Jump to content
Planeta.Ge

ერევანში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება


ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, მთავრობის შენობასთან დღეს საღამოს ყარაბაღის მხარდასაჭერად და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება, - ამის შესახებ სომხეთის ოპოზიციური ბლოკისდედა სომხეთისხელმძღვანელმა ანდრანიკ თევანიანმა განაცხადა.

მივიღეთ გადაწყვეილება, ჩავატაროთ აქცია რესპუბლიკის მოედანზე 19:00 საათზე", - აცხადებს თევანიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა ყარაბაღზე და ის, რაც ახლა ხდება, ფაშინიანის პოლიტიკის შედეგია. მისი თქმით, საჭიროა სომხეთში ხელისუფლების შეცვლა, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება.

 

წყარო: IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...