ანალენა ბერბოკმა სი ძინ პინი დიქტატორად მოიხსენია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გერმანიის მთავრობის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრისას ჩინეთის პირველპირს, სი ძინ პინს დიქტატორი უწოდა. მან აშშ-ში ყოფნისას Fox News-ის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, როგორ ხედავს ბერლინი უკრაინაში ომის დასასრულს, უპასუხა, რომ უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს გააგრძელებენ, რამდენიც საჭირო იქნება.
,,თუ ამ ომს პუტინი მოიგებდა, რა ნიშანი იქნებოდა ეს მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიცაა სი, ჩინეთის პრეზიდენტი? ამიტომ, უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს". - თქვა ბერბოკმა, რომლის მწვანეთა პარტიაც ჩინეთისადმი გერმანიის უფრო მტკიცე მიდგომის მომხრეა.
ბერბოკის კომენტარი ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობების დაძაბვის კიდევ ერთი მაგალითია. მიმდინარე კვირაში ჩინური ელექტრომანქანების სუბსიდიების საკითხის გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ილაპარაკა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის პირველი ვინც სი ძინ პინს დიქტატორი უწოდა. მიმდინარე წლის 21 ივნისს სი დიქტატორად აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც მოიხსენია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.