Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.131

"ეზოთერული" ჰომოფობია (პარაზიტების რეპრესიული "მორალი")


blog-0662743001517745226.jpgროცა წერ "სასტიკად უნდა ისჯებოდეს ჰომოსექსუალიზმი და სხვა მსგავსი გარყვნილება" და თან ეფუძნები მოსეს რჯულს მოცემულს მსუბუქად რომ ვთქვათ არც ისე პოზიტიური ძალების მიერ, ხვდები მაინც რომ ამითი ნეგატიური სულების ანუ ასტრალური პარაზიტების წისქვილზე ასხამ წყალს? როგორ? დასჯა რას ნიშნავს? იმას რასაც არაბულ სამყაროში და ნაწილობრივ ჩვენშიც აკეთებენ! რას? ფიზიკური ზიანის მიყენება + ფსიქოლოგიური ზიანი! ეზოთერიკა რა დონეზე არ უნდა გესმოდეს რომ აბრეხვებდე უნდა დავსაჯოთო?! ტანჯვისას ადამიანი ასხივებს ნეგატიურ ენერგიას – "გავახას"! მილიონმეერთედ ვამბობ უკვე! ეს ასტრალური პარაზიტები კიდევ იკვებებიან ამ ნეგატიური ენერგიით! ანუ რას ქადაგებ?! რომ გამოვაძღოთ დაჩეხილი ლგბტ ადამიანების სულების ხარჯზე + ჩვენი ზიზღის ენერგიით ეს პარაზიტები?

ჰომოფობია = რეპრესიული "მორალი", ეს კი მოდის ასტრალური პარაზიტებისგან (არქონტებისგან) გახსოვდეთ ეს!

აი ეს კი უკვე სრული კრეტინიზმი და მარაზმია. როგორ შეიძლება ერთ მომენტში ჭეშმარიტებას ამბობდე და მეორე მომენტში ასეთი ნონსენსი დააბრეხვო?? მოდით ავხსნი: დიონისური ელინიზმის, გნოსტიკური ლიბერტინიზმის და ტანტრიზმის მიხედვით სექსუალური თავისუფლება ადამიანისთვის არის მთავარი.

სექსუალობის ლიბერტინისტურობას მტრობენ მხოლოდ ასტრალური პარაზიტები, რეფტილოიდები, ნაცრისფერები და მათი აგენტები. კუნდალინი შაკტი ვლინდება მრავალი ფორმით მათ შორის ლგბტ ფორმითაც, ამის გარდა გნოსტიკოსებმა (ლიბერტინისტებმა), ტანტრისტებმა და დიონისიანელებმა შესანიშნავად იციან რომ სექსუალობის დათრგუნვისას ადამიანი გამოჰყოფს ნეგატიურ ენერგიას და სწორედ ამ ნეგატივით იკვებებიან არქონტები (უმდაბლესი ვარსკვლავური სულები) ანუ ასტრალური პარაზიტები. რაც შეეხება სოდომს და გომორას; თუ არ იცი რას წერ სჯობს ვაფშე ნუ წერ! ეზოთერიკი თუ ხარ უნდა იცოდე რომ ბიბლიაში ჯერ ერთი საუბარია 7 ელოჰიმზე + ქრისტე. მაგის გარდა ის 7 ელოჰიმი არიან კიდეც ასტრალური პარაზიტები და ჩვენი მონათმფლობელნი. ჩვენ ვართ მონები. მართალია ადამიანთა წინაპრების გარკვეული ნაწილი შექმნეს ინდოევროპულმა და მეზოამერიკულმა ღვთაებებმა, მაგრამ გარკვეული ნაწილი ამ ასტრალური პარაზიტების შექმნილია. თუ ლგბტ არის პათოლოგია, მაშინ ან არქონტებმა ან სხვა სულებმა რატომ შექმნეს ისეთი ადამიანები რომლებსაც გენეტიკაში ჰქონდათ ჰომოსექსუალობა, ბისექსუალობა, ომნისექსუალობა და ა.შ.?? ე.ი. თავად ჩაუდეს ხომ ეს გენეტიკაში?? დიახ! მაშინ რა არ მოეწონათ მათ ადამიანებში რომლებსაც თავად ჩაუდეს ეს გენებში?? აბსურდი არ გამოდის?? მაგის გარდა; იაჰვე – მთვარის ელოჰიმი არქონტი რომელმაც დაღუპა სოდომი და გომორა სხვა ელოჰიმებთან ერთად ვერ იტანდა ყოველგვარ ლიბერტინიზმს იმიტომ რომ მონურ მორჩილებას ითხოვდნენ! ასევე; რაბინთა სწავლებით სოდომი და გომორა ადამის და ვამპირესა ლილიტის ჰიბრიდული შთამომავლებით და გიგანტებით იყო დასახლებული. მიზეზი ეგ უფრო იყო. ლილიტიც ადამს გაექცა იმიტომ რომ ბოროტმა "ღმერთმა" იაჰვემ ცოლის წინააღმდეგ განაწყო (წაიკითხეთ "ბენსირას ანბანი"). მოსეს რჯული და "ძველი აღთქმა" რომელიც ახდენს ზოგადად სექსუალური ლიბერტინაჟის დემონიზებას მოცემულია ბოროტი სულების ანუ პარაზიტების მიერ. შეიგნეთ ეს. პარაზიტებს უბრალოდ სურთ დამონება ადამიანთა. ასევე, რას აშავებს გოგონა რომელსაც არ უყვარს ბიჭები და უყვარს გოგონა? აბსურდი არ გამოგდით?? რას ეკვეხებით სხვის პირადულში? თქვენ გაგებაში არ ხართ რა არის "ნორმატიული ზნეობა". რეფტილოიდებმა გაგაცურეს აშკარად. მარტივად შეიძლება რეფტილოიდების და არქონტების ამოცნობა ბრბოში. ის ვინც ქადაგებს სექსუალური ლიბერტინიზმის წინააღმდეგ, არქონტების მონაა. კარპოკრატე გნოსტიკოსი ამას ადასტურებდა. ბიბლიური იაჰვე უფალი არაა! ერიდეთ მოსეს რჯულს სადაც წერია რომ ლგბტ უნდა მოიკლას! ეგ მოსე ცრუ წინასწარმეტყველი იყო!

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...