Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ქადაგიშვილი: სუს-ის განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაზე ხელი არავის აუღია


საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმ მიზნით შემოაპარეს, რომ ქვეყანაში სრული ქაოსი და დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, რაც აღკვეთეს და შესაბამის ადგილასაა, - ასე გამოეხმაურა სუსის განცხადებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.

„ვხედავთ, რომ ამ ყველაფრისთვის იდეოლოგიური მზადება მიმდინარეობს, როცა ხდება პარტიული კლიშეების დამკვიდრება, როგორიცაა „რუსული ხელისუფლება" და ა.შ. აქტიურად მიმდინარეობს ამის პროპაგანდა, რათა შემდეგ სისხლიანი სცენარების გამართლებისთვის საბაბები ჰქონდეთ", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სუსის ინფორმაციით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...