Jump to content
Planeta.Ge

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ორი პირი ამხილა


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისათვის საჭირო შესაბამისი გამოცდილების ხელოვნურად დადასტურებისა და დღგ- ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გააფორმეს ყალბი ხელშეკრულებები, ჯამში 2 236 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, ერთმანეთს დაუდასტურეს თითქოსდა შესრულებული სამუშაოების ამსახველი .. ფორმა 2-ები, მიღება-ჩაბარების აქტები და გაწერეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რითაც კომპანიას შეუქმეს 226 496 ლარის ოდენობის დღგ- ყალბი აქტივი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბად შექმნილი აქტივი მთლიანდ იქნა გაუქმებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210- და 362- მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...