Jump to content
Planeta.Ge

ინალ არძინბა: ბელორუსმა აფხაზეთი ეკონომიკურად დე ფაქტო უკვე აღიარა


ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბა აცხადებს, რომ ბელარუსის ვრობამ ,,ეკონომიკურად დე ფაქტო უკვე აღიარა აფხაზეთი". ამის შესახებ არძინბას უწყების" მედიაცენტრი იუწყება.
არძინბაგანმარტებით, ბელარუსი და ოკუპირებული აფხაზეთი ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ, ამასთან ერთად, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო მზად არის, უზრუნველყოს,,თავისუფალუბაჟო ვაჭრობა" სოხუმსა და მინსკს შორის.
,,ჩვენთვის ეს არის დე ფაქტო ეკონომიკური აღიარება. ბელარუსის რესპუბლიკასთან პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომი ტრაექტორია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვისარგებლებთ ამ შესაძლებლობით", - დასძინა ეგეთწოდებუმა მინისტრმა ახალი ათონის, გუდაუთის, გაგრის და ბიჭვინთის რაიონების მკვიდრებთან გამართულ შეხვედრებზე.
აფხაზური ინტერნეტგამოცემა ,,აიაირას" ცნობით, ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში, საზოგადოებასთან და რაიონული გამგეობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს აფხაზეთის პირველი პირის, ასლან ბჟანიას დავალებით მართავს.

მანამდე მსგავსი შეხვედრები გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, ტყვარჩელის და სოხუმის რაიონებში გაიმართა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...