Jump to content
Planeta.Ge

ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს - ეს არის პარტიის, ფრაქციის გადაწყვეტილება,


ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის პოზიცია არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღესნაციონალური მოძრაობისპოლიტიკური საბჭო ამ საკითხზე იმსჯელებს და ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

თავად მოიგონა ბიძინა ივანიშვილმა, რუსულმა პარტიამ მისივე ხელდასმული პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ეს ქალბატონი არავის აურჩევია, დასვეს კრიმინალურად. მოჰპარეს ხალხს არჩევნები და ისეა ქალბატონი ზურაბიშვილი არჩეული. „ნაციონალური მოძრაობისპოზიცია არის ის, რომ ამ იმპიჩმენტში, ამ სიგიჟეში, თავად რომ მოიგონეს და ბიძინა ივანიშვილმა თავად რომ დადგა, მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს არის პარტიის, ფრაქციის გადაწყვეტილება. პოლიტიკური საბჭო ამაზე იმსჯელებს და საბოლოოდ ეს გაფორმდება.

მეოთხე საკითხი, რაზეც მსჯელობა გვექნება, იქნებაგამარჯვების პლატფორმისფარგლებშინაციონალური მოძრაობისსტრატეგია გეგმა და კამპანია, რომელიც მთელ საქართველოში გვაქვს დაწყებული“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილის თქმითსალომე ზურაბიშვილს შეუძლია საქართველო ევროკავშირს დიდი ნაბიჯით დაახლოვოს, თუ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს, მაგრამ ამას არ აკეთებს.

დიახ, „ნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერებს არ მოსწონთ, როგორც იქცევა პრეზიდენტი ზურაბიშვილიბიძინა ივანიშვილის ხელდასმული პრეზიდენტი. მას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და შეუძლია ევროკავშირს დიდი ნაბიჯით მიგვაახლოოს, თუ პოლიტიკურ პატიმარს ტყვეობიდან გაათავისუფლებს, მაგრამ ამას არ აკეთებს. კონსტიტუციით რომ არის ჩვენი ევროპული გზა გარანტირებული და ვალდებულია ყველა, ამ საქმეს მოემსახუროს, ეს ქალბატონი ამას არ აკეთებს. ამიტომ, სწორი აღქმები აქვს, რომნაციონალურ მოძრაობაშიმას სერიოზულად არ უყურებენ და უყურებენ, როგორც ბიძინა ივანიშვილის ხელდასმულს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...