მამაკაცი, რომელმაც დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შსს-ს მოქმედი თანამშრომელია
მამაკაცი, რომელმაც დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შსს-ს მოქმედი თანამშრომელია - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ განაცხადა.
,,შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლის და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა თვითდაზიანება. იგი ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო კლინიკაში". - ამბობს კვარაცხელია.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც 2 ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
,,ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე, ერთერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს". - თქვა ბაჩო კვარაცხელიამ.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით თბილისში მოხდა, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
- ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ განაცხადა.
,,შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლის და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა თვითდაზიანება. იგი ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო კლინიკაში". - ამბობს კვარაცხელია.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც 2 ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
,,ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე, ერთერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს". - თქვა ბაჩო კვარაცხელიამ.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით თბილისში მოხდა, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.