Jump to content
Planeta.Ge

მამუკა მდინარაძე: 14 მილიონის გაფლანგვაზე თუა საუბარი, პირადი, აღვირახსნილი თემების საჭიროებისთვის და მიხეილ სააკაშვილის ვნებების დასაკმაყოფილებლად, წარმოუდგენელია


ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარე, მამუკა მდინარაძთავდაცვის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასააკაშვილი რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა და რომელ ცოცხალ ნარკობარონს მოინახულებდა, ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს.

მისივე თქმით, პირადი მიზნებისთვის სახელმწიფოს 14 მილიონის გაფლანგვა წარმოუდგენელი ამბავია.

როცა რამდენიმე ათას ლარზე არის დანაშაულის ნიშნების შემადგენლობა, მაინც იწყება ხოლმე გამოძიება და ათეულობით მილიონ ლარზე როცაა საუბარი, ალბათ ლოგიკური გაგრძელება ეს იქნება, მაგრამ ეს ჩემი საქმე არაა, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების შესაფასებელი საკითხი, მათი კომპეტენციაც და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებაც. მაგრამ, ზოგადად თუ ვიტყვით, 14 მილიონის გაფლანგვაზე თუა საუბარი, პირადი, აღვირახსნილი თემების საჭიროებისთვის და მიხეილ სააკაშვილის ვნებების დასაკმაყოფილებლად, წარმოუდგენელია. ეს ხომ არცერთ ქართველს არ დაავიწყდება, ესკობარის საფლავზე რომ მიდიოდა, ჩარტერით რომ იყო სახელმწიფოს ხარჯებით წასული. დღეს მისი ტელევიზიები მეკითხებიან, გუშინ რომ ბიზნესმენ მშობელს ეძახდნენ, დღეს რომ პენსიონერი მშობელი გახდა, სად და როგორ წავიდა ღარიბაშვილიო. რაღაც საკითხები არსებობს, რისი გასაჯაროებაც არ შეიძლება, მაგრამ სააკაშვილი რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა და რომელ ცოცხალ ნარკობარონს მოინახულებდა ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს, აბა რა უნდა იყოს“,- განაცხადა მდინარაძემ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...