სუს-მა აშშ-ს მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
„საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა“, - აცხადებენ სუს-ში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.