Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.274

ტანტრა ტრი ბჰავა და ათეისტური ყლიბერასტიზმი


blog-0902770001522915732.jpg

ათეისტური ყლიბერასტიზმის პრობლემა იმაშია რომ მისტიკური რეალობის უარყოფის გამო, ის ცდილობს "გაათანაბროს" ანუ "გახადოს თანასწორი" ყველა ადამიანი დედამიწაზე. ეს კი შეუძლებელია. ავხსნი რატომაც; ყველა ადამიანი ფლობს უნიკალურ სულიერ და ფიზიკურ ნიშანთვისებებს და მენტალურ პიროვნულობას. თითოეული პიროვნება განსხვავდება ყველა დანარჩენისგან. ინდივიდები არ არიან ერთნაირები. ადამიანები არ ჰგვანან ერთმანეთს მინიმუმ 55%-ით. აქედან გამომდინარე შეუძლებელია გაათანასწორო ერთმანეთისგან ინტელექტუალურად, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სულიერად განსხვავებული არსებები. ყველა ერთ დონეზე არ არის. ყლიბერასტიზმი უარყოფს იმასაც რასაც ამბობს ტანტრა: არსებობს ტრი-ბჰავა ანუ სამი არსი, სამი სახის ადამიანი დედამიწაზე; პაშუ, ვირა და დივია. არსებობენ ცხოველები, გმირები და ღმერთები. ვირა და დივია ესენია ზე-რელიგიური და ზე-ნაციონალური კოსმიური ზე-სულები და ზე-ადამიანები. პაშუ ესაა პრიმიტიული რელიგიური ცხოველი. მაგალითად; მაზდეანობა, იუდაიზმი, კონფუციზმი, შინტოიზმი, ბრაჰმანიზმი, ისლამი, ქრისტიანობა და ა.შ. ესაა – პ ა შ უ. ადვაიტა ვედანტა არის პაშუს და ვირას ზღვარზე, ისევე როგორც მაჰაიანა და ვაჯრაიანა. შაკტიზმი, აგჰორა, შაივა-სიდჰანტა და კალი-კულა ესაა უკვე ვირა და დივია. ამაზე დაბლა კი დგანან ნეო-რელიგიები და ანტითეისტები [ადჰარმა].

ათეისტები და სექტანტები საერთოდ ცხოველებიც კი არ არიან ტანტრას მიხედვით. დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ვირა და დივია. მინიმუმ 65% არის პაშუ. ყლიბერასტიზმი ამას არ აღიარებს და ამგვარ იერარქიულობას უწოდებს "რასიზმს" და "ფაშიზმს". უბრალოდ მათ არ ესმით რომ ტანტრა ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა ა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...