Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.274

რა??! "აზრის თავისუფლება"?! ანუ "თავისუფალი არჩევანი"?! რასა და რას შორის? ეზოთერულ ჭეშმარიტებასა და ანტიეზოთერულ ილუზიას შორის? და ესაა თქვენი იდეალი? "დამოუკიდებელ ადამიანთა"? უკაცრავად მაგრამ "თავისუფალი არჩევანი" და "დამოუკიდებლობა" შეიძლება ადამიანს ჰქონდეს პირად ინტიმურ ცხოვრებაში, მაგრამ სამყაროს, ღმერთის და ადამიანის ბუნების შესახებ წარმოდგენები ყველას უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად ერთნაერი და შეესაბამებოდეს პრიმორდიალურ ტრადიციას ანუ მეტაეზოთერულ ჭეშმარიტებას! როგორ შეიძლება რომ იყოს "თავისუფალი არჩევანი"? კარმული კანონი უარყოფს ამ "არჩევანს"! არსებობს კარმა და არსებობს სანსარა! მორჩა! სხვა არაფერია საჭირო! ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სწორი სუპერეკუმენისტური სინკრეტული ეზოთერული იდეოლოგია. "არჩევანი" გულისხმობს იმას რომ ადამიანს აქვს არჩევანი ეზოთერულ ჭეშმარიტებასა და ანტიეზოთერულ ილუზიებს შორის და მას აქვს "უფლება" და "შესაძლებლობა" "აირჩიოს" ილუზიები. განა ეს კარგია? ბოდიში მაგრამ ეზოთერული ტრადიცია არავითარ "აზრის თავისუფლებას" და "არჩევანს" არ ცნობს. შენ უნდა იყო ეზოთერიკი, სხვა გზა არ გაქვს. ეს "აზრის თავისუფლება" = ქაოსი და ანარქია. და რას ნიშნავს "კრისტალიზდება ინტერესებიო"? რაებს ბოდავ მერაბ? კრისტალიზდება კი არა ათეისტმა ლიბერასტებმა რომ გაიმარჯვონ გლობალურ დონეზე, სულ რაღაც 48 საათში კაცობრიობისგან ბუნდღა არ დარჩება, ადამიანები 48 საათში მოუღებენ ბოლოს საკუთარ თავს. თქვენი აზრით თუ ეს "თავისუფლება" გლობალურ დონეზე გაიმარჯვებს რა გზით წავა კაცობრიობა??... ადამიანები წავლენ ნგრევის და დეგრადაციის გზით, მით უმეტეს რომ თანამედროვე ლიბერასტებს მხარს უჭერენ დარვინისტები რომლებსაც სასაცილოდ არ ჰყოფნით ეზოთერული ცოდნა. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ სატია იუგა ანუ ოქროს საუკუნე როცა ყველამ იცოდა ეზოთერული ჭეშმარიტება, არ იყო სიღარიბე და სნეულება, ყველა გემრიელად ერთობოდა, ადიდებდა უფალ ნარაიანას და ატლანტიდაც ყვაოდა. სხვა ვარიანტი არ არსებობს და არც იქნება. "აზრის თავისუფლება" ესაა პრიმიტიული მატერიალისტებიც დოგმა. ეს დოგმა = აბსურდი, რადგანაც ისინი უარყოფენ ოკულტურ დოგმებს რაც მაღიზიანებს ძლიერ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...