Jump to content
Planeta.Ge

ეროვნებით ქართველი თამარ გოლდენბერგის ცხედარი ,,ჰამასის" მსხვერპლთა შორის აღმოაჩინეს


ეროვნებით ქართველი ისრაელის მოქალაქის, თამარ გოლდენბერგის ცხედარი ,,ჰამასის" მიერ დახოცილთა შორის აღმოაჩინეს. 
ამის შესახებ მისი ოჯახისთვის პარასკევს გახდა ცნობილი, როცა მათ ქვეყნის ოფიციალური უწყებიდან დაუკავშირდნენ და საიდენტიფიკაციოდ დნმ-ის ანალიზის ჩაბარება თხოვეს. 
შაბათს მიღებული ანალიზის პასუხის თანახმად, დადასტურდა, რომ 24 წლის ქართველი გოგონა, თამარ გოლდენბერგი (კორსანტია), რომელსაც ახლობლები 7 ოქტომბრიდან ეძებდნენ, ტერორისტების პირველი შეტევის მსხვერპლი გახდა. 
ის იმ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე იმყოფებოდა, რომლის მიმდინარეობისას, ,,ჰამასის" ტერორისტები შეკრებილებს დაესხნენ თავს და უმოწყალოდ ჩახოცეს, ცოცხლად დარჩენილები კი ტყვედ აიყვანეს.
თამარ გოლდენბერგთან ოჯახს თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე სატელეფონო კავშირი ჰქონდა, რომლის დროსაც გოგონამ თქვა, რომ უკვე ფესტივალის ტერიტორიის დატოვებას აპირებდა. ამის შემდეგ მასთან კონტაქტზე გასვლას ვეღარ ახერხებდნენ.
თამარს ოჯახის წევრები 14 დღის განმავლობაში ყველგან ეძებდნენ. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ თავშესაფარში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით ეს ფაქტი არ დადასტურდა. შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლო იყო, ტერორისტებს, სხვა ტყვეებთან ერთად, ის მძევლად ჰყოლოდათ აყვანილი და ოჯახს მისი ცოცხლად დაბრუნების იმედი ჰქონდა.
სამწუხაროდ, მათი იმედი არ გამართლდა. 
თამარ გოლდენბერგს კვირას ისრაელში დაკრძალავენ.

FB_IMG_1697876918944.jpg

Edited by ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...