Jump to content
Planeta.Ge

საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლა გაფორმდა


საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდადოკუმენტს გაერო- გენერალური ასამბლეის 78- სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანა სესილია გერვასმა მოაწერეს ხელი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობითშეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო პერსპექტივები.

,,ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებშიილია დარჩიაშვილმა კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ, აქტიურად იმუშაონ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი მომსახურების და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...