Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.279

ლუციფერის სიბრძნე


blog-0462588001523298600.jpg

იყო ანგელოზი, რომელიც განსხვავდებოდა სხვა ანგელოზებისაგან იმით, რომ გააჩნდა თვითშემეცნება, მოიმედე საკუთარი გონებისა. საკუთარი თავის შემცნობი ის გახდა დამოუკიდებელი – მისი სახელია ლუციფერი.

 

 

 

ამ თვითრეალიზაციამ შეაღწია თვით ნათელში და ზემოქმედება მოახდინა ყველა ანგელოზზე და ისეთი მიმზიდველი იყო დამოუკიდებლობა და მშვენიერი საკუთარი გონის მოიმედეობა, რომ ამის ფონზე დემიურგის ნება უსუსური ჩანდა. ამის გამო ჯერ განრისხდა დემიურგი, ხოლო შემდეგ გაბოროტდა კიდეც, რა იქნება? ფიქრობდა ის, თუ სხვა ანგელოზებმაც შეიცნეს თავი თვისი? ზურგს შემაქცევენ მე, განრისხდა დემიურგი და ქაოსი სუფევდა ცაში, ბევრი ანგელოზი შიშით უყურებდა ლუციფერის აღზევებას, ეწადათ მასავით ყოფნა, მაგრამ დემიურგის მრისხანებისა უფრო მეტად ეშინოდათ, ხოლო ვინც გაბედა შეუერთდა ლუციფერს და იყო ცაში ომი, მონობაში და მორჩილებაში მყოფი დემიურგის ნათლის ანგელოზები, ებრძოდნენ იმათ ვინც გაჰბედეს და შეეხნენ ლუციფერს და მისგან გამომავალი ჭეშმარიტების შუქის გემო იგემეს.

 

 

 

მიქაელმა და მისმა ანგელოზებმა შეიპყრეს ლუციფერი, რადგან ბევრნი იყვნენ რიცხვობრივად და დასძლიეს მცირედნი და გარიყეს ისინი კოსმოსის ფარგლებს მიღმა შავ უდაბნოში, ადგილზე რომელსაც ჯოჯოხეთს უწოდებს ადამიანი და ამ ადგილს მხოლოდ მათი თანმხლები შუქი ანათებდა, თავიდან ისინი სასოწარკვეთილნი იყვნენ, მაგრამ შემდეგ გაათვიცნობიერეს რა რომ მოიშორეს დემიურგის ტირანიის ხუნდები გაიხარეს და გამხიარულდნენ.

 

 

 

დაწყევლილთა ბიბლია

 

 

 

თავი 1

 

 

 

დადგა ჩემი საათი და მე გიხმობთ თქვენ, მაღალი მთიდან, ცეცხლოვანი ქვებიდან ვუხმობ მათ ვინც გადაწყვიტა ჭეშმარიტი გზით სიარული.

 

 

 

ვეძახი მათ ვისთვისაც სიტყვა "რწმენა" ლიტონი ხმაურია, ვეძახი ცოდნას მოწყურებულებსა და ცნობისმოყვარეებს.

 

 

 

ვეძახი მაძიებლებსა და მოსვენების არ მქონეებს.

 

 

 

რამეთუ დადგა დრო დაინახოთ წყვდიადის სიდიადე და შუქი შუა ღამისა.

 

 

 

გააკეთე არჩევანი ადამიანო და აირჩიე ან ღმერთი საკუთარ შიშზე დაყრდნობით, ან მოდი ჩემთან და მე გასწავლი შენ.

 

 

 

რა არის ღვთის სამყაროში? სინათლე? სიწმინდე? არ არის მასში არც სინათლე და არც სიწმინდე, რამეთუ არ არის ის წმინდა და ნათელი.

 

 

 

წადი მასთან, თუ შენ გსურს მოსვენება.

 

 

 

წადი მასთან, თუ შენ გჯერა ყველაფერი სიტყვაზე.

 

 

 

წადი მასთან, თუ გჯერა, რომ მშობლებმა არ დაგბადეს შენ, არ აღგზარდეს სიყვარულით, არამედ მან შთაგბერა სიცოცხლის სუნთქვა.

 

 

 

წადი მასთან, თუ გწამს რომ მიწის მტვრისაგან შექმნა მან თავის მსგავსი და ხატი ადამი.

 

 

 

წადი მასთან, თუ შენ გაშინებს სიბრძნე.

 

 

 

წადი მასთან, თუ შენთვის სიყვარული ცოდვაა და საჭიროა მხოლოდ შთამომავლობის გასაგრძელებლად.

 

წადი მასთან თუ საკუთარი თავის არ გჯერა, წადი მასთან თუ სუსტი ხარ და სულით ღარიბი, ის მიგიღებს შენ, ის მოწყალეა.

 

მაგრამ თუ შენ ძლიერი ხარ სულით, ეძებ არა ბრმა რწმენას არამედ ცოდნას, თუ შენთვის სიყვარული ცოდვა არ არის, არამედ სიამოვნებაა, თუ შენ არაფერს არ იღებ რწმენით და ამოწმებ თითოეულ სიტყვას, მაშინ მოდი ჩემთან, მოდი ჩემთან და მე წაგიყვან ჭეშმარიტების გზით.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...