Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.279

რატომ ვერ შევქმენით უტოპია? – კარმული ფაქტორი, გენეტიკური ფაქტორი და ფსიქოსოციალური ფაქტორი


blog-0800302001516463842.jpgუტოპისტებს მინდა ვუთხრა; იცით რა? უტოპიური პროექტების 99% ჩაიშალა მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო: არსებობს სამი ფაქტორი – 1) ასტროლოგიური კარმული ფაქტორი 2) გენეტიკური ბიოგენური ფაქტორი და 3) ფსიქოსოციალური ფაქტორი. უტოპიური პროექტების 99% უარყოფდა და უარყოფს ამ სამი ფაქტორიდან რომელიმეს ან ერთდროულად ორს. მემარცხენე უტოპისტები უარყოფენ კარმას და გენეტიკას, ხოლო მემარჯვენეები უარყოფენ სოციალურ ფაქტორს და კარმას, ზოგ შემთხვევაში მხოლოდ კარმას. თუმცა გერმანელ ნაცისტებს ჰქონდათ გარკვეული ცოდნა ოკულტურ სფეროში. ადამიანის ბუნებას ქმნის კარმა, გენეტიკა და სოციალური ზეგავლენა. კარმა ქმნის გენეტიკას, ხოლო გენეტიკა ქმნის ფსიქოსოციალურ ფონს. თუ ქმნი უტოპიას უნდა ითვალისწინებდე სამივე ფაქტორს, უტოპისტები კი ამას არ აკეთებენ. ზოგიერთები ყურადღებას აქცევენ მხოლოდ ეზოთერიზმს, ზოგიერთები გენეტიკას, ზოგიერთები კი სოციალურ მომენტს, ზოგიერთები უბრალოდ გამორიცხავენ ამ სამი ფაქტორიდან ორ კონკრეტულ ფაქტორს და აფეტიშებენ მხოლოდ ერთ კონკრეტულს. ამიტომაც ჩაიშალა არაერთი უტოპიური პროექტი. ბუდისტურ ფილოსოფიაში გასხივოსნებულ არსებებს ეწოდებათ ბუდები, ბოდჰისატვები, პრატეკაბუდები, არჰატები, დჰარმაპალები, ჰევაჯრები და იიდამები. ინდუისტურ ფილოსოფიაში გასხივოსნებულ არსებებს ეწოდებათ ჯივანმუქტები და ვიდეჰამუქტები. ვინაა გასხივოსნებული არსება? ესაა სულიერად გამოფხიზლებული ზებუნებრივი ძალების მქონე ზეადამიანები, რომლებსაც აქვთ უბრალო ადამიანებისგან განსხვავებული სუფთა ცნობიერება. მათ აქვთ ცნობიერება, რომელიც არ მუშაობს ისე როგორც მერკანტილური ეგოისტი მიზანთროპების ცნობიერება, არადა სწორედ ასეთია ილუზიებში მყოფი უბრალო ადამიანების 99%. ადამიანთა უმეტესობა ჩაძირულია სანსარაში და არ ფიქრობს ნირვანაზე. უბრალო ადამიანი ვერასოდეს გაუგებს გასხივოსნებულ განდობილს. უტოპია იმიტომ ვერ შეიქმნა, რომ უბრალო ადამიანის ტვინთან უტოპიის იდეა არის შეუსაბამო და მოდის მასთან წინააღმდეგობაში. უტოპია ესაა იდეალური სისტემა. ადამიანთა მინიმუმ 95% არაა იდეალური და ადამიანთა მინიმუმ 60% არის ფსიქოპათი მიზანთროპი. როგორ შეძლებს უტოპიის აშენებას ასეთი არასრულყოფილი არსება? ვერ შეძლებს! ჯივანმუქტა ესაა სიცოცხლეშივე გასხივოსნებული, ხოლო ვიდეჰამუქტა სიკვდილის შემდეგ გამოღვიძებული (სულიერად). ადამიანები არ ვართ ჯივანმუქტები. ადამიანთა უმრავლესობას არ ესმის თეოსოფია, ადვაიტა და ვაჯრაიანა. აქედან გამომდინარე უტოპია ვერ შედგება სანამ ყველა ან მინიმუმ 95% მაინც არ გახდება ჯივანმუქტა. არქონტებს კი ეს არ აწყობთ. ისინი სპეციალურად ქმნიან ისეთ გარემოს, რომელშიც ადამიანს არც კი გაუჩნდება სურვილი გახდეს ჯივანმუქტა ან ბოდჰისატვა. რატომ? იმიტომ რომ თუ კაცობრიობის 95% მაინც თუ გადავა ბოდჰისატვას ცნობიერებაში, არქონტებს (პარაზიტებს) საკვები აღარ ექნებათ. თუ გახსოვთ, ისინი იკვებებიან ჩვენი უმეცრების და ტანჯვის ნეგატიური ემოციური ენერგიებით. ეზოთერიზმის უარყოფაც თანამედროვე ათეისტურ საზოგადოებაში ესაა არქონტების ზეგავლენის რეზულტატი. ამის გარდა გენეტიკა წყვეტს ძალიან ბევრს. ადამიანის გენების 98% არის ბლოკირებული და დანარჩენ 2%–ში კიდევ არსებობენ გენები რომლებიც ადგენენ და აშენებენ ადამიანის ფსიქოლოგიას და ცნობიერებას! არის სიკვდილის გენი, სიცოცხლის გენი, სიმამაცის გენი, სიმხდალის გენი, რწმენის გენი, ცოდნის გენი, კრიმინალური აგრესიის გენი, მიზანდრიის გენი, მიზოგინიის გენი, სიზარმაცის გენი, შრომისმოყვარეობის გენი, სიმაღლის გენი, სიდაბლის გენი, ნიმფომანიის გენი, ჰომოსექსუალობის გენი, ბისექსუალობის გენი, მხიარულობის გენი, მელანქოლიის გენი და ა.შ. ეს მეცნიერულად დადასტურებულია. გენები წყვეტენ ადამიანის ბუნებაში ბევრს! თუ გინდა უტოპიის შექმნა, მაშინ გამოდის რომ ყველა ადამიანი გენეტიკურად იდეალური უნდა იყოს, ყოველგვარ ნეგატიურ მიდრეკილებებს მოკლებული, მაგრამ ეს ხომ ასე არაა? სწორედ ამაში არის საქმე. მესმის რომ ტრანსჰუმანიზმის და ევგენიკის დახმარებით შესაძლებელია იდეალური ადამიანის შექმნა ან არასრულყოფილის გაუმჯობესება, მაგრამ ჯერ ჯერობით ჩვენ არ ვართ გენეტიკურად იდეალურნი. რაც შეეხება სოციალურ ფაქტორს, სოციალური ფსიქოლოგია დაფუძნებულია გენეტიკაზე! ხოლო გენეტიკა ასტროლოგიურ და კარმულ ფაქტორზე! ესეც მარტივი მიზეზები თუ რატომაც ჩავარდა პრაქტიკულად ყველა უტოპია. უტოპიას შექმნის და მიიღებს, მხოლოდ სულიერად, გენეტიკურად და ფსიქოსოციალურად იდეალური ადამიანი. ამჟამად კი ჩვენ ასეთი იდეალურები არ ვართ. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამის გაკეთება საკმაოდ რთულია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...