Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი კობახიძე: რაც დეგნანი წავიდა ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში


ქართული ოცნებისთავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოში სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს მატთვის საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის ობიექტურად იმუშავებს.

ეს არის სპეკულაციები, ისინი ცდილობენ, გადაფარონ ის, რომ საელჩომ ამხილა კოლექტიურინაცმოძრაობატყუილში. ამაზე ერთი რამ მინდა ვთქვა, თქვენ გახსოვთ, როგორ აზიანებდა თავის დროზე კელი დეგნანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა, ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და კოლექტიურინაცმოძრაობაამხილა ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა ხოლმე. იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი, ასევე, ობიექტურად იმუშავებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ვახტანგ კაპანაძე და ეს ადამიანები არიანნაცმოძრაობა“, ყველამ ვიცით და, რა თქმა უნდა, კოლექტიურინაცმოძრაობაავრცელებს ამ დეზინფორმაციას, მაგრამ მათ გასცა პასუხი საელჩომ და რეალურად ამხილა ისინი ტყუილში და მადლობა ამისთვის საელჩოს.

პირველი შემთხვევაა, ამ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც საელჩო დაუპირისპირდანაცმოძრაობისდეზინფორმაციას და მან გაავრცელა ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტური განცხადება,ნაცმოძრაობისმიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ, სამწუხაროდ, ბოლო ელჩის პირობებში არ ხდებოდა. როგორც კი წავიდა ელჩი, მაშინვე გავრცელდა ობიექტური ინფორმაცია საელჩოს მიერ და ამისთვის საელჩოს მადლობა“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...