Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია


სიძულვილი როდესაც იარაღდება ერთი ერის წინააღმდეგ, ის არასოდეს ჩერდება. ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთი რომ არა, იქ, სირიაში ქიმიური იარაღი არასოდეს გამოიყენებოდა. რუსეთმა თითქმის გადაყლაპა ბელარუსი. ის აშკარად ემუქრება ყაზახეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ხოლო უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიზანია, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი, ჩვენი რესურსები თქვენ წინააღმდეგ იარაღად აქციოს – საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, „გენერალური ასამბლეის დარბაზში ბევრი ადგილი შეიძლება დაცარიელდეს, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს ღალატსა და აგრესიაში“.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...