Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.274

სულ: ინდუიზმის ანალიზი (ტანტრისტული მსჯელობა)


ახლა მინდა ვთქვა ისეთი რამ, რომ ბევრ ვაიშნავს შეიძლება ეწყინოს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა... ჯერ ერთი ვიტყვი იმას, რომ იშვარა ვიშნუს და მისი მეუღლის - მაჰა-ლაკშმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, იმის მიუხედავად რომ ჩემი რჩეული ღვთაება (ე.ი. იშტა დევატა) ესაა მაჰა-კალი იგივე პალდენ-ლჰამო, მე მუდამ პატივს ვცემდი ტრიმურტის და ტრიდევის სამივე ღვთაებრივ იპოსტასს და ცხადია მათ ინტეგრალსაც - დატატტრეიას. ასე რომ ვინც ადეკვატური ვაიშნავები ხართ ან ვიშნუიზმსა და ტანტრიზმს შორის ხართ, ნუ გაცეცხლდებით და ქვების სროლას ნუ დამიწყებთ! დიდება ვიშნუს!... ახლა ვთქვათ მთავარი: რა დოგმატია ყველაზე მთავარი ტანტრიზმში? სწორია! ესაა "საპტაჩარა" და ასევე "ტრი-ბჰავა". ავხსნი; ტრი ბჰავა ესაა სამი ბჰავა ანუ რელიგიური ცნობიერების სამი დონე, სამი ძირითადი დონე, ესენია: დივია-ბჰავა - ღვთაებრივი ადამიანის რელიგია, ვირა-ბჰავა - გმირის რელიგია და პაშუ-ბჰავა - ცხოველური ადამიანის რელიგია. ე.ი. დივია, ვირა და პაშუ. დივიას შეესაბამება სატვა-გუნა, ვირას შეესაბამება რაჯო-გუნა (რაჯასი), ხოლო პაშუს შეესაბამება - ტამო-გუნა (ე.ი. ტამასი). პაშუ მოდის იტყვიდან "პაშა", რაც ნიშნავს ბორკილებს, ტანტრა გვეუბნება, რომ პაშუს აქვს რვა ბორკილი: 1) კლანური აზროვნება 2) სიმორცხვე 3) შიში 4) შფოთვა 5) კასტური წყობილება 6) ზიზღი 7) ზედმეტი რიტუალიზმი და 8) ტრადიციული ოჯახი. დივია-ბჰავას შეესაბამება ნატჰა შივაიზმი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია რუსი გურუ მატსიენდრანატჰ მაჰარაჯი (რომლის ფოტოც მოცემულია ამ კონკრეტულ პუბლიკაციაში, წვერებიანი კაცი სტაფილოსფერი პერანგით). დივია-ბჰავას დონეზეა ასევე კაულა დჰარმას რუსული ტანტრიკული სკოლა, რომლის ლიდერიცაა მიტრადევანანდა პარამაჰამსა (პიროვნება, რომლის ფოტოც მოცემულია პუბლიკაციაში, ახალგაზრდა მამაკაცი შავ კაპიშონიან ხალათში, როგორც ხედავთ). რაც შეეხება საპტაჩარას ეს ითარგმნება როგორც შვიდი საფეხური ან შვიდი სკოლა. ეს აჩარებია: ვედაჩარა (ორთოდოქსული ვედიზმი), ვაიშნავაჩარა (ორთოდოქსული ვიშნუიზმი + კრიშნაიზმი), შაივაჩარა (ბრაჰმანისტული დვაიტა-შივაიზმი), დაკშინაჩარა (შრი ვიდიას შაკტიზმი და ადვაიტა ვედანტა), ვამაჩარა (შრი კულას და კალი კულას შაკტიზმი), სიდჰანტაჩარა (შაივა-აგჰორა და სიდჰა-სიდჰანტა) და ბოლოს კაულაჩარა (პარა-ადვაიტა ტანტრა, კაულა დჰარმა). კაულა ესაა მეშვიდე და უმაღლესი აჩარა. პირველი სამი აჩარა ესაა პაშუ-ბჰავა, ხოლო შემდეგი ოთხი აჩარა განეკუთვნებიან ვირა-ბჰავას და დივია-ბჰავას. რა განსხვავებაა პაშუ-ბჰავას რელიგიებსა და ვირა-დივია რელიგიებს შორის? პირველი სხვაობა ესაა ის, რომ პირველ სამ აჩარაში არის მხოლოდ დვაიტა-ვედანტა ანუ დუალიზმი და პერსონალიზმი, ხოლო შემდეგ 4 აჩარაში არის მხოლოდ ადვაიტა-ვედანტა და ადვაიტა-ტანტრა. არის სხვა განსხვავებებიც. მაგალითად: ვედაჩარას, ვაიშნავაჩარას და შაივაჩარას დონეზე დომინირებს ევას არქეტიპი და კრიმინალიზებულია ლილიტის არქეტიპი. ტანტრაში ქალის იდეალი არის ლილიტი, ხოლო პაშუ-აჩარებში ქალის იდეალი არის სექსოფობი და პურიტანი ევა (მორჩილი მხევალი). ვედიზმში, ვიშნუიზმში და დუალისტურ შივაიზმში ითვლება, რომ 1) სექსი მხოლოდ ბავშვების კეთებისთვისაა საჭირო 2) სექსი სიბინძურეა 3) არსებობენ "სუფთა" კასტები და არიან "ბინძური" კასტები 4) ლგბტ სექსუალობა არის "დემონური" გარყვნილება. აი ასეთია იდეებია პრთოდოქსულ ინდუიზმში (იანტრიზმში). სხვათაშორის იანტრისტებზე არც შივას და არც ვიშნუს წყალობა არ ვრცელდება. თუ გნებავთ წაიკითხეთ კულარნავა-ტანტრა და მაჰანირვანა-ტანტრა. ორტოდოქსები ანუ იანტრისტები არიან ჰომოფობები და ეს ფაქტია, მათ სძულთ თავისუფალი სექსი და საერთოდაც სექსი, მათ აქვთ კასტები და ამის საფუძველზე ე.წ. "მიუკარებელთა" დისკრიმინაცია. ზოგიერთები ცდილობენ თავი იმართლონ, მაგრამ ამას აზრი არ აქვს. მათი "კაი კაცობა" მაინც სჩანს. ინდუისტური ორთოდოქსია ანუ ინდუისტური მონოთეიზმი თითქმის არაფრით განსხვავდება ისლამური და ქრისტიანული ფაშიზმისგან. ცხადია ვიშნუიზმში არაა ცხოველების მსხვერპლშეწირვა რასაც ადგილი აქვს აბრაამულ მონოთეისტურ რელიგიებში, მაგრამ ლგბტ-ს და სექსის მიმართ დამოკიდებულება აბსოლუტურად ერთნაირი აქვთ. ამას გარდა, ტანტრისტული ტრადიცია მოგვითხრობს, რომ სატია-იუგას დროს, დროთა დასაბამში არსებობდა მხოლოდ ერთი რელიგია - კაულა-დჰარმა (კაულა-ტანტრა). ყველა სხვა რელიგია წარმოიშვა მას მერე, რაც ადამიანებმა დაკარგეს კაულა დჰარმა. ჰო და კიდევ; მაჰაბჰარატას პირველი წიგნის 113-ე თავში ბრძენი ვაიშამპიაიანა ჰყვება მეფე პანდუს და პრინცესა კუნტის დიალოგს, სადაც პანდუ უყვება კუნტის იმის შესახებ, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე დომინირებდა სექსუალური ლიბერალიზმი და ჰედონიზმი. ესაა უძველესი კანონი. ასე ჰყვება მეფე პანდუ, რომლის მონოლოგს იმეორებს ბრძენი ვაიშამპაიანა. ე.ი. ოქროს საუკუნეში ქალები სექსუალურად თავისუფლები იყვნენ და არ იყვნენ შეზღუდულნი, ასეთი იყო მაშინდელი დჰარმა. პანდუ ჰყვება რომ სექსუალური რეპრესიები და ფაშიზმი დადგინდა მას მერე რაც ბრაჰმანმა შვეტაკეტუმ დაწყევლა ადამიანთა მოდგმა, როცა რაღაც არ მოეწონა. პაშუ-ბჰავას ინდუისტურ პოლითეიზმში და მონოთეიზმში არის ძლიერი ფაშიზმი რელიგიურ დონეზე და ამ ფაშიზმს მისი ადეპტები ამართლებენ ფაშისტური რელიგიური დოგმატებით. ქრისტიანობაშიც იგივეა. ქართველი ქრისტიანები და მავანი და მავანი კრიშნაისტები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან, ორივე ერთნაირი ფაშისტია, როცა საქმე ეხება სექსს. ტანტრა ქადაგებს, რომ არის ღვთაებრივი ცნობიერება (პარაშივა) და ღვთაებრივი ენერგია (პარაშაკტი). სექსუალური ენერგია ესაა ღვთაებრივი ენერგიის მრავალი ფორმიდან ერთ-ერთი და მას ეწოდება - კუნდალინი-შაკტი. შაკტიზმში და ტანტრიკულ შივაიზმში და ბუდიზმში (ნაწილობრივ), არის სექსუალური ლიბერალიზმი, ჰედონიზმი, სარიტუალო კანიბალიზმი, სარიტუალო სექსი, უარყოფილია ჰომოფობია და ტრანსფობია, უარყოფილია კასტები (რაც აღიზიანებთ ბრაჰმანისტებს) და სექსი არ ითვლება მხოლოდ ბავშვების კეთებისთვის საჭირო მოქმედებად. ასევე, შაკტიზმში ვამაჩარტას დონიდან იწყება შავი მაგიის პრაქტიკა და დედაღმერთის ბნელი და მრისხანე ფორმების თაყვანისცემა (მაგალითად მაჰაბჰაირავი). ვიშნუიტ მონოთეისტებს არ უყვართ კალი და ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ კალის და შივა-დუდრას გააჩნიათ დემონური ე.ი. რაჯასიკური და ტამასიკური ფორმები და მათ ემსახურებიან დემონების ლეგიონები - ბჰუტა-განა. ბჰუტა ნიშნავს დაიმონს ან ელემენტალს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შივა და კალი ბოროტი ძალები არიან, უბრალოდ ისინი იყენებენ რაჯასის და ტამასის ენერგიებს და ეს სულაც არ ბინდავს მათ ღვთიურ ბუნებას. უბრალოდ დვაიტა-ინდუსებს არ ესმით ადვაიტა-ვედანტა. თუ არ გესმის ადვაიტა-ვედანტა, ვერც ტანტრიზმს გაუგებ რამეს, რადგანაც ტანტრა დაფუძნებულია ადვაიტას იდეებზე. აბსოლუტური ცნობიერება-ენერგია იღებს მრავალ ფორმას. ასეთია ადვაიტა. ადვაიტა გვასწავლის დავინახოთ ბრაჰმანი და შაკტი ყველაფერში, მათ შორის ე.წ. "უწმინდურ" სუბსტანციებშიც კი. მაიტჰუნა ანუ ტანტრული სექსუალური რიტუალი, როცა პარტნიორები სვამენ ღვინოს და ა.შ. ესაა ბნელში ნათლის დანახვის მეთოდიკა. ესაა ადვაიტა. სხვათაშორის, პაშუები იმართებიან ასურების მიერ, რადგანაც ფაშისტური აკრძალვები ესაა ასურების ბუნება. რაც შეეხება შავ მაგიას, ვაჯრაიანას ბუდიზმში მას ეწოდება რუდრა-კარმა და ითვლება არა ბოროტებად, არამედ ბოროტი ძალების და სულიერი ბარიერების მოსპობის მეთოდიკად. არის ასევე ვაშია-კარმა ანუ წითელი მაგია - დაკავშირებული სექსის ქალღმერთ კურუკულასთან. და არის ასევე განკურნების თეთრი მაგია - შანტიკა-კარმა და ბარაქის ყვითელი მაგია - პუშტიკა-კარმა. ასეთია ვაჯრაიანა, რომელიც გარეკილ კრიშნაიდებს ისევე სძულთ როგორც ინდუისტური ტანტრიზმი და მაგიზმი. სხვათაშორის ზარატუსტრას მოსვლამდე, ირანში ბატონობდა - აბჰიჩარა, ტანტრისტული მაგიზმი და ირანელები ინდუისტურ დევებს ეთაყვანებოდნენ. ზარატუსტრამ გაანადგურა აბჰიჩარა და დანერგა მაზდეანური მონოთეიზმი, რომელიც ვედაჩარას ტიპის რელიგიაა. ასევე ნათქვამია ტანტრა-შასტრებში, რომ ტანტრიკი არ არის ვალდებული პაშუ-ბჰავას კანონებს (მანუს კანონებს), რადგანაც ისინი მხოლოდ პაშუებისთვისაა შექმნილი. მანუს კანონების ფაშიზმი ტანტრიკზე არ ვრცელდება. ასევე უნდა ითქვას, რომ ფიზიკური ორგაზმი ტანტრიზმში ითვლება ღვთაებრივი ენერგიის სანსარულ გამოვლინებად, რომლის დახმარებითაც შეიძლება დაუკავშირდე დედა უფალს. სხვათაშორის ინდოეთში 5 000 000 ლგბტ ეთაყვანება შაკტისტურ ქალღმერთ ბაჰუჩარა მატას. და ეს ლგბტ შაკტისტები ცხადია ბრაჰმანისტ ინდუისტებს და "წმინდა ბჰაქტებს" ჭირის დღესავით ეზიზღებათ. ეს გასაგებიცაა. პაშუ-ბჰავას დონეზე ლიბერალიზმი არაა, ადვაიტას და ტანტრას რელიგიებში - არის. პაშუ-ბჰავას ახასიათებს ძლიერი ფაშისტური აგრესია, რომელსაც მისი მიმდევრები არც მალავენ. სხვათაშორის, ინდოეთში, კერალას შტატში, კონტანკულანგარა დევის ტაძარში მსახურობენ ტრანსგენდერი მღვდლები და ტრადიციის დარღვევად ეს არ ითვლება. შაკტიზმში ტრანსგენდერებს არ ავიროებენ. შაკტიზმში ტრანსგენდერს შეუძლია ბჰაქტი-იოგი გახდეს და სწორედ ეს აგიჟებთ და აღაშფოთებთ ორთოდოქს ინდუსებს. შაკტისტი ტრანსგენდერები არ ემორჩილებიან პაშუ-ბჰავას მანუს კანონებს. ინდოეთში ეს არის სერიოზული დაპირისპირება, რომელიც უკვე საუკუნეები გრძელდება და ბოლო არ უჩანს.

https://www.youtube....ser/vedicworld1

https://www.youtube....sonalism/videos

https://www.youtube....er/NathaChannel

https://vk.com/kaulas

http://kaula-dharma.com/

 

 

კოდი: ინდუიზმის ანალიზი (ტანტრისტული მსჯელობა)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...