Jump to content
Planeta.Ge

არჩილ თალაკვაძე: სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, რაც სუს-ისგან შევიტყვეთ


სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, რაც სუს-ისგან შევიტყვეთ - როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია და მათი მეგობრები და საქართველოს მტრები საზღვარგარეთ არ წყვეტენ საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობებს, ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობაში და ქვეყნის ინტერესების განხორციელებაში არასასურველ ჩარევას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების ვარაუდებ ირიბად ადასტურებს ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ წინა თვეებში გაკეთებული განცხადებები.

„შემაშფოთებელია, რომ გრძელდება მცდელობები სახელმწიფოში დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობის და სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და გამოძიების შესახებ ცნობები ძალიან საყურადღებოა. წინა თვეებში არაერთმა ადამიანმა გააკეთა განცხადებები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ირიბად ადასტურებს ამ გამოძიებაში გამოთქმულ ვარაუდებს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით. მაგალითად, გვახსოვს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, როცა ისინი არწმუნებდნენ თავის მოკავშირეებს, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს სტატუსი, რომ ეს გარდაიქმნას არეულობაში და ამით შეძლონ არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში მოსვლა. არ ვიცი, მხრები რატომ აქვს აჩეჩილი რადიკალურ ოპოზიციას, მათ ანგარიშზე არის თავდასხმები სახელმწიფო ინსტიტუტებზე, როგორიცაა პარლამენტი და ცესკო, პირდაპირ იყო მცდელობები არეულობის, სახელმწიფოზე თავდასხმის და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობები, შესაბამისად, საფუძველი რომ სუს-ის ინფორმაციაში ეჭვი შეიტანოს ვინმემ, არ არსებობს. პირიქით არსებობს ბევრი საჯარო ფაქტი, რაც ადასტურებს ლოგიკას, რაც ამ გამოძიებას დაედო საფუძვლად. მოველით, რომ უახლოეს პერიოდში მეტი ინფორმაცია იქნება გამოძიების ფარგლებში მოპოვებული კანონის შესაბამისად და საზოგადოება გაიგებს მეტს, რა გზებით და ვისი ორგანიზებით ხდება ასეთი მცდელობები. სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, რაც სუს-ისგან შევიტყვეთ, ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...