Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფარცხალაძის მიმართ ეროვნული ბანკის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს


პარტია ,,ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პირადი ანგარიშების გაყინვას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას უწოდებს

მისი თქმით, მაშინ როდესაც მხოლოდ ბრალდებები ჟღერდება და არ ქვეყნდება არანაირი მტკიცებულება ამ ბრალდებების დასამტკიცებლად, რთულია, რაიმე სახის რეაგირება მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა უმთავრესად საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით.

,,ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგეება საქართველოს კონსტიტუციას და კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციასროდესაც საქართველოს მოქალაქეზე არის საუბარი. თქვენ იცით, რომ საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია". - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...