Jump to content
Planeta.Ge

დღეის მდგომარეობით, გურიის მხარეში შემოწმებულია 800-მდე სახლი და 300-ზე მეტ სახლზე არის რეკომენდაცია, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია


გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონში აქტიურად მუშაობენგეოლოგები. დღეის მდგომარეობით, მათ მიერ შემოწმებულია 800-მდე სახლი და 300-ზე მეტ სახლზე არის გაცემული რეკომენდაცია, რომ იქ ცხოვრება არ შეიძლება.

,,8 სექტემბრის სტიქიურმა უბედურებამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა გურიის რეგიონს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში დაზიანდა როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე საცხოვრებელი სახლები. სამწუხაროდ, სტიქიას არ ჩაუვლია მსხვერპლის გარეშე და მინდა გამოვხატო ჩემი გულისტკივილი და გულწრფელი სამძიმარი ვუთხარი გარდაცვლილთა ოჯახებს.

პრემიერ-მინისტრმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა გურიის რეგიონს და მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. არც ერთი ოჯახი, რომელიც დაზარდა სტიქიის შედეგად, არ დარჩება ყურადღების გარეშე. ამ წუთას მთავარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა, რაც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ წუთის მდგომარეობით, 256 ადამიანია სასტუმროში გადაყვანილი და 520 ოჯახია ჯამში გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას", - განცხადა გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...