Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ბოტკოველი: ყველამ თავის პარტიას მიხედოს


ჩვენ სხვა პარტიაში მოღალატეს არ ვეძებთ და ყველამ თავის პარტიას მიხედოს, - ამის შესახებნაციონალური მოძრაობისერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „რუსული ოცნების" თამაშის მონაწილე არ უნდა გახდეს არც ერთი პროევროპული პოლიტიკური ძალა.

მიმდინარეობს იმ პროცესის განხილვა რა გაიარა ამ პერიოდის განმავლობაშინაციონალურმა მოძრაობამ" და ასევე, სამომავლო გეგმები. მათ შორის, ფრაქციის სამოქმედო გეგმა - იმპიჩმენტთან დაკავშირებით და ყველა იმ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც გააჩნია პარტიას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტსაბჭოს ესწრება ყველა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომლებსაც ყოველთვის ვეკითხებით რა არის მნიშვნელოვანი პარტიისთვის და როგორ უნდა იმოქმედოს პარტიამ. არ ვიცი ვინ ვისში ეძებს მოღალატეს, მაგრამ თუ ვინმე მოღალატეს ეძებს, საკუთარ თავში ეძებოს. სხვა პარტიაში ჩვენ მოღალატეს არ ვეძებთ და ყველამ თავის პარტიას მიხედოს. დღესრუსული ოცნების" თამაშის მონაწილე არ უნდა გახდეს არც ერთი პროევროპული პოლიტიკური ძალა. ჩვენ ყოველდღე ხელისუფლების აღიარებით ჩვენებას ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ იღვწის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ბოტკოველმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...