Jump to content
Planeta.Ge

17 სექტემბრიდან პოლონეთში რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აიკრძალება


პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მარიუშ კამინსკის განცხადებით, 17 სექტემბრიდან პოლონეთის ტერიტორიაზე რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აიკრძალება

,,ეს აკრძალვა რუსულნომრიან სატვირთო მანქანებზე უკვე ვრცელდებაეს საქმე უკვე დახურულია. არც ერთი რუსული მანქანაც არ შევა პოლონეთში. ეს ეხება ყველა მანქანას, როგორც კომერციული, ისე პირადი მიზნებისთვის გამოყენებულს". - აღნიშნა კამინსკიმ.

მისივე თქმით, ეს აკრძალვა ეხება როგორც რუსეთის, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც რუსულნომრიანი მანქანებით მგზავრობენ. კამინსკიმ დასძინა, რომ ,,რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს პოლონეთში შესვლის უფლება არ აქვთ".

რუსულნომრიანი მანქანების მათ ტერიტორიებზე შესვლა უკვე აკრძალეს ლატვიამ, ესტონეთმა, ლიტვამ და ფინეთმა.

8 სექტემბერს ევროკიმისიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომელიც რუსულნომრიანი მანქანების ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას კრძალავს. რეკომენდაცია ტურისტებსაც ეხება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...