Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.279

კომუნიზმის, კაპიტალიზმის და მსოფლიო შეთქმულების შესახებ


blog-0192484001516383134.jpg

ვინ არიან მემარჯვენეები? და ვინ არიან მემარცხენეები?

პასუხი მარტივია: მემარცხენეების მინიმუმ 55% არის ღარიბი იმიტომ რომ ღარიბ ადამიანს ყველაზე უკეთესად ესმის რა არის გაჭირვება და საიდან მოდის იგი. ღატაკმა საკუთარ ტყავზე გამოსცადა კაპიტალიზმი. ცხადია არიან განათლებული და იდეაზე გულანთებული შეძლებული და მდიდარი მემარცხენეებიც, მაგრამ უმეტესობა მემარცხენეთა რიგებში – დამშეული ღატაკია. რაც შეეხება მემარჯვენეებს; მათი უმეტესობა ანუ მინიმუმ 55% არის შეძლებული საშუალო კლასიდან, 40% მდიდარი მაღალი კლასიდან და მხოლოდ 5% შეიძლება იყოს არადეკვატური ღარიბი. მემარჯვენე ლიბერტარისტები ქადაგებენ უტვინო ეგოიზმს. არიან მკვეთრად შოვინისტურები და ნარცისისტურები. არ გააჩნიათ თვითკრიტიკის უნარი. ისინი ხედავენ მემარცხენეთა მინუსებს, მაგრამ თავიანთ მინუსებს არ ამჩნევენ. უარს ამბობენ დაინახონ პოზიტივი მემარცხენეებში და სამაგიეროდ საკუთარ რიგებში პოზიტივს კი აფეტიშებენ და ბერავენ. მინუსები ყველას აქვს, მაგრამ მემარჯვენეები არ ხედავენ საკუთარ მინუსებს. მართალია მემარცხენეებსაც აქვთ მინუსები და მათ შორისაც არიან ისეთები, რომლებიც უარს ამბობენ დაინახონ მინუსები, მაგრამ განსხვავებით მემარჯვენეებისგან, სოციალისტურ და კომუნისტურ რიგებში არიან ისეთებიც რომლებიც საუბრობენ საკუთარ შეცდომებზე ანუ აქვთ თვითკრიტიკის უნარი!

რაც შეეხება იდეას, თუ კონკრეტულ ქვეყანაში კომუნიზმი არ მოქმედებს, სულაც არ ნიშნავს რომ კომუნიზმია დამნაშავე. ეს არ ნიშნავს იმას რომ კომუნიზმი არის მცდარი იდეა. ეს უბრალოდ ნიშნავს რომ ადამიანია სულელი. დამნაშავეა არა იდეა არამედ კონკრეტული ადამიანი. რა შუაშია კომუნიზმი თუ ვიღაცას აკლია ინტელექტი და ვერ აშენებს სწორად კომუნიზმს?

ამის გარდა; მემარცხენემ თუ გარეკა გიჟია, მაგრამ თუ მემარჯვენე გადაირევა – არქიდემონია!

არც კი შეიძლება მემარცხენის და მემარჯვენის შედარება.

მემარჯვენე ლიბერტარისტების 99% უარყოფს:

1) ეზოთერიკას

2) მსოფლიო შეთქმულებას

 

ესენი აფეტიშებენ ფულს და დემაგოგობენ როცა უსვამ კითხვას: "თუ კაპიტალიზმი იდეალურია, სიღარიბე რატომ არსებობს? რა ვერ მოაგვარეთ ეს პრობლემა?"

განსაკუთრებით აფრენენ როცა ოლიგარქების მაფიაზე უწყებ საუბარს.

ამის გარდა; კომუნიზმი თუ სწორად ამუშავდება სიღატაკე გაქრება. ხოლო თუ მემარჯვენე კაპიტალისტები გაიმარჯვებენ და შექმნიან ლიბერტარიანულ კაპიტალიზმს, სიღარიბე არ გაქრება. ისინი ვერ შეძლებენ სიღატაკის აღმოფხვრას, რადგან ეს არაა მათი მიზანი. ლიბერტარი კაპიტალისტები არიან ეგოისტები და არ აქვთ თანაგრძნობის და სიბრალულის უნარი. ისინი უგულოები და ცივები არიან. ისინი სასტიკები არიან. მათ არ აქვთ ეთიკა საერთოდ. მათ აქვთ მხოლოდ ცივი ანტიადამიანური ინტელექტი.

სხვათაშორის ასტრალურ და სულიერ სამყაროებში საერთოდ არ არსებობს მიწიერი კაპიტალიზმის მაგვარი რაიმე სისტემა. რატომ? იმიტომ რომ კაპიტალიზმი ესაა უმდაბლესი ცნობიერების მქონე პრიმიტივების გამოგონება. სულიერად გასხივოსნებულ არსებას თავში არ მოუვა არასდროს კაპიტალიზმი. კაპიტალიზმი ტვინში აქვთ პრიმიტიულ გამრუდებული ცნობიერების ქვეადამიანებს.

კაპიტალისტები ამბობენ რომ სიღატაკის დონე ეცემა. მართლა? არა, ცხადია რომ წინა საუკუნეებთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ 1) სიღარიბე მაინც არსებობს 2) ეკონომიკური პროგრესის ძირითადი მიზეზებია კომუნისტური, სოციალისტური და ლიბერალური პარტიების გაჩენა და გაძლიერება. და რა შუაშია აქ კაპიტალიზმი? რა შუაშია აქ ფული?

ცხადია ეკონომიკური პროგრესი არის, მაგრამ მინდა ვუთხრა რომანტიკოს კაპიტალისტებს, რომ მეცხრამეტე საუკუნის ინდუსტრიულ რევულუციამდე, საუკუნეების მანძილზე მთელ დედამიწაზე დომინირებდა კაპიტალიზმი! სწორედ მარქსის, ენგელსის და მათნაირების დაბადებას უკავშირდება ადამიანურ აზროვნებაში გადატრიალების მოხდენა.

სად იყო კაპიტალიზმი საუკუნეების მანძილზე? რა მაინც და მაინც ინდუსტრიული რევოლუცია იყო საჭირო იმისათვის რათა რაღაც პროგრესი ყოფილიყო?

საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს გაბატონებული მდიდრების კლასის მიერ ღარიბთა ჩაგვრა და ექსპლოატაცია. ესაა კარგი? ლიბერტარულ კაპიტალიზმს შეუძლია ექსპლოატაციის გაქრობა? არა! რადგან ის გამოხატავს ბატონთა კლასის ინტერესებს!

ამის გარდა, ისინი ამბობენ "ყველაფერი რაც შექმნილა კაპიტალიზმმა შექმნა" ისინი ამბობენ "ტექნიკაც და კინემატოგრაფიც, ყველაფერი რასაც იყენებთ და გიყვართ შვა კაპიტალიზმმა!"... ჯერ ერთი არსებობს სოციალისტური კინემატოგრაფიც და სოციალისტების მიერ შექმნილი ტექნიკაც! ტექნოლოგიების და კინოების შემოქმედთა შორის იყვნენ სოციალისტებიც! მწერალთა შორისაც იყვნენ სოციალისტები! მაგ. ვასკო პრატალონი, ჩეზარე პავეზე, ელიო ვიტორინი, ალბერტო მორავია და კარლო ლევი! აგრეთვე გოფრედო პარიზე! უი, სულ დამავიწყდა მემარჯვენეების ფრთიანი ფრაზა "მემარცხენეთა შექმნილი ყველაფერი ნაგავია!"... რა თქმა უნდა კომუნისტებისგან "შეწუხებული" გაბატონებული კლასის წარმომადგენელი მდიდრები რომლებსაც ეშინიათ დოვლათის დაკარგვის და არ სურთ პოზიციების დათმობა, უკმაყოფილონი არიან და გაბრაზებულნი მარქსის მიმდევრებზე!

უკაცრავად? კაპიტალიზმმა შექმნა ყველაფერი? რა სისულელეს ამბობთ ხვდებით? თუნდაც ეგრე იყოს, ხვდებით რომ ეს იმიტომ რომ კაპიტალიზმმა დაიპყრო მთელი მსოფლიო? კაპიტალისტებს დაპყრობილი აქვთ მთელი მსოფლიო და მათ ხელშია ყველა და ყველაფერი და კომუნისტებმა რანაირად უნდა შექმნან რამე? რა უნდა გააკეთონ ასე კომუნისტებმა? მემარჯვენეებს აქვთ დამყარებული მონოპოლია კრეატიულობაზე! მსოფლიოში დომინირებს კაპიტალისტური მონოპოლია და კიდევ არ გესმით? კომუნისტებს შანსი არ აქვთ ასეთ სისტემაში.

გნოსტიკოსები ამბობდნენ რომ დედამიწაზე უტოპიის შექმნა შეუძლებელია, რადგანაც ესაა არქონტების (პარაზიტების) სამეფო. არქონტები არ დაუშვებენ უტოპიის შექმნას და იმას რომ ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი. ასეთ შემთხვევაში არქონტებს აღარ ექნებათ საკვები – ჩვენი ნეგატიური ემოციები. გნოსტიკოსები ამბობდნენ, რომ ნებისმიერი ამბოხი არქონტების წინააღმდეგ განწირულია რადგანაც ახალი ლიდერი და ძალა რომელიც მოვა სათავეში არქონტების ზეგავლენით გაიმეორებს წინა რეჟიმების შეცდომებს. ამიტომაცაა რომ კომუნიზმის და სოციალიზმის იდეების რეალიზება ვერ მოხერხდა. უტოპია განწირულია იმიტომ რომ არქონტები დომინირებენ ყველგან და ყველაზე. ბოროტი დემიურგები არ დაუშვებენ ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება საბჭოთა კავშირში კომუნიზმის და სოციალიზმის იდეების კრახს. ეს მოხდა ორი მიზეზით: 1) გარედან დივერსიები და 2) შიგნიდან დივერსიები.

გარედან დივერსიებს ახორციელებდნენ ანტიკომუნისტური ძალები რომლებიც ემსახურებოდნენ არქონტებს და არ აწყობდათ უტოპია. ხოლო შიდა დივერსიებს აწყობდნენ ანტიკომუნისტების მიერ მოსყიდული ან უბრალოდ გაუნათლებელი ფსევდოკომუნისტები, რომლებიც ერთმანეთში ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ და ხალხს ძარცვავდნენ, იმის მაგივრად რომ სოციალიზმი და კომუნიზმი აეშენებინათ. აგრეთვე, საბჭოთა ბოლშევიკებმა გაიმეორეს წინა რეჟიმის შეცდომები: 1) სისხლიანი რეპრესიები და 2) ოლიგარქიზმი (ვერ გადაეჩვივნენ კაპიტალიზმს).

სსრკ თავიდანვე განწირული იყო. ოღონდ არა იმიტომ რომ კომუნიზმი ცუდი იდეაა...

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...