Jump to content
Planeta.Ge

სომხეთის მხარე აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში მათ არმია არ ჰყავთ


აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ,,ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განიარაღებისა და გაყვანისთვის" დაწყებული ,,ანტიტერორისტული" ღონისძიებების პასუხად სომხეთი ამბობს, რომ ყარაბაღში ჯარები არ ჰყავს.

ერევანი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებებისა და მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმ შესახებ, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობა და პერსონალია განთავსებული სიცრუეა.

,,სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში ჯარი არ ჰყავს". - ვკითხულობთ გავრცელებულ ტექსტში.

მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ მოკლე ცნობა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ,,შუადღის 2 საათისთვის სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებზე სიტუაცია შედარებით სტაბილურია".

სომხურ ფორმირებებთან ბოლო დღეების შეტაკებების ფონზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში ,,ანტიტერორისტული" მოქმედებების დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...