Jump to content
Planeta.Ge

27 სექტემბრიდან ჩინეთიდან საქართველოში ყოველდღიური ავიარეისები შესრულდება


27 სექტემბრიდან ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines თბილისი-ურუმჩი-თბილისის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურ ავიარეისებს შეასრულებს. პანდემიისას დაწესებული სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ ავიაკომპანია საქართველოს ბაზარს 2023 წლის იანვრიდან დაუბრუნდა და ამ ეტაპზე კვირაში სამი სიხშირით დაფრინავს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის შეფასებით, საქართველოს მხრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება და ყოველდღიური საჰაერო ფრენები ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას.

,,ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩინეთის უმსხვილეს ავიაკომპანია  China Southern-თან მიღწეულია შეთანხმება ურუმჩიდან-თბილისის მიმართულებით სიხშირეების 3-დან 7-მდე გაზრდის შესახებ. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას და ჩვენს ბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდას. ჩვენი შემდეგი ამოცანაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ფრენების არეალი ჩინეთის სხვა ქალაქებიდანაც" - განაცხადა ირაკლი ქარქაშემ.

China southern airlines-მა იანვარ-აგვისტოს პერიოდში ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით 75 რეისი შეასრულა და 17 833 მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეუძლიათ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 30 დღით შეძლებენ

,,ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში. მინდა, ვთქვა, რომ საერთოდ, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან როგორც ერთერთი ყველაზე სასურველი ტურისტები, მთელ მსოფლიოში, ევროპაში, ამერიკაში, ყველგან. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც, მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ამ საკითხზეც“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...