Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.279

ჰედონიზმი და სექსუალობა


ჰედონიზმი მიღებულია ბერძნული სიტყვიდან Hedone, რაც ნიშნავს “ტკბობას”, “სიხარულს” ან “სიამოვნებას”. თავდაპირველად იგი ნიშნავდა სასიამოვნო გემოს ან სუნის შეგრძნებით გამოწვეულ განცდას. შემდეგ მოიცვა ხუთივე შეგრძნებათა მოდალობიდან მომდინარე სასიამოვნო განცდები, რომლებიც დაკავშირებულია სმენასთან, სანახაობასთან ან შეხებასთან. საბოლოოდ, იგი იქცა ნებისმიერი ტიპის სიამოვნების აღმნიშვნელ ტერმინად. სიტყვის სემანტიკა შეგვახსენებს, რომ ყველაზე დიდი სიამოვნების საფუძველი ჩვენი ფიზიკური სურვილებიდან და საჭიროებებიდან მომდინარეობს. ამ მოსაზრებას ფილოსოფოსთა შორის ბევრი ოპონენტი ჰყავს. ე.წ. “რაციონალური ჰედონიზმის ” მიმდევრები თვლიან, რომ ნამდვილი სიამოვნება სულიერი და ინტელექტუალური კმყოფილებიდან გამომდინარეობს. მართალია, ასეთი სიამოვნება შედრებით რთულად მიიღწევა, ვიდრე ფიზიკური, მაგრამ ამ უკანასკნელთან შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნარჩუნდება.

ჰედონიზმის ეთიკა ასეთია, ” ის, რაც სასიამოვნოა, სწორია“. ჰედონიზმის განმარტების ასეთი მარტივი ვერსიაც კი ჩიხში შედის გარკვეულ მსჯელობათა ფონზე. ვინ იღებს სიამოვნებას და რამდენად სასიამოვნოა ეს სხვებისთვისაც? შეიძლება ის რაც ზღვარდადებულია, ამავე დროს იყოს სასიამოვნოც?- “ზომიერება საბედისწერო რამ არის საერთოდ. ის იგივეა, რაც მოსაწყენი საჭმელ-სასმელი, თავშეუკავებლობა კი სადღესასწაულო ნადიმია” -ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიდა ოსკარ უალდის ერთ-ერთი პერსონაჟი. თუმცა იმავე ავტორის თანახმად, ” ჰედონიზმს არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო ასკეტიზმთან, რომელიც აჭკნობს კლავს გრძნობებს და რა თქმა უნდა , არც უხამსობასთან, რომელიც კიდევ უფრო აშთობს და აჩლუნგებს მათ.”

ჰედონიზმს, როგორც მოძღვრებას შეგრძნებათა მაღალმნიშვნელოვნების შესახებ, ტრადიციულ ფილოსოფიაშიც ეჭვის თვალით შეჰყურებდნენ. ამგვარი დამოკიდებულება შეგვიძლია იმით ავხსნათ, რომ გრძნობების ჭეშმარიტი ბუნება ჯერ კიდევ შეუცნობელია ადმიანისათვის. გრძნობები ჯერ კიდევ ცხოველური ფორმით ვლინდებიან, რადგან კაცობრიობა გამუდმებით ცდილობდა ჩაეხშო და დაეთრგუნა ისინი, ნაცვლად იმისა რომ მასში ახალი ინტელექტუალური ელემენტი შეენიშნა.არაფერია გასაკიცხი სიამოვნებისადმი წმინდა და ბუნებრივ სწრაფვაში. თუმცა საზოგადოებრივი მორალი გახდა სიამოვნების მთავარი ინკვიზიტორი. ადამიანს კატეგორიზაციის გზით ყველაფრის გამარტივება სჩვევია, რაც ხშირად საფრთხეს უქმნის მის განვითარებას.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჰედონიზმის აქტუალურობა ფსიქოლოგიაშიც. ფსიქოლოგიური ჰედონიზმის მიხედვით, ადამიანის არჩევანი მოტივირებულია სიამოვნების მიღების სურვილით. ერთი შეხედვით, ეს თეორია უნდა გამორიცხავდეს ალტრუიზმს, თუმცა მეტად ლოგიკურად ხსნის მას საკუთარ მოსაზრებთა პოზიციიდან. როდესაც ადამიანი უანგაროდ ეხმარება სხვებს, ამით თვითონ იღებს დიდ სიამოვნებს, იზრდება მისი თვითშეფასება და თვითპატივისცემა. ასე რომ, პირდაპირ თუ ირიბად, ქცევის მოტივატორი მაინც სიამოვნებაა.

ზიგმუნდ ფროიდის თეორია, ადამიანის ფსიქოსექსუალური განვითარების შესახებ ,ყველაზე მეტად ჰედონისტურია.მის მიხედვით, ცხოვრების თითოეულ ეტაპზე ადამიანის ქცევას წარმართავს სიამოვნების მიღების წყარო. ორალურ სტადიაზე ჩვილი სიამოვნებას იღებს ძუძუთი კვებით, ანალურ სტადიაზე კი შეუზღუდავი დეფეკაციით. შემდეგ ფაზაზე, რომელსაც ფროიდი ფალოტურ ფაზას უწოდებდა, მოზარდები ფოკუსირებულნი არიან საკუთარ გენიტალიებზე, რაც გამოიხატება იმაში , რომ ისინი იკვლევენ თავიანთ სქესობრივ ორგანოს, მასტურბირებენ და იჩენენ ინტერესს სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ.ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური განვითარების ბოლო ეტაპია გენიტალური სტადია, რომელშიც სიამოვნების იმპულსი ეროტიული პიროვნებათაშორისი ურთიერთობებით კმყოფილდება. ადამიანის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე გადაჭარბებული კონტროლი და აკრძალვა, ავტორიტეტების მხრიდან (მშობლები, მასწავლებლები და ა.შ. ), იწვევს სიამოვნების მიღების მოთხოვნილების შეზღუდვას. უკვე ზრდასრულ ასაკში კი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება, ხშირ შემთხვევაში, პათოლოგიური ფორმით ვლინდება. გამომდინარე ამ მოსაზრებიდან, არის ცდუნება ვიფიქროთ, რომ სიამოვნების ლეგიტიმაცია ნაკლებ საფრთხეს უქადის მორალს, ვიდრე მისი აკრძალვა.

ჰედონიზმი: ბერძნული სიტყვიდან hedone –ტკბობა. ტიპი ეთიკური მოძღვრებებისა და ზნეობრივი შეხედულებებისა რომლებშიც ყველა მორალური განსაზღვრება გამოიყვანება ტკბობიდან და ტანჯვიდან,

 

სისტემატიზებული სახით როგორც ეთიკური მოძღვრების ტიპი ჰედონიზმი პირველად განვითარდა ბერძენი სოკრატიკოსი ფილოსოფოსი არისტიპ კირენელის //ძვ.წ.435-355// მოძღვრებაში რომლის თანახმადაც სიკეთეა ყველაფერი რაც ანიჭებს სიამოვნებას.

 

თავიდანვე ჰედონიზმი პრიორიტეტს ანიჭებდა ინდივიდის მოთხოვნილებებს და თვლიდა რომ სოციალური დადგენილებები არის ინდივიდის თავისუფლების შემბოჭველი და მისი პიროვნების დამთრგუნველი პირობითობები.

 

ამავე დროს ჰედონიზმს შეეძლო უკიდურესი ფორმების მიღებაც. ასე უკვე არისტიპეს მიმდევარ კირენაიკოსებს შორის იყვნენ ისეთები რომელთა აზრითაც გამართლებულია ნებისმიერი სიამოვნება და გამართლებულია სიამოვნების მომნიჭებელი ნებისმიერი მოქმედება.

 

ამით კირენაიკოსები განსხვავდებოდნენ სოკრატესგან რომელიც აღიარებდა სიამოვნების მნიშვნელობას მაგრამ რომელსაც მიაჩნდა რომ სიამოვნება არის გაცნობიერება იმისა რომ ის რაც კეთდება კეთდება კარგად.

 

სოფისტებთან პოლემიკაში სოკრატე ცუდ სიამოვნებებს განასხვავებდა კარგი სიამოვნებებისგან და ნამდვილ სიამოვნებებს განასხვავებდა ცრუ სიამოვნებებისგან....

 

არისტოტელე თვლიდა რომ სიამოვნება როგორც ასეთი არაა სიკეთე და ის თავისთავად არაა არჩევის ღირსი.

 

ჰედონიზმის ზომიერი ნაირსახეობა წამოსწია ბერძენმა ფილოსოფოსმა ეპიკურემ რომლის თანახმადაც ღირსეულია მხოლოდ ბუნებრივი და აუცილებელი სიამოვნებები რომლებიც არ არღვევენ სულის შინაგან სმშვიდეს.

 

ეპიკურეს ზნეობრივ მოძღვრებას უწოდეს ევდემონიზმი //სიტყვა ევდემონია ბერძნულად ნიშნავს ბედნიერებას//.

 

უმაღლეს სიკეთედ ეპიკურე თვლიდა ატარაქსიას, ე.ი.აუღელვებლობას, "თავისუფლებას ფიზიკური ტანჯვისგან და სულიერი მღელვარებებისგან."

 

მაგრამ ჰედონიზმი დიდად არ განსხვავდება ევდემონიზმისგან იმიტომ რომ ორივე მოძღვრება ადამიანს მიმართავს სიამოვნებისკენ //პირადი ბედნიერებისკენ// და არა სიკეთისკენ, და თუ სიკეთისკენ მაშინ სიამოვნებისთვის და პირადი ბედნიერებისთვის.

 

აღორძინების ხანაში როგორც უკიდურესმა ისე ზომიერმა ჰედონიზმმა მიიღეს ახალი იმპულსი. ჰუმანისტებისთვის ეს იყო ადამიანის და მისი ყველანაირი გამოვლინების ფასეულობის მტკიცების თეორიული იარაღი.

 

განმანათლებლები //გასენდი, ლამეტრი, ჰოლბახი// ჰედონიზმით უპირისპირდებოდნენ რელიგიურ მსოფლმხედველობას, ქრისტიანობას.

 

ჰედონიზმის ყველაზე გვიანი თეორიული ფორმა იყო ჯ ბენტამის და ჯ.ს.მილის უტილიტარიზმი //8 ს. ბოლო–19 ს.//.

 

უტილიტარიზმი თანმიმდევრულად გააკრიტიკეს გ.ს.სინჯვიკმა და ჯ.ე.მურმა. ამან ჰუმანიტარული მეცნიერებების, პირველ რიგში ფსიქოლოგიის განვითარებასთან ერთად აჩვენა საზოგადოდ ქცევის და კერძოდ მორალის ჰედონისტური აღწერის და დასაბუთების შეზღუდულობა.

ჰედონიზმი [ბერძნ. Hedone – სიამოვნება] – მიმართულება ეთიკაში, რომლის მიხედვითაც ადამიანის ქცევის უმთავრესი მოტივი და უმაღლესი მიზანი რაიმეთი სიამოვნების მიღებასა და ტკბობაში მდგომარეობს. ჰედონისტური მოტივები ფართოდ იყო წარმოდგენილი აღორძინების ხანაში, მოგვიანებით – განმანათლებელთა ეთიკურ თეორიებშიც. ჰედონიზმი ეწინააღმდეგება ზნეობრიობის რელიგიურ გაგებას – ეკლესია უარყოფდა მიწიერ სიამოვნებებს, მათ შორის სექსუალურსაც და თვლიდა, რომ სექსუალური ცხოვრება მხოლოდ ადამიანური მოდგმის გამრავლების მოთხოვნით უნდა ყოფილიყო შემოსაზღვრული. მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ სწორედ ჰედონიზმის პრინციპები უდევს საფუძვლად ადამიანის სექსუალურ ქცევას.

ჰერმაფროდიტიზმი [ბერძნ. Hermaphroditos – ჰერმესისა და აფროდიტეს შვილი, რომელიც ორსქესოვანი იყო] – ორსქესიანობა, ინტერსექსუალურობა; სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევა, როდესაც გარე სასქესო ორგანოებს აქვს როგორც ქალის, ისე მამაკაცის სასქესო ნიშნები. ანსხვავებენ ნამდვილ ჰერმაფროდიტიზმს (მამაკაცისა და ქალის სასქესო (თუ შინაგანი სეკრეციის) ჯირკვალის არსებობისას) და ცრუ ანუ ფსევდოჰერმაფროდიტიზმს (ორგანიზმში მხოლოდ ქალის ან კაცის სასქესო (თუ შინაგანი სეკრეციის) ჯირკვალის არსებობისას)

ჰეტერა [ბერძნ. Hetaira] – ძვ.საბერძნეთში განათლებული, დაუქორწინებელი, თავისუფალი ქცევის ქალი, რომელიც დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდა. ზოგიერთი მართგანი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ სახლებში თავს იყრიდნენ გამოჩენილი პოლიტიკურ მოღვაწეები, პოეტები, მოქანდაკეები… როგორც წესი, ჰეტერები მდიდარი მფარველის ხარჯზე ცხოვრობდნენ. შემორჩენილია ქვის ფილები, რომლებზედაც ამოკვეთილია ფასები, რომელსაც მამაკაცები ჰეტერებს სთავაზობდნენ. მაგრამ, ეს არ იყო პროსტიტუცია ტრადიციული გაგებით, რადგან ჰეტერებს სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ იმ ადამიანებთან ჰქონდათ, ვინც უყვარდათ. ჰეტერების ინსტიტუტის პარალელურად ქვეყანაში არსებობდნენ მეძავებიც. ძველბერძენი ორატორი და პოლიტიკური მოღვაწე დემოსთენე ამბობდა, რომ ყველა თავისი თავის პატივისმცემელ ბერძენს ჰყავს სამი ქალი: ცოლი – გვარის გასაგრძელებლად, მონა ქალი – ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად და ჰეტერა – სულიერი კომფორტისათვის.

ჰეტერო/ჰომოსექსუალობა [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე / homos მსგავსი, ტოლი + სექსუალობა] – ეს ცნება აღწერს ინდივიდის სექსუალურ ქცევას. ჰეტერო/ჰომოსექსუალობას განსაზღვრავს სექსობრივი პარტნიორის შერჩევისას უპირატესობის მინიჭება საკუთარი ან საპირისირო სქესის წარმომადგენლისათვის.

ჰეტერო/ჰომოსოციალურობა [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე / homos მსგავსი, ტოლი + სოციალურობა] – ეს ცნება განსაზღვრავს ინდივიდის ორიენტაციას საუკუთარი ან საპირისპირო სქესის ადამიანებთან ურთიერთობისას. მისი მთავარი მაჩვენებელია იმ საზოგადოების შემადგენლობა, რომელშიც ინდივიდი ტრიალებს.

 

ჰეტეროქრომოფილია [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე + chroma ფერი + philia სიყვარული] – ფეტიშიზმის სახესხვაობა, როცა პარტნიორის განსხვავებული კანის ფერი სექსუალური სტიმულია.

ჰეტეროფილია [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე + philia სიყვარული] – გამოხატული ეროტიული შეფერილობის გარეშე არსებული ემოციური მიზიდულობა საპირისპირო სქესის ადამიანებისადმი.

ჰეტეროეროტიზმი [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე + ეროტიზმი [eros, erotos სიყვარული] გადაჭარბებული სქესობრივი აღგზნებულობა, მეტისმეტი ვნებიანობა] – ეროტიული ლტოლვა სხვა სქესის ადამიანებისადმი (აუცილებელი არაა ამას თან ახლდეს სექსუალური სიახლოვე).

ჰიმენე [ბერძნ.hymene აფსკი, საფარველი] – იხ. საქალწულე აპკი.

 

ჰიპერსექსუალობა [ბერძნ. hyper აქ. ნორმის გადამეტება + სექსუალობა] – გადამეტებული სექსუალური ლტოლვა (იხ.ასევე ნიმფომანია, სატირიაზისი).

ჰიპერსექსუალობა პუბერტიტული – ფსიქიკის მოზარდის ასაკისათვის დამახასიათებელი ფიქსაცია სექსუალურ-ეროტიულ შთაბეჭდილებებსა და ფანტაზიებზე.

ჰიპერსუბლიმაცია [ბერძნ. hyper აქ. ნორმის გადამეტება + ლათ. sublimo ვამაღლებ] – სექსუალური გამოვლინებების სტოიკური დათრგუნვა, სექსუალური ინტერესების სისტემატიური შევიწროვება სპორტული, შემოქმედებითი ან მწარმოებლური ხასიათის აქტივობით.

 

ჰიპოგენიტიალიზმი [ბერძნ. hypo აქ. დაქვეითება ნორმასთან შედარებით + გენიტალია – ლათ. genital is დაბადებასთან დაკავშირებული ] – სასქესო ორგანოებისა და მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობა სქესობრივი ჰორმონების დაბალი სეკრეციის შემთხვევაში.

ჰირსუტიზმი [ლათ. hirsutus თმიანი, გარსშემოზრდილი თმით] – ჭარბთმიანობა ქალებში (ულვაშის, წვერის გაზრდა). ვირილიზმის გამოვლინება. გამოწვეულია ანდროგენების სიჭარბით. ხანდახან თავს იჩენს ფეხმძიმობის ან კლიმაქსის პერიოდში. ის შეიძლება კონსტიტუციურიც იყოს, ორგანიზმში რაიმე პათოლოგიური პროცესების არსებობის გარეშე (მაგ. ბრიუნეტებსა და აღმოსავლელ ქალებში).

ჰომო… [ბერძნ. homos მსგავსი, ტოლი] – რთული სიტყების შემადგენელი ნაწილი, რომელიღ აღნიშნავს მსგავსებას, ერთიანობას, ერთი და იმავეს კუთვნილებას (მაგ. ჰომოსოციალურობა, ჰომოფილია…)

ჰომოეროტიზმი [ბერძნ. homos მსგავსი, ტოლი + ეროტიზმი [eros, erotos სიყვარული] გადაჭარბებული სქესობრივი აღგზნებულობა, მეტისმეტი ვნებიანობა] – ეროტიული ლტოლვა საკუთარი სქესის ადამიანებისადმი (აუცილებელი არაა ამას თან ახლდეს სექსუალური სიახლოვე).

 

ჰომოსვესიზმი [ბერძ.homos მსგავსი + ლათ. vestio ჩაცმა] – ტრანსვესტიზმისა და ფეტიშიზმის ერთგვარი შერწყმა, როცა საკუთარი სქესის სხვა წარმომადგენელთა ტანსაცმლის ჩაცმა სექსუალურ სიამოვნებას ანიჭებს. ხშირად, ეს ლტოლვა შენიღბულია ¨რაიმე ახლის¨ ჩაცმის სურვილით და ადვილად ასახსნელია საერთო საცხოვრებლის პირობებითა და ტანსაცმლის დეფიციტით.

 

ჰომოფილია [ბერძნ. homos მსგავსი, ტოლი + philia სიყვარული] – გამოხატული ეროტიული შეფერილობის გარეშე არსებული ემოციური მიზიდულობა საკუთარი სქესის ადამიანებისადმი.

 

ჰომოფობია [ბერძნ. homos მსგავსი, ტოლი + phobos შიში, სიძულვილი] – ირაციონალური სიძულვილი ჰომოსექსუალების მიმართ; ხშირად გამოხატავს საკუთარი სექსუალურ ფანტაზიებსა და იმპულსებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...