთვარეზე არის სიცოცხლე. პითაგორა, ჟიულ ვერნი, ჰერბერტ უელსი, აიზეკ აზიმოვი და მრავალი სხვა ვარაუდობდნენ, რომ მთვარე დასახლებულია გიგანტებით, რომლებსაც ეწოდებათ - სელენიტები. სელენა ნიშნავს მთვარეს. სელენიტები ესენია მთვარის ღმერთები ძველ ელინისტურ რელიგიასა და მითოლოგიაში. მეოცე საუკუნეში დადგინდა, რომ მთვარეზე არაა არც ატმოსფერო, არც ბიოსფერო და არც ჰიდროსფერო. ეზოთერიკები ვარაუდობენ, რომ მთვარეზე შორეულ წარსულში მოხდა კატასტროფა, რის შედეგადაც მთვარეზე არსებული ბიოსფერო განადგურდა. არის ვერსია, რომ მთვარე არის პლანემო, რომელიც შემოიჭრა მზის სისტემაში და მიიტაცა დედამიწამ. პინდარე, ესქილე და ჰომეროსი ჰიმნებს უძღვნიდნენ სელენას, მთვარის ქალღმერთს, ტიტანი ჰიპერიონისა და ტიტანიდა ტეიას ასულს. სელენას ასევე ერქვა "მენა". ათენში მენა ითვლებოდა პოეტი მესეოსის დედად. მენები ესენი არიან მთვარის ფაზების ქალღმერთები. ნემეია ესაა ახალი მთვარე, მენისკი ესაა ნახევარმთვარე, მენა ესაა სავსე მთვარე და ა.შ. შუმერებში მთვარის ქალღმერთს ერქვა ნანნა, ბაბილონურ მითოლოგიაში მას ერქვა - ანნიტი, ინდურში - ღმერთი ჩანდრა და ა.შ. მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში ტულუზის ობსერვატორიის დირექტორი პტი, ამტკიცებდა, რომ დედამიწას გააჩნია მეორე თანამგზავრი - მთვარე. ესაა მეორე მთვარე. ჟიულ ვერნი ამტკიცებდა, რომ მეორე მთვარე დედამიწის გარშემო ბრუნავს 8000 კილომეტრის მანძილზე. პტი ვარაუდობდა რომ მეორე მთვარე ბრუნავს 5000 კილომეტრის მანძილზე. მაშინ ბევრი იზიარებდა ამ ჰიპოთეზას, მაგრამ შემდეგ ის მივიწყებული იქნა. არსებობს მოსაზრება რომ მეორე მთვარე ესაა მთვარის მთვარე ანუ ბრუნავს არა დედამიწის, არამედ მთვარის გარშემო. ჟიულ ვერნი ამტკიცებდა, რომ მცირე მთვარის სიჩქარე იმდენად დიდია, რომ დედამიწელები ვერც კი აფიქსირებენ მას. ვარაუდობდნენ, რომ მცირე მთვარეც დასახლებულია. ნეოპლატონიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მთვარე ესაა ცოცხალი არსება, სულიერი არსება, ერთგვარი დაიმონი (ნახევარღმერთი). მეორე მთვარის არსებობას ვარაუდობდა ასტრონომი მულტონიც. ჰერბერტ უელსი ამტკიცებდა, რომ მთვარეზე არსებობს გაიშვიათებული ატმოსფერო, რომელიც პერიოდულად ხან იყინება და ხანაც ორთქლდება. არის ვერსია, რომ შორეულ წარსულში მთვარე, მარსი და ფაეტონი ერთ ორბიტაზე მოძრაობდნენ და ბრუნავდნენ საერთო სიმძიმის ცენტრის გარშემო. ამ ჰიპოთეზას იზიარებდნენ საბჭოთა ასტრონომი ფელიქს ზიგელი და ალექსანდრე კაზანცევი.

 

 

კოდი: ჰიპოთეზები და მითები მთვარესთან დაკავშირებით

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...