Jump to content
Planeta.Ge

სად შეიქმნა ,,აფხაზური დრონების" ესკადრილია


 

30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ,,გამარჯვების“ (აიააირა) დღე აღნიშნეს. ,,საზეიმო აღლუმზე ეგრეთწოდებულმა თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრენი აპარატების საავიაციო ესკადრონი წარადგინა.

გუშინ, რადიო Sputnik-ის გადაცემა „Гражданин и начальник-ის“ ეთერში, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ ანუამ სწორედ იმაზე ისაუბრა, თუ როგორ შეიქმნა ეს ესკადრილია.

 „ჩვენ სახელმწიფოს მეთაურთან გვქონდა შეხვედრა, სადაც გადაწყდა, შეგვექმნა უპილოტო საფრენი აპარატების საავიაციო ესკადრილია. თავდაპირველად რამდენიმე დრონი შევიძინეთ, მაგრამ შემდეგ დადგა აუცილებლობა, უფრო ძლიერი მოწყობილობებიც მოგვეძიებინა. მათი ღირებულება საკმაოდ მაღალია და არ გვქონდა გარანტია, რომ ჩვენ  მათ მოპოვებას შევძლებდით, ამიტომ გადაიტეთ, უპილოტო საფრენი აპარატები დამოუკიდებლად, ჩვენვე გვეწარმოებინა“, - აღნიშნა მან რადიოს კორესპონდენტთან საუბრისას.

ანუას თქმით, აფხაზეთს ჰყავს სათანდოდ მომზადებული ისეთი სპეციალისტები, რომელთაც  დრონების აწყობა შეუძლიათ და იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე საომარ მოქმედებებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მათი წარმოების გაფართოებას გეგმავენ.

 „უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენებოდა ცოტა ხნით ადრე ჩატარებულ სამხედრო წვრთნებში და ხელმძღვანელობას ჰქონდა შესაძლებლობა, გაცნობოდა და დაკვირვებოდა მათ მოქმედებას. ჩვენ ზემდგომებთან გვაქვს სათანადო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც  ამ სამუშაოებს ვახორციელებთ “, - განაცხადა ვლადიმერ ანუამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უპილოტო საფრენი აპარატების შექმნის პრინციპების შესასწავლად რუსეთში გაემგზავრნენ და მათი ეს გამოცდილება, შემდეგში ესკადრილიის შესავსებად იქნება გამოყენებული.

,,ამ მოწყობილობების შესაქმნელად საჭირო აუცილებელი კომპონენტები ჩვენთვის ხელმისაწვდომია და ისიც გათვალისწინებულია, რომ დრონების მოდერნიზება და სრულყოფა მუდმივად მიმდინარეობს.  

ზოგადად, რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობა ბოლო წლებში გაიზარდა და რუსეთის საზღვაო ძალების გემებისთვის მუდმივი ბაზის შექმნა გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან. გარდა ამისა, აფხაზეთში  მრავალი თავდაცვითი ნაგებობა აშენდა და ეს პროცესი არ ჩერდება, სამხედრო-ტექნიკური მომზადების პროცესი, თითქმის, უწყვეტად მიმდინარეობს.“ - აღნიშნა ვლადიმირ ანუამ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...