Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.279

დედაღვთაებადედობის პრინციპი, დედაღვთისა, ღმერთთა და კაცთა მშობელი ყოველი ხალხის მითოლოგიაში, ერთ-ერთ ყპირველეს ადგილს იჭერს (. დია, რეა, მაგნა მატერ და სხვა.), მაგრამ ეს ტერმინი გამორჩეულად გულისხმობს შუმერულ-აქადური მითის მოტივს: კრებითი სახელია ქალღმერთთა, ადამიანებისა და ღმერთების მშობელ, კაცთა და ქალაქთა მფარველ ქალ-ღვთაებათა, რომელთა ქმარია ენლილი (დამგალნუნას სახით: გალქალი). შუმერში ძალზე ცნობილი იყო ნინმახი, ნინტუ, მამა (მამი) და არარუ (ეპოსებში). მათს გამოსახულებებში ხაზგასმულია ან ყრმა, რომელიც ხელში უჭირავთ, ან სასქესო ატრიბუტი, რაც საერთოა ყოველ უძველეს მითოლოგიაში.

იხილეთ აგრეთვე

აფროდიტე (ძვ. ბერძნ. Ἀφροδίτη) — სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. ჰესიოდეს თანახმად, იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან (აქედან - მისი ერთ-ერთი ეპითეტი "კიპრიდა"). ზღვისგან ნაშობი სიყვარულის ქალღმერთის იდეა და კულტი საბერძნეთში აზიიდან გავრცელდა (შდრ. ასტარტე). თავდაპირველად აფროდიტე ბუნების ძალას განასახიერებდა და ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით კ. კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე. ძველ რომაულ მითოლოგიაში აფროდიტეს შესატყვისია ვენერა (ვენუს). ანტიკურ სახვით ხელოვნებაში აფროდიტე წარმოდგენილია იდეალური სილამაზის შიშველი ქალის სახით. აფროდიტეს ქანდაკებიდან განსაკუთრებით ცნობილია პრაქსიტელეს კნიდოსის აფროდიტე (ძვ. წ. IV ს.) და აფროდიტე (ვენერა) მილოსელი (ძვ. წ. II ს.).

კიბელე (ძვ. ბერძნ. Κυβέλη, ლათ. Cybele) — წარმოშობით ძველი ფრიგიული ღვთაება, დიდი დედა, მიწიერ არსთა მშობელი, ბუნების ამყვავებელი, განმანაყოფიერებლი და ამაღორძინებელი. მისი კულტი დიდად იყო გავრცელებული მცირე აზიაში და ადრევე შეერწყა ბერძნული ღმერთქალის, რეას კულტს.

იდუმალებით მოცული ძველი ფრიგიული ქალღმერთი მთის მწვერვალებზე ცხოვრობდა და დააქროლებდა ძვირფას ეტლს, რომელშიაც შებმული ჰყავდა ლომები და ჯიქები. მას შეუყვარდა ჭაბუკი ატისი, ატისმა კი მოკვდავი ქალი ამჯობინა. განრისხებული კიბელე ქორწილში გამოჩნდა და ყველა გააგიჟა. გადარეული ატისი მთაში გაიქცა და თავი მოიკლა. მისი მოსაგონებელი დღესასწაულები კი ისევ კიბელემ დააწესა.

რეა – დედა ღმერთქალი ურანოსისა და გეას ქალიშვილი. კრონოსის ცოლი. კრონიდების დედა. რეას უძველეს საკულტო ადგიდად ითვლებოდა კრეტა, სადაც გადმოცემის თანახმად, ერთ–ერთ გამოქვაბულში შვა და აღზარდა ზევსი.

დევი (სანსკ. देवी devī „ქალღმერთი“) — ინდუიზმის უძველესი ნაყოფიერების ქალღმერთი.

საუკუნეების განმავლობაში მას ყველა მდედრ ღვთაებათა ფუნქცია დაეკისრა. დევის მანიფესტაციები მრავალია — ლაკშმი, სარასვატი, მაგრამ ყველაზე მეტად იგი გაიგივებულია შივას მეუღლე დურგასთან, რომელსაც თავის მხრივ დევის, როგორც მდედრი საწყისის, საპირისპირო ბუნების ფორმები მიეცა — მრისხანე კალი და ლმობიერი პარვატი.

დურგა (სანსკ. दुर्गा durgā ”ძნელად შესაცნობი”) — ინდუიზმის ყველაზე მთავარი ქალღმერთი, გამანადგურებელი ღვთაება შივას მეუღლე.

დურგა არა მხოლოდ ყველა სულიერის დედაა, იგი თვით ღმერთების მშობელიცაა. ავ სულთა შემმუსვრელი და გასაჭირში მყოფთა მფარველი ქალღმერთის კულტი ძლიერ გავრცელებულია ინდუიზმის მიმდევრებს შორის, დურგასი ეშინიათ და უყვართ იგი. ყველა სხვა ღვთაებათა თაყვანისცემამდე მას როგორც „მშობელ დედას“ (მა) ეთაყვანებიან.

ჰეკატე არის ქალღმერთი ძველ ბერძნულ რელიგიასა და მითოლოგიაში.მას მოიხსენებიან მაგიის,ჯადოქრობის,სინათლის და სულების ქალღმერთად.

იდუმალებით მოცულ ქვესკნელის ძალთა განსახიერება, საბერძნეთში ხორცშესხმული და დიდ ქალღმერთად ცნობილი. მართალია ჰომეროსი არ ახსენებს, მაგრამ ან მაშინ ჯერ კიდევ არ იყო საბერძნეთში განდიდებული, ან ეს შემთხვევით მოხდა, მით უფრო, რომ თავის ჰიმნში ჰომეროსი ადიდებს სულით ნაზ ჰეკატეს, „მშვენიერსამოსიანს“ (25). ჰესიოდესთან კი შესაძლოია ეს სახე გამოჩნდა იმავე ორფიკების ჩანართიდან, რომელთაც მოგვიანებით ჰეკატე უაღრესად განადიდეს. აქ (თეოგ. 411-452) ის ტიტან პერსეს (ან პერსეოსის) და ასტერიას ასულია, ან ზევსის და დემეტრეს, ტარტაროზის და ასე შემდეგ. ეს უკანასკნელი უფრო ლოგიკური უნდა იყოს, რადგან თავისი ბუნებით ის უფრო ქვესკნელის, მიწის წიაღის ზარდამცემი ხთონიური ღვთაებაა, ვიდრე ზევსის ნათელი, ამაღლებული შვილები (არტემიდე, ჰებე და სხვა). ამასთან აპოტროფიული ღვთაებაცაა (სიძვისაგან დამცველი). ორფიკული მოძღვრებით, რაც თავისთავად, თეოგონიაშიც ასახულია, ბევრი ფუნქცია ეკისრება. ტიტანიდებს შორის ყველაზე მეტად პატივდებულია, ვითარცა მბრძანებელი ცათა, მიწისა და ზღვის წიაღისა, მცენარეთა ნაყოფიერებისა, მეჯოგეობისა, სიჭაბუკისა, მონადირეთა, მეზღვაურთა და მიწის მაშვრალთა, მშობიარეთა მფარველი, სიბრძნის მეტყველი და მრჩეველი ოლიმპიელთა სამართალსა და საკრებულოზე, ბედნიერებისა და გამარჯვების მომნიჭებელი. ყოველივე ეს ჰერას და ათენას სიმაღლეზე აყენებს. მეზღვაურებს ქარკეთილს უგზავნის, მესაქონლეს საქონელს უმრავლებს, მეთევზეს ბადეს უვსებს, პოეტს დაფნით აგვირგვინებს, მშობიარეს ტკივილებს უმსუბუქებს. მართალია, ტიტანიდაა, მაგრამ არ მოხვედრილა ტარტაროზში, ზევსმა ძალაუფლება შეუნარჩუნა და ასევე ყველა ღმერთი პატივსა სცემს. ეს ნათელია. მაგრამ ჰეკატეს ნამდვილი პოეტური სახე, რასაც თუნდაც არგონავტიკაში ვხედავთ, მაინც უფრო ბნელის, ზარდამცემის იერს ატარებს და მთლიან ასპექტში ეძლევა ის სახე, რაც ორფიკებმა მიანიჭეს: მისტიკური, იდუმალებით მოცული, შემაძრწუნებელი, რამდენიმე ჯუფთი და გაიგივებულიც კი ისეთ ქალღმერთებთან, როგორიც არიან პერსეფონე, რეა კიბელე, დემეტრა. როგორც ახალი თაობის გამომზრდელი (კოიროტროფოსი), ჰეკატე გაიგივებულია არტემიდესთან, ორივე ერთად კი — სელენესთან, მთვარის ქალღმერთთან, ამ სახით, ნადირთა ქალღმერთიცაა (პოტნია თერონ).

იშთარი (აქადური: ) — ხორციელი სიყვარულის, ნაყოფიერების, ომისა და შუღლის ქალღმერთი ასურეთსა და ბაბილონში. მისი შუმერული ანალოგია ინანა.

იშთარი არის ნაყოფიერების, ფიზიკური სიყვარულის ქალღმერთი, ომის და არეულობების, ასტრალური ღვთაების პერსონიფიკაციის პლანეტა ვენერა; ასოცირებული პარასკევ დღესთან. ითვლებოდა, რომ იშთარი იცავდა მეძავებს. იგი იყო ელიასა და ბაალის ქალიშვილი. მთავარი მითი მოგვითხრობს, რომ ქალღმერთმა სიყვარული შესთავაზა გილგამეშს, თუმცა მან უარი თქვა და შეახსენა, რომ ბევრი შეყვარებულია დაღუპული მის მიერ - ღმერთების, ადამიანებისა და ცხოველების სახით. გაბრაზებული ქალღმერთი საპასუხოდ აგზავნის მის ქალაქ ურუქში ზეციურ ხარს - მონსტრს, რომელიც მისი მოთხოვნით შექმნა იშთარის მამამ, ღმერთმა ანუმ.

სხვა მითები გვაცნობებს ამბავს იშთარის აღზევებას ჯოჯოხეთში, რომლის შემდეგ კი გაქრა დედამიწაზე სიყვარული, ფლორა და ფაუნა. დასავლეთ სემიტურ მითოლოგიაში იშთარი ასოცირდება ასტარტით, ხოლო შუმერულ მითოლოგიაში - ინანით.

მის შესახებ მონაცემები დაცულია აშურის ფრაგმენტში (ძვ. წ. XI საუკუნე) და ასურბანაფალის ბიბლიოთეკაში (ძვ. წ. VII საუკუნე).

ლაკშმი (სანსკ. लक्ष्मी lakṣmī „ბედნიერების მომტანი“) — ინდუისტური ბედნიერების ქალღმერთი, ღვთაება ვიშნუს მეუღლე და მარადიული თანამგზავრი.

ლაკშმი მფარველ ღმერთს მუდმივად ფეხთით უზის და მას მაშინაც არ შორდება, როდესაც ვიშნუ თავისი მისიის აღსასრულებლად ქვეყანას ერთ-ერთ ავატარად ევლინება. ლაკშმი მეუღლეს ყოველთვის თან ახლავს: რამასთან იგი სიტაა, კრიშნასთანრადჰა.

მშვენიერი ქალღმერთი განისვენებს ლოტოსის ყვავილზე და აწეული ხელით ლოცავს თავის თაყვანისმცემლებს, ხოლო უბეში მყოფი ოქროთი სავსე ქოთნიდან მას მონეტები უცვივა.

ლაკშმის ერთგულება და მეუღლის დაუღალავი მსახურება ახლადგათხოვილთათვის მაგალითად მოჰყავთ ინდოეთში, ხოლო მისი უხვად შემკული ტაძრები ყოველთვის სავსეა სიმდიდრის და ბედნიერების მრავალრიცხოვანი მაძიებლებით.

Ре́я (др.-греч. Ῥέα, эпич. Ῥείη) — титанида в древнегреческой мифологии, мать олимпийских богов. Дочь Урана и Геи[1]. Супруга и сестра титана Кроноса[2], мать богини домашнего очага Гестии, богини полей и плодородия Деметры, богини семей и родов Геры, бога подземного царства Аида, бога морей Посейдона, бога грома и молнии Зевса[3][4]. По орфикам, дочь Протогона[5]. В римском пантеоне ей соответствует Опа и Кибела (лат. Magna Mater).

Кронос пожирал всех своих детей, опасаясь рождения более сильного, чем он, наследника, но Рее удалось спасти самого младшего — Зевса. По совету Геи и Урана она родила Зевса в области Ликтос, спрятала на горе Дикте[6]; либо родила его тайно в пещере на острове Крит, на горе Дикта; либо, когда была беременна, прибыла на гору Тавмасион в Аркадии, охраняемая гигантами (там была пещера Реи), а Зевса родила на горе Ликее, где есть и место Кретея, послед же бросила в реку Лимакс[7].

Рея

Кроносу она подсунула запеленутый камень, который тот и проглотил. В другом варианте мифа Рея спасла Посейдона, спрятав его среди пасущихся овец, а Кронос проглотил жеребёнка[8].

В некоторых источниках, Рею во время поисков места для рождения Зевса, сопровождали куреты. Согласно легенде, куреты подняли невообразимый шум, дабы заглушить им крики новорожденного бога и тем самым спасти его от неминуемой гибели в чреве своего отца. В полном вооружении они охраняли Зевса-младенца на Крите, ударяя копьями о щиты[9].

Д. О. Торшилов также отмечает, что Рея почиталась как богиня земли, её эпитет — Пандора[10].

В Кносской земле показывали фундамент жилища Реи[11]. От её блужданий названа гора Алесион (Блуждания) у Мантинеи[12].

В период поздней античности Рея отождествлялась с фригийской Великой матерью богов и получила имя Реи-Кибелы, культ которой отличался оргиастическим характером[8]. Во Фригии Рея исцелила Диониса. Там он постиг таинства и получил от Реи столу[13].

В честь Реи назван астероид (577) Рея, открытый в 1905 году, а также спутник Сатурна Рея, открытый в 1672 году.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...