Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.274

სამყაროში უამრავი ღმერთი და ქალღმერთი არსებობს, მარტო ინდუიზმში არის 333 000 000 ღმერთი და ქალღმერთი(!). მიუხედავად ამისა იუდეველთა „უფალი ღმერთი“ იმდენად ამპარტავანი და ქედმაღალია, რომ საკუთარი თავი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად მიაჩნია და დასცინის სხვა ღმერთებს. იუდეველთა „უფალი“ ქედმაღლურად იძახის: „მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას -გამოქანდაკებულ კერპებს.“ (ესაია 42-8). „თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.“ (ესაია 43-10). „მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!“ (ესაია 43-11). „ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.“ (ესაია 44-6). „ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს, გადმომილაგოს, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძველი ხალხი დავამკვიდრე; გამოუცხადონ მომავალი და მოწევნადი.“ (ესაია 44-7). „ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა.“ (ესაია 45-22). „გაიხსენეთ წინანდელნი, დასაბამიერნი, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი.“ (ესაია 46-9). ბიბლიური „უფალი“ დაჟინებით იმეორებს, რომ ჭეშმარიტი ღმერთია, რაც სიცრუეა. რუთის წიგნში წერია, რომ „უფალმა“ 50 070 ადამიანი დახოცა „რჯულის“ კიდობანში ჩახედვის გამო. იქ წერია: „მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში; ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა; მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი.“ (რუთი 6-19). მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, მეცნიერებმა – გრემ ჰენკოკმა, ჯიორჯიო ცუკალოსმა, ერიხ ფონ დანიკენმა, დევიდ ჩაილდრესმა და სხვებმა, გამოთქვეს მოსაზრება, რომ ე.წ. „რჯულის კიდობანი“ წარმოადგენს ბირთვული ენერგიის გენერატორს, რომელიც სასიცოცხლოდ სახიფათო რადიაციას ასხივებს, რაც გახდა კიდეც მისი მიზეზით ათასობით ადამიანის რადიაციული დაავადებით დაღუპვის მიზეზი. ცხადია, რომ ეს გენერატორი უცხოპლანეტელმა იეღოვამ ებრაელებს გადასცა, მაგრამ რა მიზნით უცნობია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...