Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.274

არქონტების ვერაგობის ანალიზი პანთეისტური ეზოთერიკის პოზიციიდან


სამყარო = ღმერთი. ბოროტი დემიურგები ანუ არქონტები არიან სამყაროს ნაწილი. არქონტები არიან ენერგეტიკული პარაზიტები და მოძალადეები. სამყარო ფიზიკური იყოფა სამ ნაწილად: 1) პლერომა – სიკეთე 2) კერასმოსი – სიკეთის და ბოროტების ნაზავი და 3) კენომა/გისტერმა – ბოროტება და უკუნი ბნელი.

მატერიალური ბუნება = უფლის სხეული (ორგანიზმი).

უფალი ავად არის. რატომ? იმიტომ რომ არქონტები და მათნაირები არიან კიბოს უჯრედები და ანომალიები უფლის სხეულში. დაავადებული უჯრედები. უფლის იმუნური სისტემა ესაა პლერომას და კერასმოსის ღმერთები და ეონები.

უფლის იმუნური სისტემა ვერ უმკლავდება ვირუსებს და დაავადებულ უჯრედებს.

არქონტებს სურთ ჭამა. მათი საჭმელია ნეგატიური ემოციების ენერგია. მაგალითად; შიშის და ტკივილის ენერგიები. ამ ენერგიებს აქვთ საერთო სახელი – "გავახა". გავახა ესაა არქონტების საკვები.

არქონტებს აქვთ გამრუდებული ცნობიერება. ამიტომაცაა რომ ისინი ხელს უშლიან უტოპიის შექმნას. თუ უტოპია იქნება, შიში და ტკივილი აღარ იქნება, თუ შიში და ტკივილი არ იქნება, არქონტები მშივრები დარჩებიან და მოკვდებიან. ჩვენი და სხვა ადამიანისმსგავსი რასების ნეგატიური ენერგოვიბრაციები ესაა მათი საკვები.

რაც შეეხება სექსუალობას. მართალია არქონტები სექსუალურ რიტუალებს იყენებენ, მაგრამ ის მოსაზრება რომ ყოველგვარი სექსუალობა = ცოდვა, რომელიც მოდის ბოროტი სულებისგან, რისიც სჯერათ აბრაამიტებს, არის სიცრუე. არქონტებს ეზიზღებათ სექსუალობა რომელიც ანიჭებს ბედნიერებას ადამიანს. უბრალოდ ისინი იყენებენ სექსუალურ ძალადობას რათა ჭამონ ადამიანთა ნეგატიური ენერგია რომელიც იფრქვევა სივრცეში გაუპატიურების დროს. სექსუალობა როგრორც ასეთი სულაც არაა ცუდი. სხვათაშორის მსოფლიოში დღეს მიმდინარეობს აქტიური პურიტანული ანტისექსუალური კამპანია, რომელიც არქონტების მიერ არის აგორებული.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...