Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.279

გენდერი და ადვაიტა


ადვაიტა ვედანტა და ადვაიტა ტანტრა ამბობენ რომ ყველა და ყველაფერი ესაა პარაბრაჰმანი (ნირგუნა შივა) და მულაპრაკრიტი (ნირგუნა შაკტი). ბრაჰმანი და უზენასი პრაკრიტი ყველასა და ყველაფერშია. ბრაჰმანი ესაა სუფთა ნეტარება და სიყვარული. ღვთაებრივი შაკტი ყველა სხეულშია. ე.ი. ეს ნიშნავს იმას რომ ბრაჰმანი და შაკტი დემონთა სხეულებშიცაა? ნუთუ ღვთაებრივი სული და ენერგია ასურების სამეფოებშიც სუფევს? გამოდის რომ თუ ბრაჰმანი და შაკტი ყველაფერშია, ლგბტ ადამიანების და ცხოველების სხეულებშიცაა? ყველა ცხოველსა და მცენარეში და ყველა ლებოსელში და ტრანსგენდერში სუფევს ბრაჰმანი და შაკტი? თუ კარგად დავფიქრდებით ეს მართლაც ასეა. აქედან გამომდინარე ჰომოფობია ილუზიაა. ჰომოფობია არის ანომალია. მით უმეტეს უნდა ვთქვათ რომ უზენაესი რეალობა ყოველგვარი გენდერის და დუალიზმის მიღმა დგას. ბრაჰმანი და შაკტი განუყოფელია ერთმანეთისგან. შაკტი და ბრაჰმანი ერთი მთლიანია. შუდჰა-ადვაიტა ამბობს რომ მატერია არაა ილუზია არამედ ბრაჰმანის შაკტით არის წარმოშობილი და მისი ბუნების განუყოფელი ნაწილია. კალა, აკაშა, უმდაბლესი პრაკრიტი და ჯივა ბრაჰმანის არსის ნაწილები არიან. ყველაფერი = ღმერთი. აქედან გამომდინარე საშინელ შეცდომას უშვებს ის ვინც არღვევს აჰიმსას და ბოდჰიჩიტას კანონებს და ჩაგრავს ლგბტ-ს. ლგბტ ადამიანები ისევე არიან ბრაჰმანის ნაწილები, როგორც ნებისმიერი სხვა ჯივა. რატომ უნდა იყოს ლგბტ ბრაჰმანის საწინააღმდეგო ფენომენი? პარაბრაჰმანისთვის სექსუალურ ორიენტაციას მნიშვნელობა არ აქვს. ამის გარდა, არსებობს ათეულობით გენდერი. ქალი ესაა შაკტი, ხოლო კაცი – შივა, მაგრამ შეიძლება არსებობდეს ადამიანი რომელიც ერთდროულად შაკტიც არის და შივაც მამრობით-მდედრობით სხეულში და ასევე შეიძლება იყოს შაკტი კაცის სხეულით და შივა ქალის სხეულით. მით უმეტეს ისიც უნდა ვთქვათ რომ დევები სქესსაც იცვლიან ხოლმე მითებში. ვიშნუმ მიიღო მოჰინის ქალური ფორმა და შივასგან გააჩინა ბავშვი. ვინც იცის გაიგებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...