Jump to content
Planeta.Ge

ნინო დოლიძე: პრეზიდენტის იმპიჩმენტი კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს აზიანებს


არასამთავრობო ორგანიზაციასამართლიანი არჩევნების” (ISFED) ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, გაუგებარიათუ რატომ უთხრა საქართველოს ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტების განხორციელებაზე უარი.

როგორც დოლიძემ სალომე ზურაბიშვილს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, იმპიჩმენტის პროცესი კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს აზიანებს.

ჩვენთვის გაუგებარია, რატომ უთხრა საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ვიზიტებზე უარი იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსი არის ქართველი ხალხის ნება, რომელსაც ყველა ერთად უნდა ასრულებდეს, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. ასევე, კონსტიტუცია ითხოვს, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა ეს უნდა გააკეთოს. ჩვენ ველოდებოდით ყველა სახელმწიფო ორგანოს ერთად მუშაობას ამ სტატუსის მიღების პროცესში. ამიტომ, ჩვენი აზრით, ეს იმპიჩმენტი პროცესს აზიანებს. ეს ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმაც, მათ შორის ჯოზეფ ბორელმაც თქვა ვიზიტის დროს, რომ შესაძლოა, ეს იყოს პირიქით, რისკი“ , - განაცხადა დოლიძემ.

მისი განმარტებით, პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ასევე რა უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითი იყოს.

პრეზიდენტის შთაბეჭდილება არის ის, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები ნამდვილად არიან მონდომებული,რომ საქართველო ევროკავშირში იხილონ და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ისინი ყველანაირად ცდილობენ, გადაწყვეტილება პოზიტიური იყოს, თუმცა, ცხადია, საქართველოდან რეკომენდაციების შესრულების ნაწილში პროგრესს ელოდებიან“, - განაცხადა დოლიძემ.

 

წყარო: EPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...