Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.279

"აზრის თავისუფლების პატივისცემა"?! დამცინით?


აი რა აბსურდი მოიტანა ნეოლიბერასტიამ... 1f642.png:)))... "პიროვნება" მეუბნება ვაღიარებ რომ ჰომოფობი და რასისტი ვარო და ჩემს აზრს პატივს რატომ არ სცემო! 1f642.png:)))... ეს იგივეა მუსულმანმა ჯიჰადისტმა შენობა ადამიანებთან ერთად რომ ააფეთქოს და დახოცოს ხალხი და მერე გაბრაზებულმა თქვას "პატივს რატომ არ სცემთ ჩემს აზრს?!" ეს იგივეა მანიაკმა გოგო რომ გააუპატიუროს და სასამართლოზე განაწყენებული უცოდველობის სიფათით თქვას "სადაა ჩემი აზრის პატივისცემა?!" ეგ იგივეა პედოფილმა კანიბალმა ბავშვები რომ გაიტაცოს, მოტყნას, მოკლას და შეჭამოს და მერე გაბრაზებულმა და გაოცებულმა იკითხოს "ჩემი აზრის პატივისცემა სადაა?!".... უბრალოდ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ამ არსებებს საერთოდ არ ესმით არც პოლიტიკა, არც ეთიკა და არც ეზოთერული დოქტრინა. არსებობს ჭეშმარიტება და არსებობს სიცრუე (მცდარი აზრი), ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში რომ რასიზმი ადვაიტას ფილოსოფიის მიხედვით = ილუზია. მატერიალური ფასეულობები როგორიცაა "რასა", "ერი" და "სისხლი" = ილუზიები და უმეცრება, რომლებიც დაძლეული უნდა იქნას. ამას გარდა უფალი = აბსოლუტური სიკეთე და სიყვარული, აქედან გამომდინარე ერთობ საეჭვოა რომ კოსმიურმა გონმა (უფალმა) მხარი დაუჭიროს ამ რასისტულ და ჰომოფობიურ მარაზმს. შივა ადვაიტას მიხედვით და შაკტი ადვაიტა ტანტრას მიხედვით მთელი სამყარო ესაა შივას და შაკტის ენერგეტიკული სხეული, ყველა ცოცხალი არსება ესაა შივას და შაკტის განსხეულება, ავატარა და ფიზიკური ფორმა. შივა (მარადიული ცნობიერება) და შაკტი (მარადიული ენერგია) ერთნაირად იმყოფებიან ყველა ცოცხალი არსების სხეულში. რასიზმის და ჰომოფობიის მსგავსი ნებისმიერი იდეა არის ცოდვა წარმოშობილი უმეცრებიდან და ეგოიზმიდან. უმეცრება და ზიანის მიყენება უდანაშაულოსთვის არის დანაშაული (ცოდვა). დედა უფალი მაჰაკალი და უფალი მაჰაკალა არიან დამსჯელი ღვთაებები რომლებიც სჯიან უმეცრებისა და ეგოიზმის ჭაობში ჩაძირულ ცოდვილებს.

რასისტები და ჰომოფობები არიან როგორც მორწმუნეები ასევე ათეისტებიც და ეს არაა გასაკვირი. რასიზმი და ჰომოფობია მაინც და მაინც რელიგიასთან არაა დაკავშირებული. მცდარი აზრის მქონე მდაბიო პრიმიტივს რომელსაც კრამიტი აქვს დაცურებული პატივი უნდა ვცე?! კრიმინალური აზროვნების "ადამიანს" პატივი უნდა ვცე?! გაგიჟდით??... პატივი ვცე არსებას რომელიც მეუბნება "ვარ ჰომოფობი და რასისტი"?! ეს რა აბსურდია?! და კიდევ ეს კრეტინები მამარდაშვილს ციტირებენ!!!... თავის დროზე მე რამოდენიმე ინდოელი ვაიშნავი (ვიშნუიტი) გავიცანი და ტკბილად ვისაუბრეთ, ვადიდეთ უფალი ვიშნუ და თქვენ წარმოიდგინეთ მათ ძალიან გაუკვირდათ როცა გაიგეს რომ ვიშნუს ვეთაყვანებოდი... ე.ი. ადამიანი გეზიზღებოდეს სექსუალური ორიენტაციის გამო ან "ეროვნების" (კანის ფერის) გამო = ნორმა?? ამ ადამიანებს ეს დანაშაული არ ჰგონიათ და ფიქრობენ რომ მათ "აზრს" აქვს არსებობის უფლება. მათ დაუსჯელობის სინდრომი სჭირთ. წარმომიდგენია რა დონეზე აქვთ დამახინჯებული აზროვნება. აი ესაა ამათი ლიბერასტია, როცა ყოველი გარეკილი კრიმინალი ითხოვს "პატივისცემას".... მარაზმი...

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...