Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    527.309

"არსებობისთვის ბრძოლა" – ყველაზე დიდი ტყუილი და ყველაზე დიდი საიდუმლო


მსოფლიოს ყველა ხალხის მითოლოგიაში არსებობს ეზოთერული ცოდნა ჩვენი მზის სისტემის მმართველი ბოროტი ასტრალური პარაზიტების შესახებ, რომლებიც ადამიანთა ნეგატიური ენერგიებით იკვებებიან. იაპონურ მითოლოგიაში მათ ეწოდებათ "მაგაცუჰი", ირანულში არიმანი და მისი დაივები, ბუდისტურ და ინდუისტურ მითოსში "მარები", საიენტოლოგიაში "ტეტანები", ბერძნულ ფილოსოფიაში "კაკოდემონები" და გნოსტიკურ ქრისტიანობაში – "არქონტები" იგივე "არხეონები".

არქონტები იგივე მაგაცუჰი მართავენ მზის სისტემას ურანის ორბიტამდე.

მაზდეანურ მითოსში ნათქვამია რომ კეთილი ღმერთის – აჰურა მაზდას უმცროსი ბოროტი ძმა – არიმანი და მისი დაივები შემოიჭრნენ კეთილი უფლის შექმნილ სამყაროში და დაამახინჯეს იგი.

იაპონურ ფილოსოფიაში მიჩნეულია რომ მაგაცუჰი ესენია თავდაპირველად კეთილ სამყაროში გარედან შემოჭრილი ასტრალური პარაზიტები. მათ სავანეს ეწოდება "მაგანო".

კონსპიროლოგი დევიდ აიკი ადასტურებს გნოსტიკოსი ვალენტინუს ალექსანდრიელის და სატორნინეს ცნობებს და ამბობს რომ არქონტებმა დაიპყრეს ჩვენი მზის სისტემა ანუ "შექმნეს" იგი წინარეარსებული მატერიისგან, ისინი შემოიჭრნენ და დაამახინჯეს და გადააკეთეს მზის სისტემა სადაც კეთილი ღმერთები "აგატოდემონები" ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ.

არქონტებს არ აქვთ შექმნის უნარი, ისინი მხოლოდ ამახინჯებენ და იპარავენ.

არქონტების ერთ–ერთი უნარია არიჰანტების და სიდჰების ანუ კეთილი სულების მიერ შექმნილი მოძღვრებების დამახინჯება. ასე გაჩნდნენ: აბრაამული მონოთეიზმი, კონფუციონიზმი, დარვინიზმი, ულტრაფემინიზმი, დიალექტიკური მატერიალიზმი და დარვინისტული სატანიზმი.

ლიბერალი დარვინისტები ამტკიცებენ რომ კონკურენცია ანუ არსებობისთვის ბრძოლა "ნორმაა" და ხელს უწყობს "პროგრესს". მე ზუსტად ვიცი რომ მიუხედავად იმისა რომ ბევრს ეს ბრმად სჯერა, არიან ისეთებიც რომლებმაც ზუსტად იციან სიმართლე. სიმართლე კი ისაა რომ არსებობისთვის ბრძოლა არის არქონტების მიერ შემოგდებული დესტრუქციული იდეა გამართლებული და გამყარებული დარვინისტული ბოდვებით.

კონკურენცია არის როცა ადამიანები ერთმანეთს ებრძვიან, ესაა ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ, ესაა სიძულვილი, ბოღმა, ნეგატიური ემოციები, ტკივილი, შური, ეჭვიანობა და მრავალი სხვა ნეგატივი. როგორ შეიძლება ნეგატიური ემოციები და აზრები ხელს უწყობდნენ "პროგრესს" და იყოს "ნორმა"? ჯერ ერთი, ნეგატიური ემოციები ესაა ასტრალური პარაზიტების საკვები, მეორეც ისინი კრძალავენ სექსუალობას და სიყვარულს, თავისუფლებას, რათა გამოიწვიონ ნეგატივი ადამიანებში და მესამეც; კონკურენცია არის ის რაც ხელს უწყობს ადამიანთა სულიერ და ფსიქოლოგიურ დეგრადაციას, დეგენერაციას და ანგრევენ სიყვარულსა და ჰარმონიას. კონკურენცია აბოროტებს ადამიანს და უხშობს თანაგრძნობის და სიბრალულის უნარს. კონკურენცია ბადებს შურს და ეგოცენტრულ ნარცისიზმს რაც აზიანებს ყველას. კონკურენცია აგიჟებს

ადამიანს. ესაა მათი აზრით კარგი? რა ფასი აქვს ასეთ "პროგრესს"??

კონკურენციის პროცესში ადამიანები ერთმანეთს კლავენ კიდეც. კონკურენციის პროცესში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ნადგურდება მილიონობით ადამიანი. იფიქრეთ ამაზე. კონკურენცია = ზიზღი. ზიზღი არის "ნორმა"?? დაუფშტვინეთ??! კრამიტი დაგიცურდათ??!

კონფუციანური რეპრესიული იერარქიული სობორდინაციაც სხვა არაფერია თუ არა არქონტების მიერ დაკანონებული მონობა. მონური ფსიქოლოგია ძალით შთანერგილი ადამიანის გონებაში. ესაა ნეგატიური იმპულსების ძლიერი წყარო. რეპრესიული რეჟიმი ბადებს რეპრესიულ ფსიქიკას, ხოლო რეპრესიული ფსიქიკა ნეგატიურ ემოციებს, რომლებითაც იკვებებიან არქონტები (ასტრალური პარაზიტები).

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...