Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.276

ქრისტეს, იუდეველთა "ღმერთის" და აღმოსავლური ფილოსოფიის შესახებ


მოდით დავფიქრდეთ; რატომ გგონიათ რომ ვიშნუ და ქრისტე ერთმანეთთან შეუთავსებელია? რატომ მეუბნებით რომ იოგა, ვედანტა და ტანტრა ერეტიკული ცოდვაა რომელიც უპირისპირდება ქრისტიანობას? რატომ ამბობთ რომ არსებობს "ძველი აღთქმა" და "ახალი აღთქმა" და რომ ქრისტე არის იუდეველთა "უფლის" ძე?

 

მე ვიცი ამაზე პასუხი; ჯერ ერთი ქრისტეს გააჩნია ორი ასპექტი: პიროვნული და უპიროვნო. ქრისტე როგორც პიროვნება ესაა კოსმიური გონი ანუ ლოგოსი, პლერომას ანუ სულიერი სამეფოს ერთ ერთი უზენაესი ეონი შობილი ეონ ნუსის და ეონ ალატეიას კავშირიდან, რომლებიც შვა უზენაესმა სულმა. სწორედ ეს უზენაესი სულია ქრისტეს და საერთოდ ნებისმიერი არსების უპიროვნო უმაღლესი მე (კოსმიური სული). უზენაესი სული ესაა პარაბრაჰმანი იგივე პარაშივა, რომელსაც გააჩნია მდედრობითი ასპექტი – პარა შაკტი. ორივე ასპექტი ვლინდება პიროვნულად. ქრისტე არის ზესულის ემანაცია. ვიშნუც არის ზესულის ემანაცია და პიროვნული ფორმა. ერთიც და მეორეც ღმერთია. ეგ იმიტომ რომ უზენაეს სულს აქვს უამრავი პიროვნული ფორმა და იპოსტასი რომლებსაც ჰყავთ ავატარები. ქრისტე = სიკეთე, ვიშნუ ასევე = სიკეთე. ერთიც და მეორეც ღვთიური არსია. იოგა, ვედანტა და ტანტრა ესაა სულიერი მეცნიერება რომლის დახმარებითაც ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს ღვთაებრივი ბუნება საკუთარ არსებაში და სიყვარულით და ცოდნით მიუახლოვდეს ღმერთის პიროვნულ და უპიროვნო ასპექტებს და ფორმებს. ადამიანი უნდა გაერთიანდეს უფლის გლობალურ პიროვნულ და უპიროვნო არსთან ისე რომ არ დაკარგოს საკუთარი ლოკალური პიროვნული ღვთაებრივი არსი. ცხადია მონოთეიზმზე დაფუძნებულ აბრაამულ ქრისტიანობას ეწინააღმდეგება იოგა, ვედანტა და ტანტრა, მაგრამ "ტრადიციულ" ქრისტიანობას არაფერი აქვს საერთო ქრისტესთან. ნამდვილი ქრისტიანობა ესაა გნოსტიციზმი. რაც შეეხება "ძველ და ახალ აღთქმებს"; აზრი იმის შესახებ რომ ქრისტიანობა ეფუძნება იუდეველთა რელიგიას არის ცრუ. ქრისტე არაა იუდეველთა "უფლის" შვილი და მაგას იოლად დავასაბუთებ, მაგალითად; ებრაელთა წიგნებში კერძოდ კი ე.წ. "თანახში" მითითებულია რომ ებრაული მესიის ანუ მოშიახის სახელია ემანუელი, ქრისტეს კი ემანუელი არ ერქვა. ამის გარდა "თანახი" ესაა მხოლოდ და მხოლოდ იუდეველთა წმინდა წიგნი, ის შედგება სამი ნაწილისგან: თორა, წინასწარმეტყველთა წიგნები და ტიგელიმ (ფსალმუნები), თანახში პირდაპირ არის მითითებული რომ არსებობს მხოლოდ ერთი უფალი ელოჰიმი იაჰვე და სხვა არავინ. ადრეულ პერიოდში ელოჰიმების რაოდენობა იყო 7. იაჰვეს გარდა იყვნენ სხვა ელოჰიმებიც, მაგრამ ბოლოს იუდეველებმა დაკარგეს ცოდნა დანარჩენ ელოჰიმებზე და აქცენტი გააკეთეს იაჰვეზე. ებრაული მესია უნდა ყოფილიყო ემანუელი, ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი, როგორიც მაგალითად იყო იესო ნავეს ძე რომელიც ბოლოს უარყვეს. იუდეველები დღემდე ელიან მესიას. იესო ქრისტე არ იყო პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი და ამას ამბობდა კიდეც. ის მიანიშნებდა რომ უცნობი ღმერთის შვილი იყო და რომ აპირებდა სამყაროს შეცვლას რის შემდეგაც იუდეველთა რჯული უნდა გაუქმებულიყო. იესო ამბობს რჯულის აღსრულებაზე სანამ არ გადავა "ეს ცა და მიწა". საუბრობს იმაზეც რომ მისი მამა იუდეველებს არასოდეს უხილავთ. სინედრიონმა და ფარისევლებმა მშვენივრად იცოდნენ რომ იესო ქრისტე არ იყო ის ვისაც ელოდნენ, აბა რატომ დევნიდნენ და მოკლეს?? თუ იცოდნენ რომ მათი ნანატრი მოშიახი იყო რატომ გაასამართლეს და მის სიცოცხლეს ავაზაკი ბარაბას სიცოცხლე ამჯობინეს? რა რაბინები და მწიგნობრები დებილები იყვნენ და თავიანთი მოშიახი ვერ იცნეს?? რას ბოდავთ?! ქრისტე რომ იაჰვეს ძე ყოფილიყო, მას მყისვე აღიარებდნენ. ქრისტე რომ იაჰვეს შვილი ყოფილიყო პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერად გადაიქცეოდა და ებრაელებს რომის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას მოუტანდა, ის რომ მათი მესია ყოფილიყო სინედრიონის ოცნებებს აასულებდა და ისრაელს მსოფლიო იმპერიას შეუქმნიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ზოგი იტყვის: რა, ქრისტიანობა არაა მსოფლიო იმპერია?

 

მე ვიტყვი: 1) ეს ქრისტიანობა არაა ქრისტეს სწავლება, არამედ ბოროტი ძალების მიერ შექმნილი პაროდია.

 

2) იმპერია? იმპერია რომელიც დახლეჩილია 40 000 სექტად?

 

დასკვნა: ქრისტეს სწავლება ისე დაამახინჯეს რომ ის შერაცხეს იაჰვეს ძედ და დაიმონეს მილიარდობით ადამიანი.

 

ქრისტეს იმიტომ დევნიდნენ რომ ის იმას არ აკეთებდა რაც სინედრიონს სურდა და სინედრიონიც მყისვე მიხვდა ვინც იყო ქრისტე, უფრო ზუსტად ვინ არ იყო. ამიტომაც ცდილობდნენ მოეკლად და ვერ კლავდნენ კონკრეტულ მომენტამდე იმიტომ რომ ქრისტე სამარიელი იყო და რომის მოქალაქე იყო, ისე კი მათთვის პრობლემა არ იყო ერეტიკოსის მოკლა რომელიც ქადაგებდა უცხო სხვა ღმერთს. თანახში პირდაპირ წერია რომ უცნობი ღმერთის მქადაგებელი მოღალატე უნდა მოიკლას. ებრაელებმა ეს იცოდნენ, მაგრამ რომის მოქალაქეობის გამო ვერ აკარებდნენ ქრისტეს თითს და ამიტომაც მიუყვანეს პილატეს გასამართლებისთვის, ხოლო პილატე იძულებული გახდა დაეთმო და დაესაჯა ქრისტე. ამიტომაც გაუშვეს ბარაბა და მოკლეს ქრისტე რომელიც არღვევდა იუდეველთა რჯულს. გახსოვდეთ ეს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...